Magdalena Posted January 23, 2021 Share Posted January 23, 2021 ამჟამად Core i5 სერიის ყველაზე დაბალბიუჯეტურ პროცესორად ითვლება Core i5-10400. რთულია მას ვუწოდოთ წარმადობის მხრივ რეკორდსმენი, თუმცა კარგ ვიდეო დაფასთან ერთად იგი შესანიშნავია, როგორც გეიმინგ კომპიუტერის საფუძველი. მას ჩაანაცვლებს ახალი პროცესორი Core i5-11400. იგი გამოჩნდა Geekbench 5-ზე, სადაც შესანიშნავი მაჩვენებლები დააფიქსირა. როგორც აღმოჩნდა, Core i5-11400 ჩიპს შეუძლია 4.4 გჰც-მდე აჩქარება ბუსტ-რეჟიმში, რაც მხოლოდ 100 მეგაჰერცით აღემატება ამჟამად მოქმედ მოდელს, მაგრამ წარმადობის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. ერთბირთვიან ტესტებში ჩიპმა დააფიქსირდა დამატებით 12%, მრავალბირთვიან ამოცანებში კი - 9%. სინამდვილეში, ასეთი პროცესორისგან სასწაულების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ის კვლავ დაიკავებს პოზიციას პროდუქციის ხაზში და Core i5-10600K-ზე უფრო სწრაფი არ იქნება. აქ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რამდენს მოითხოვს Intel-ი ახალი ჩიპისთვის. თუ ფასების პოლიტიკა არ შეიცვლება, ეს პროცესორი შეიძლება გახდეს ნამდვილი ბესტსელერი, რადგან დამატებით 10% არ არის ცუდი მაჩვენებელი და გამოადგება ყველას, ვისაც 2021 წელს ახალი კომპიუტერის აწყობა სურს. http://bit.ly/361LDUR Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 23, 2021 Share Posted January 23, 2021 ფასის მხრივ მართლა არ ჩანს ცუდი ვარიანტი, მაგრამ იგივე 11700(F) ვერსიები სიხშირე-პერფორმანსი-თრიდების რაოდენობის მხრივ მემგონი ლონგ რანში კიდე უფრო კარგი ვარიანტი იქნება გეიმინგისთვის და არა მარტო, ეგ მოდელიც არ ჯდება ძალზე ძვირი და 4.5GHZ მაინც უნდა ქონდეს ბუსტი 16 თრიდზე და თუ აქვს რეალურათ 10% მატება თითქმის იგივე ფასში მშვენიერი ვარიანტი იქნება 10700 შეფარდებაში PCI-E 4.0 + SAM საპორტით + ალდერ ლეიკის ტოპ ვერსიებს ძალზე მაღალი ფასი ედებათ მემგონი 10 ნანომეტრზე რაც უნდა გამოვიდნენ + DDR5 თავიდან საკმაოთ ძვირი სიამოვნება იქნება 32გბ+ კიტები ალბათ, როგორც ეგეთი მაზერები Z690-ზე, მაგრამ ეგ 11400(F) ეხლანდელ იგრებში ბევრ ვიდეოკარტაზე მართლა არ უბერავს ცუდათ ფასიდან გამომდინარე, 12 თრიდიც არც ისე ცოტაა მაინც, თვითონ რიზენებს რაც შეეხება 5000 სერიას, უნდა გამოუშვას ამდ იაფიანი მოდელებიც, რახან 5600X დაჟე 11700F იაფიც არ გამოდის და 4 თრიდით ნაკლები აქვს, გეიმინგში ეგეთი ვერანაირათ ვერ აჯობებს მაგ 14 ნანომეტრიანს + მაგასაც აქვს უკვე PCI-E 4.0 საპორტი და SAM საპორტიც ექნებაო, ეგ ბოლო 10% ზრდის წარმადობას თამაშებში ნვიდიას 3000 სერიის კარტებზე + ფეფიციტის პრობლემა, შეიძლება ეგეთებზე საერთოდ არ იყოს დეფიციტი, ამდ კი დღემდე გრძელდება სერიოზული დეფიციტი 5000 სერიის პროცესორებზე იმ ძვირიან 3 მოდელზეც კი რისი გამოშვებაც მოასწრეს აქამდე, იაფიანები ჯერ არ გამოუშვიათ ალბათ იგივე მიზეზის გამო, ამიტომ ბევრი თუ იღებს ამ ეტაპზე ისევ 3000 სერიის პროცესორებს, რაც შეეხება ინტელის ფინანსებს, მაგდენი რაც წინა წელიწადს არასდროს გაუკეთებია ინტელს, თითქმის 80 მილიარდ დოლარიანი ჯამური შემოსავალი დაფიქსირდა ამ მძიმე კოვიდის პერიოდშიც კი, ეგ ნალოგების ვიჩოტის და რასხოდების გარეშე ოღონდ : 2020 sales were also strong: $ 77.9 billion, the highest Intel has ever achieved ანუ ინტელი არანაირ სულის გაძრომებთან ჯერ ახლოსაც არაა ფინანსებს რაც შეეხება და შემდგომ დაფინანსებას, დაჟე პირიქით პიკზე არიან მისულები ფაქტიურათ, სემიკონდუქტორებშიც პირველ ადგილს ინარჩუნებენ: სულ ეგრე არ დარჩეს შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე ეგრეა ნამდვილათ, ეგ სტატისტიკა არ იტყუება, ხო მაგ ჩარტში 1 და 2 ნიშნავს ტეხპროცესით და ტეხპროცესის გარეშე, ინტელს ეგ არ ეხება და სამსუნგს, სამსუნგი ვატყობ წელს ძალიან დიდი მოგებას იშოვის ნვიდიას 3000 სერიის კარტებიდან, რახან ჩიპებს ეგენი უმზადებენ ნვიდიას, ეგ VRAM უკვეთავენ მარტო მიკრონს GDDR6-GDDR6X რომელიც სერიოზულ დეფიციტშია ამ ეტაპზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.