Magdalena Posted January 22, 2021 Share Posted January 22, 2021 ბრენდი Redmi პირველ რიგში ცნობილია დაბალბიუჯეტური სმარტფონებით, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია გვევლინება, როგორც დამოუკიდებელი ბრენდი და არა Xiaomi-ს მორიგი სერია, ხსენებულმა ბრენდმა დაიწყო ნამდვილი ფლაგმანური მოწყობილობების წარმოებაც, რომლებიც ემყარება მოწინავე მობილურ პლატფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, უახლოეს პერსპექტივაში Redmi აპირებს აითვისოს კიდევ ერთი სეგმენტი - გეიმერული სმარტფონები. Redmi-ს გენერალურმა მენეჯერმა ლუ ვეიბინგმა (Lu Weibing) Weibo-ს გვერდის საშუალებით დაადასტურა, რომ „კომპანია გეგმავს თავისი პირველი გეიმინგ სმარტფონის გამოშვებას მიმდინარე წელს ძალიან მიმზიდველ ფასად”. მან დაამატა, რომ კომპანია აპირებს პირველი სმარტფონის წარდგენას ახალ ფლაგმანურ ჩიპსეტ MediaTek Dimensity 1200-ის ბაზაზე, რომელიც ახლახანს დაანონსდა. ლუ ვეიბინგის განცხადებიდან ბოლომდე გასაგები არ არის, საუბარია გეიმინგ სმარტფონზე თუ სრულიად სხვა მოწყობილობაზე - მაგალითად, Redmi K40 სერიის მომავალ ფლაგმანურ სმარტფონზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება. აღსანიშნავია, რომ ზემოთხსენებულ მობილურ პროცესორ Dimensity 1200-ში გამოყენებულია იგივე გრაფიკული ბირთვი, რაც გასული წლის Dimensity 1000+ მოდელში. თუმცა GPU წარმოდგენილი იქნება რეითრეისინგის პროგრამული მხარდაჭერით და იმუშავებს ეკრანებთან, რომელთა კადრის განახლების სიხშირე იქნება 168 ჰერცი. http://bit.ly/3qtT9j4 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.