Jump to content

SpaceX გეგმავს ბუნებრივი აირის მოპოვებას ტეხასის კოსმოსური პორტის მახლობლად


Recommended Posts

ლონ მასკი ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ტეხასში გადასახლდა, სადაც ახალი კოსმოსური პორტი და ბატარეების ქარხანა შენდება. იგი ასევე აპირებს ბუნებრივი აირის მოპოვებას.  SpaceX აპირებს ჭაბურღილების ამოთხრას კომპანიის გამშვები პუნქტის მახლობლად ბოკა-ჩიკაში. ამის შესახებ ცნობილი გახდა ტეხასის რკინიგზის კომისიის მოსმენაზე, სახელმწიფო ენერგეტიკის მარეგულირებელ სხდომაზე. 

image.jpeg 

საქმე ჯერ არ დაწყებულა SpaceX-ის შვილობილი კომპანია Lone Star Mineral Development-ის და სხვა ენერგეტიკული კომპანიის დაპირისპირების გამო. Lone Star-ის წარმომადგენელმა იურისტმა ტიმ ჯორჯმა (Tim George) მოსმენაზე განაცხადა, რომ SpaceX გეგმავს მიწიდან მოპოვებული მეთანის გამოყენებას სარაკეტო ობიექტებში ოპერაციებისათვის. 

ჯერჯერობით გაუგებარია ზუსტად რისთვის გამოიყენებს გაზს. ცნობილია ის, რომ SpaceX გეგმავს საწვავად გამოიყენოს გაცივებული თხევადი მეთანი და თხევადი ჟანგბადი Raptor ძრავებში. Starship და Super Heavy რაკეტებს ტესტირება უტარდებათ ბოკა-ჩიკაში და ამ პლატფორმიდან იგეგმება ორბიტალური ფრენები. 

დეკემბერში ლონ მასკმა განაცხადა, რომ ტეხასში გადავიდა, რათა ყურადღება გაამახვილოს მრავალჯერადი გამოყენების SpaceX Starship-სა და Tesla-ს ახალ Gigafactory-ზე, რომელიც ოსტინთან ახლოს შენდება. 2020 წელს დაარსებულმა კომპანია Lone Star-მა გამოისყიდა 326 ჰექატრი ფართობი ჰიუსტონში ბაზირებულ კომპანია Sanchez Energy-სგან, რომელსაც გაკოტრებასთან დაკავშირებული პროცეურების შემდეგ სახელად ეწოდა Mesquite Energy. 

გარიგების ფინანსური პირობები არ გახმაურებულა, მაგრამ SpaceX-ის შვილობიი კომპანია იურიდიული დავის სახის დაბრკოლებას შეხვდა Dallas Petroleum Group-თან, რომელიც საკურების უფლებას აცხადებს რამდენიმე უმოქმედო ჭრილზე, რომლებიც იმავე მიწაზე განთავსებული. ილონ მასკის კომპანია მიიჩნევს, რომ სასამართლოში Dallas Petroleum-ის მიერ შეტანილი საჩივარი მხოლოდ SpaceX-ისგან ფულის გამოძალვას ისახავს მიზნად. Dallas Petroleum უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ფლობს როგორც ჭაბურღილებს, ისე მათ მიმდებარე 10 ჰექტარს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.