Jump to content

ტრანსფორმერი მინი-ლეპტოპი One Mix 4 დისპლეის ზომით 10.1 დუიმი


Recommended Posts

One Netbook-ის გუნდი ემზადება ულტრაკომპაქტური One Mix 4 ლეპტოპის გამოსშვებად: მოწყობილობა, რომელსაც ტრანსფორმირებადი დიზაინი აქვს, გაყიდება გაზაფხულიდან, მაგრამ სამწუხაროდ ფასი ჯერ არ გახმაურებულა. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 10.1-დუიმიანი დისპლეი. გამოყენებულია სენსორული პანელი, შესაძლებელია ზედა ნაწილის 360 გრადუსით მოტრიალება, რის შედეგად ლეპტოპი გადადის პლანშეტის რეჟიმში. 

image.jpeg 

კომპიუტერის საფუძველს წარმოდგენს აპარატული პლატფორმა Intel Tiger Lake. წარმოდგენილი იქნება მოდიფიკაციები ოთხბირთვიანი Core i5-1130G7 (4.0 გჰც-მდე) პროცესორით ან Core i7-1160G7 (4.4 გჰც-მდე) ჩიპით. ამ პროცესორებს გააჩნია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მათ შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel Iris Xe. 

image.jpeg 

ეკრანის გვერდების შეფარდებაა 16:10, პიქსელების სიმჭიდროვე - 300 ppi, გაფართოება 2560 × 1600 პიქსელი და სიკაშკაშე 320 კდ/2. ოფციურად შემოთავაზებული იქნება სპეციალური ელექტრონული ფანქარი სენსორულ ეკრანზე სამუშაოდ. წარმოდგენილია განათების მქონე კლავიატურა და მოზრდილი ზომის თაჩპედი. 

image.jpeg 

ლეპტოპის შემადგენლობაშია SSD NVMe, Wi-Fi 6 უსადენო კავშირის ადაპტერი, microSD სლოტი და სამი USB Type-C პორტი. ფიზიკური ქსელური კავშირის მხარდაჭერა სავარაუდოდ გათვალისწინებული არ არის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.