Jump to content

Messari: აზია რჩება კრიპტო ბაზრის აქტიურობის ეპიცენტრად


Recommended Posts

image.png

აზიაზე მოდის მსოფლიო კრიპტო ტრანზაქციების 43%, Bitcoin-ის ჰეშრეითის 70% და ათიდან ექვსი ახალი სტარტაპი - ნათქვამია Messari-ს მიმოხილვაში. 

მკვლევარები აღნიშნავენ ინფრასტრუქტურული კომპანიების დაინტერესებას კრიპტო ბაზრის განვითარებით, რომელზეც მსოფლიო მოსახლეობის 60% მოდის. ამას ხელს არ უშლის ჩინეთის ხელისუფლების აკრძალვა Bitcoin-ბირჟებისა და ICO-ს ჩატარების შესახებ. 

"აღმოსავლეთ აზიაში (ძირითადად ჩინეთში) ტრანაქციების 90% აღემატება 10 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს. ამ რეგიონს ჰყავს უფრო სპეკულაციური ბაზრის მონაწილეები, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკა", - ნათქვამია მოხსენებაში. 

სხვა ფაქტორებად, რომლებიც აზიას კრიპტო ბაზარზე გამოარჩევენ, ანალიტიკოსებმა დაასახელეს: 

  • მსხვილი საფონდო ბაზრები (იაპონია, ჩინეთი და ჰონგკონგი მსოფლიოს ტოპ 5-ში); 

  • Wi-Fi-ს, სმარტფონებისა და მობილური ინტერნეტის გავრცელების დონე; 

  • ელექტრონული გადახდების პოპულარობა; 

  • ახალგაზრდა IT-სპეციალისტების მაღალი პროცენტულობა და Fintech-ის განვითარების დონე. 

აზიაში მდებარეობს შემდეგი კომპანიების შტაბ-ბინები - Tether, Cardano, EOS, Binance Coin და Tron. პროექტები შეადგენს ტოპ 20 კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაციის 42%-. 

ინდუსტრიის ტოპ 10 კომპანიიდან ექვსი ასევე მდებარეობს ამ რეგიონში. 

image.png 

წყარო: Messari. 

ჩინეთში მოქმედებს მსხვილი მაინინგ-კომპანიები: Bitmain, Canaan და Ebang. აქ არის თავმოყრილი მსოფლიო Bitcoin-ის ქსელის ჯამური გამომთვლელი სიმძლავრის 65.1%. 

4.3% მოდის მალაიზიაზე, რომელსაც მოსდევს ირანი (3.8%) და შედის ამ მაჩვენებლის მიხედვით ტოპ ხუთეულში აშშ-ის (7.2%), რუსეთისა (6.9%) და ყაზახეთის (6.2%) შემდეგ. 

image.png 

წყარო: Messari. 

Bitcoin-ის ჰეშრეითის ლიდერი პოზიციების პარალელურად ჩინეთში მდებარეობს უმსხვილესი კრიპტო ბირჟები Binance, Huobi, OKEx და OKCoin. ამ პლატფორმებზე ჯამურად ინახება იმდენივე Bitcoin-ი, რამდენიც Coinbase-ზე. 

image.png 

წყარო: Messari. 

ჰონგკონგი იურისდიქციად აირჩიეს კრიპტოდერივატივების უმსხვილესმა ბირჟებმა: FTX, BitMEX, OSL, აგრეთვე წამყვანმა ფონდებმა. მიზეზი იყო ინსტიტუციების უზარმაზარი ბაზა და მაღალი კაპიტალის მქონე პირები, დაბალი საგადახდო განაკვეთები და სპეციალისტები საინვესტიციო ბექგრაუნდით. 

Chainalysis-ის თანახმად, 2020 წლის ივნისის მონაცემებით აზი კრიპტო ტრანზაქციებზე მოდიოდა 296 მილიარდი აშშ დოლარის 43%. ეს მაჩვენებელი შეესაბამება აშშ-ისა და ევროპის ჯამურ აქტივობას. 

image.png 

წყარო: Messari. 

ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ მოქალაქეებს აუკრძალა 50 ათას აშშ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის შეძენა წელიწადში. კაპიტალის კონტროლმა გააძლიერა Stablecoin-ების, განსაკუთრებით კი Tether-ის (USDT) პოპულარობა. 

სამხრეთ კორეაში ყოველი მესამე ინვესტორი პორტფელს კრიპტოვალუტებს უმატებს. იაპონური ბანკები ინვესტიციას დებენ საქმიანობის იმ სფეროებში, რომლებიც security-ტოკენების გამოცემის იდეას უწყობენ ხელს. 

შეგახსენებთ, რომ ადრე Jump Capital-ის ანალიტიკოსებმა ინდოეთი და ინდონეზია კრიპტოვალუტების მხრივ ყველაზე პერსპექტიულ ქვეყნებად დაასახელეს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.