Jump to content

TSMC-ის 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის პირველი მომხმარებლები იქნებიან Apple, Qualcomm და NVIDIA


Recommended Posts

მომავალი წლის მეორე ნახევარში TSMC გვპირდება 3-ნანომეტრიანი პროდუქციის მასობრივი წარმოების დაწყებას. კომპანია ელის, რომ ახალი ტექნოლოგიური ნორმები მოიზიდავს არა მხოლოდ მობილური პროცესორების მწარმოებლებს, არამედ მაღალპროდუქტიული გამოთვლითი სეგმენტის წარმომადგენლებს. IDC-ის ანალიტიკოსების აზრით NVIDIA შეიძლება იყოს ერთ-ერთი მათგანი. 

image.jpeg 

Apple-ის "ლითოგრაფიულ ავანგარდში" ნახვა უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან კომპანია ცდილობს მაქსიმალურად გამოიყენოს და სარგებელი ნახოს ახალ ტექნოპროცესზე გადასვლის შედეგად. როგორც წესი, ასეთი მიგრაცია გაზრდის პროცესორების წარმადობას ენერგმოხმარების შემცირების ან შენარჩუნების დროს. IDC-ის ექსპერტების აზრით, რომელთაც ციტირებს South China Morning Post, - Apple-ისა და Qualcomm-ის გარდა TSMC შეძლებს NVIDIA მიიზიდოს 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით, ყოველ შემთხვევაში იმ დროს, როდესაც საქმე ეხება პირველი ტალღის „მომხმარებლებს“.  

ექსპერტების მოლოდინით, TSMC-ის 3- და 2-ნანომეტრიანი ტექნოპროცესების გამოსვლის შედეგად გაიზრდება უფსკრული ტაივანურ კომპანიასა და Samsung Electronics-ს შორის, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩინურ SMIC-ზე. კორეელ კონკურენტს მინიმუმ ხუთი წლის დახარჯვა მოუწევს TSMC-თან ლითოგრაფიული უფსკრულის ამოვსებისთვის -  მიიჩნევენ IDC-ის წარმომადგენლები. ამასთან, Samsung-ის აპირებს 3-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის საკუთარი ვერსიის მასობრივ წარმოების დაწყებ 2022 წელს, TSMC-ის პარალელურად. 

ზოგიერთი პროგნოზის თანახმად TSMC-ის 2-ნანომეტრიან ტექნპროცესზე გადასვლა კომპანიას საშუალებას მისცემს გაზარდოს თავისი წილი საკონტრაქტო მომსახურების ბაზარზე არსებული 54-დან 56%-მდე, თუ ახალი ტექნოლოგია 2023 წელს იქნება ათვისებული. კომპანიის მოგების ნორმა 53%-მდე გაიზრდება, რადგან მას, როგორც ბაზრის დომინანტს, შეუძლია დამკვეთებს უკარნახოს ფასები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.