Jump to content

Apple აღიარებს, რომ iPhone 12-სა და MagSafe-ს გავლენის მოხდენა შეუძლიათ იმპლანტირებულ სამედიცინო მოწყობილობებზე


Magdalena

Recommended Posts

IPhone 12-ის გამოშვების შემდეგ გასული წლის ოქტომბერში Apple-მა დაადასტურა, რომ ახალმა სმარტფონებმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტრომაგნიტური ხარვეზები ისეთ სამედიცინო მოწყობილობებში, როგორიცაა კარდიოსტიმულატორები და დეფიბრილატორები. ამჟამად კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ Apple-ის დახმარების დოკუმენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გამოჩნდა. 

image.jpeg 

ისეთი სამედიცინო მოწყობილობებ, როგორებიცაა იმპლანტირებული კარდიოსტიმულატორები და დეფიბრილატორები, შეიძლება შეიცავდეს სენსორებს, რომლებიც ახლო მანძილზე რეაგირებენ მაგნიტურ და რადიოგამოსხივებაზე. ამ მოწყობილობებთან პოტენციური ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად შეინახეთ iPhone და MagSafe აქსესუარები სამედიცინო მოწყობილობებისგან უსაფრთხო მანძილზე დაშორებით (15 სმ სტანდარტული გამოყენების დროს და 30 სმ - უსადენო დამუხტვის შემთხვევაში). უფრო კონკრეტული რეკომენდაციების მისაღებად უნდა გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმსა და მოწყობილობის მწარმოებელთან ”, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. 

მიუხედავად იმისა, რომ ”MagSafe აქსესუარები” აღნიშნულია დამხმარე დოკუმენტში, Apple ხაზს უსვამს, რომ ისეთმა აქსესუარებმა, როგორებიცაა MagSafe დამტენი და MagSafe Duo უსადენო დამტენი, ასევე შეიძლება ხელი შეუშალოს სამედიცინო მოწყობილობებს მუშაობაში. ”ყველა MagSafe აქსესუარი (ცალკე იყიდება) შეიცავს მაგნიტს, ხოლო MagSafe და MagSafe Duo დამტენები შეიცავს რადიომოდულებს. ამ მაგნიტებმა და ელექტრომაგნიტურმა ველებმა შეიძლება ხელი შეუშალონ სამედიცინო მოწყობილობების ფუნქციონირებას “, - გვაფრთხილებს Apple. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში Heart Rhythm Journal-ში გამოქვეყნდა ამერიკელი ექიმების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად ახალ iPhone 12-ს შეუძლია ხელი შეუშალოს იმპლანტირებადი სამედიცინო მოწყობილობების მუშაობას და შექმნას ელექტრომაგნიტური ხარვეზები ფუნქციონირების დროს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.