Jump to content

ყველაფერი ვიდეო დაფების დეფიციტის შესახებ: ვითარება, პროგნოზები, მოსაზრებები


Recommended Posts

2020 წლის მეოთხე კვარტალში ვიდეო დაფებზე მოთხოვნილებამ მკვეთრად იმატა - და არა მხოლოდ NVIDIA- და AMD- ნანატრ ახალ პროდუქტებზე, რომლებიც, სხვათა შორის, თავიდანვე უკვე დეფიციტური იყო, ასევე ძველ მოდელებზე კი, რომლებიც საწყობებში უხვად იყო თავმოყრილი. ამ ყველაფერმა საბოლოოდ გამოიწვია ვიდეო დაფების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა, შემდეგ კი სრული გაუჩინარება. 

image.jpeg 

ამ დროისთვის შედარებით ადვილია მხოლოდ GeForce GTX 1050 Ti- შეძენა, რომელსაც მეტად რთულია ვუწოდოთ გეიმერული, ასევე საკმაოდ მაღალია მისი ფასი. არსებულ სიტუაციას ორი მიზეზი აქვს: პირველი - მაინერები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ ყველაფერს ნებისმიერ ფასად, რასაც შემოსავალი მოაქვს და მეორე - პანდემია, რომელმაც თავისი კვალი დატოვა ქარხნების მუშაობაში და შეამცირა საჭირო კომპონენტების წარმოება. შედეგად, ამ ფაქტორების ჯამმა ტოტალური დეფიციტი გამოიწვია. 

image.jpeg 

გარკვეულმა მედიასაშუალებებმა კომენტარისთვის მიმარეს შესაბამისი მოწყობილობების მსხვილ სავაჭრო დაწესებულებებს, რომელთა წარმომადგენლების პასუხი არ არის დამაიმედებელი - ვიდეო დაფების ბევრი ნაკადი არც კი აღწევს მაღაზიებამდე. გადამყიდველები და მაინერები, რომელთაც „საჭირო კავშირები“ აქვთ, პირწმინდად ყიდულობენ ყველაფერს. მაღაზიებში გამოთქვამენ პროგნოზს, რომ ამჟამად არსებული სიტუაცია ზაფხულამდე გაგრძელდება. ოდნავ ოპტიმისტური მოლოდინი აქვთ NVIDIA-სა და AMD-ს - მათი თქმით ვითარება აპრილიდან დასტაბილურდება. რეალურად, თარიღების მითითება არ ღირს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა ორიენტირება კრიპტოვალუტების კურსზე, თუ როდის დაიწყება გლობალური კორექცია. 

Link to comment
Share on other sites

მე როგორც ვიცი და ვაკვირდები ამდ ვიდეოკარტებზე (არ მაქვს მხედველობაში 5000 სერიის რიზენები და ახალი პაკალენიის კონსოლები, რომელზეც დეფიციტი მაინც დროებითი მგონია და მალე უნდა გამოსწორდეს სიტუაცია მაინც) სიტუაცია გაცილებით უფრო სერიოზულია და ძალიან მცირე აბიომებში უშვებენ კარტებს ჯერ-ჯერობით, ნვიდიას თუ 150000+ კარტა აქვს სიტყვაზე მაგათ მაქს 5000+ ცალი გამოშვებული, რა თქმა უნდა ორივეს შემთხვევაში საერთო რიცხვი უკვე მეტი იქნება მაგრამ ეგ მაგალითისთვის მოვიყვანე თუ რამხელა ჩამორჩენა აქვს ამ ეტაპზე ამდ აბიომებში, მანდ კოვიდიც მოქმედებს სწრაფ დასტავკებზე, მაგრამ მთავარი პრობლემა იქნება TSMC 7 ნანომეტრიანი ჩიპების მცირე აბიომებში გამოშვება, მაგრამ კიდე უფრო მოშნი დეფიციტი ყოფილა მიკრონის GDDR6 ჩიპებზე (GDDR6X ეგ მარტო ნვიდიას ექსკლუზივი ყოფილა და 3000 სერიის კარტებზე გამოდის ეგეთი)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.