Jump to content

ახალი Core i5-11400 შესაძლოა Intel-ის ახალი ბესტსელერი გახდეს - fps-ის ზრდა გეიმინგში 12%-მდე


Recommended Posts

ამჟამად Core i5 სერიის ყველაზე დაბალბიუჯეტურ პროცესორად ითვლება Core i5-10400. რთულია მას ვუწოდოთ წარმადობის მხრივ რეკორდსმენი, თუმცა კარგ ვიდეო დაფასთან ერთად იგი შესანიშნავია, როგორც გეიმინგ კომპიუტერის საფუძველი. მას ჩაანაცვლებს ახალი პროცესორი Core i5-11400. იგი გამოჩნდა Geekbench 5-ზე, სადაც შესანიშნავი მაჩვენებლები დააფიქსირა. 

image.jpeg 

როგორც აღმოჩნდა, Core i5-11400 ჩიპს შეუძლია 4.4 გჰც-მდე აჩქარება ბუსტ-რეჟიმში, რაც მხოლოდ 100 მეგაჰერცით აღემატება ამჟამად მოქმედ მოდელს, მაგრამ წარმადობის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ერთბირთვიან ტესტებში ჩიპმა დააფიქსირდა დამატებით 12%, მრავალბირთვიან ამოცანებში კი - 9%. 

image.png 

სინამდვილეში, ასეთი პროცესორისგან სასწაულების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ის კვლავ დაიკავებს პოზიციას პროდუქციის ხაზში და Core i5-10600K-ზე უფრო სწრაფ არ იქნება. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენს მოითხოვს Intel-ი ახალი ჩიპისთვის. თუ ფასების პოლიტიკა არ შეიცვლება, ეს პროცესორი შეიძლება გახდეს ნამდვილი ბესტსელერი, რადგან დამატებით 10% არ არის ცუდი მაჩვენებელი და გამოადგება ყველას, ვისაც 2021 წელს ახალი კომპიუტერის აწყობა სურს. 

image.png 

image.png 

Link to comment
Share on other sites

ფასის მხრივ მართლა არ ჩანს ცუდი ვარიანტი, მაგრამ იგივე 11700(F) ვერსიები სიხშირე-პერფორმანსი-თრიდების რაოდენობის მხრივ მემგონი ლონგ რანში კიდე უფრო კარგი ვარიანტი იქნება გეიმინგისთვის და არა მარტო, ეგ მოდელიც არ ჯდება ძალზე ძვირი და 4.5GHZ მაინც უნდა ქონდეს ბუსტი 16 თრიდზე და თუ აქვს რეალურათ 10% მატება თითქმის იგივე ფასში მშვენიერი ვარიანტი იქნება 10700 შეფარდებაში PCI-E 4.0 + SAM საპორტით + ალდერ ლეიკის ტოპ ვერსიებს ძალზე მაღალი ფასი ედებათ მემგონი 10 ნანომეტრზე რაც უნდა გამოვიდნენ + DDR5 თავიდან საკმაოთ ძვირი სიამოვნება იქნება 32გბ+ კიტები ალბათ, როგორც ეგეთი მაზერები Z690-ზე, მაგრამ ეგ 11400(F) ეხლანდელ იგრებში ბევრ ვიდეოკარტაზე მართლა არ უბერავს ცუდათ ფასიდან გამომდინარე, 12 თრიდიც არც ისე ცოტაა მაინც, თვითონ რიზენებს რაც შეეხება 5000 სერიას, უნდა გამოუშვას ამდ იაფიანი მოდელებიც, რახან 5600X დაჟე 11700F იაფიც არ გამოდის და 4 თრიდით ნაკლები აქვს, გეიმინგში ეგეთი ვერანაირათ ვერ აჯობებს მაგ 14 ნანომეტრიანს + მაგასაც აქვს უკვე PCI-E 4.0 საპორტი და SAM საპორტიც ექნებაო, ეგ ბოლო 10% ზრდის წარმადობას თამაშებში ნვიდიას 3000 სერიის კარტებზე + ფეფიციტის პრობლემა, შეიძლება ეგეთებზე საერთოდ არ იყოს დეფიციტი, ამდ კი დღემდე გრძელდება სერიოზული დეფიციტი 5000 სერიის პროცესორებზე იმ ძვირიან 3 მოდელზეც კი რისი გამოშვებაც მოასწრეს აქამდე, იაფიანები ჯერ არ გამოუშვიათ ალბათ იგივე მიზეზის გამო, ამიტომ ბევრი თუ იღებს ამ ეტაპზე ისევ 3000 სერიის პროცესორებს, რაც შეეხება ინტელის ფინანსებს, მაგდენი რაც წინა წელიწადს არასდროს გაუკეთებია ინტელს, თითქმის 80 მილიარდ დოლარიანი ჯამური შემოსავალი დაფიქსირდა ამ მძიმე კოვიდის პერიოდშიც კი, ეგ ნალოგების ვიჩოტის და რასხოდების გარეშე ოღონდ :

2020 sales were also strong: $ 77.9 billion, the highest Intel has ever achieved ანუ ინტელი არანაირ სულის გაძრომებთან ჯერ ახლოსაც არაა ფინანსებს რაც შეეხება და შემდგომ დაფინანსებას, დაჟე პირიქით პიკზე არიან მისულები ფაქტიურათ, სემიკონდუქტორებშიც პირველ ადგილს ინარჩუნებენ:

bulletin20201123Fig01.png

სულ ეგრე არ დარჩეს შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ეგრეა ნამდვილათ, ეგ სტატისტიკა არ იტყუება, ხო მაგ ჩარტში 1 და 2 ნიშნავს ტეხპროცესით და ტეხპროცესის გარეშე, ინტელს ეგ არ ეხება და სამსუნგს, სამსუნგი ვატყობ წელს ძალიან დიდი მოგებას იშოვის ნვიდიას 3000 სერიის კარტებიდან, რახან ჩიპებს ეგენი უმზადებენ ნვიდიას, ეგ VRAM უკვეთავენ მარტო მიკრონს GDDR6-GDDR6X რომელიც სერიოზულ დეფიციტშია ამ ეტაპზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.