Jump to content

AMD-ს დირექტორმა ლიზა სუმ ისაუბრა მიწოდების პრობლემასა და სამომავლო პროცესორებზე


Recommended Posts

გამოფენა CES 2021-ის დროს AMD-ს გენერალურმა დირექტორმა მცირე პრესკონფერენცია გამართა, სადაც განიხილეს მნიშვნელოვანი თემები კომპანიის მომავალსა და წარმოებასთან დაკავშირებით. ახლა, როდესაც AMD-ს მყარი პოზიციები უჭირავს, ლიზა სუ მიიჩნევს, რომ კომპანიამ უნდა გააორმაგოს საკუთარი ტექნოლოგიები და ინოვაციები და არ იღელვოს სხვა კომპანიებზე. 

image.jpeg 

დესკტოპ-პროცესორები AMD-ს ყველაზე ძლიერი მხარეა, ლეპტოპები და კორპორატიული პროცესორები კი - ორი უდიდესი ბაზარია, რომლებზე შეჭრის შესაძლებლობაც აქვს კომპანიას და არ აპირებს დანებებას. ლიზა სუ აცხადებს, რომ AMD დიდ ყურადღებას უთმობს სამომავლო Zen 4 და Zen 5 არქიტექტურებს და ელის, რომ ისინი იქნება მინიმუმ „მეტად კონკურენტუნარიანი“. 

ლიზა სუს ჰკითხეს, დარჩება თუ არა ცენტრალური პროცესორების ბირთვების მაქსიმალური რაოდენობა ისე, როგორც ამჟამადაა. ბირთვების რაოდენობა არ შეცვლილა ორი თაობის განმავლობაში: რვა ბირთვი მობილურ მოწყობილობებზე, 16 - დესკტოპ კომპიუტერებზე და 64 ბირთვი - სერვერებისა და სამუშაო სადგურებისთვი განკუთვნილ პროცესორებში. ლიზა სუ აღნიშნა, რომ ბირთვების რაოდენობა არც ახლაა შეზღუდული, მომავალში კი ნამდვილად მეტი ბირთვი იქნება წარმოდგენილი. ამგვარი რამ გამოჩნდება მაშინ, როდესაც ამას მომხმარებლები მოითხოვენ და პროგრამულ დონეზე განხორციელდება შესაბამისი ოპტიმიზაცია. 

ერთ-ერთი მეთოდი, რომლის მიხედვითაც კომპანია Intel-ი გეგმავს პროცესორებში ბირთვების ორგანიზებას, გულისხმობს მაღალი წარმადობისა და მაღალეფექტური ბირთვების შერევას Alder Lake სერიის პროცესორებში. ლიზა სუს თქმით, AMD არ აპირებს ამ გზით სიარულს და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ნამუშევრები „უკვე კარგად მასშტაბირდება საწყისი დონიდან კორპორატიულამდე და ხელმისაწვდომია სიმძლავრის, წარმადობისა და კრისტალის ფართობის სწორი შეფარდება“. 

AMD ნამდვილად ითვალისწინებს სპეციალიზაციის ზრდას "მომდევნო ორი წლის განმავლობაში", თუმცა კომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ ისინი უკვე მზად არიან გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. მან მიუთითა კონსოლებზე და თქვა, რომ AMD- გააჩნია ძლიერი ქვეგანყოფილება ამ შესაძლებლობების მისაღწევად. მან ასევე დაადასტურა თავისი რწმენა x86 არქიტექტურის მიმართ და უფრო მოქნილი Arm-ისგან განსხვავებით იგი აღწერა, როგორც ძლიერ ეკოსისტემა, რომელიც იმსახურებს დიდ ინვესტიცია. 

AMD ვერ შეძლებს ახალი პროდუქტების ინვესტირებას, თუ არ უზრუნველყოფს მათი წარმოების შესაძლებლობებს. კომპანიას მალე ექნება ახალი გრაფიკული პროცესორები და Epyc Milan პროცესორები. AMD ელის გარკვეულ დაძაბულობას წლის პირველ ნახევარში, რომელიც დაასუსტებს მხოლოდ მომდევნო თაობის პროცესორების და გრაფიკული პროცესორების რელიზს 2021 წლის მეორე ნახევარში. 

საბედნიეროდ, AMD ელის, რომ ფასები კლებას დაიწყებს და ნელ-ნელა შემცირდება Covid-19-ისგან გამოწვეული პრობლემები. 

პროდუქციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას ლიზა სუმ აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობს ამ პრობლემის მოგვარებაზე. მაგალითად, მომავალში მიწოდების პრობლემების თავიდან ასაცილებლად AMD-მ ინვესტიცია ჩადო ახალი ტექნიკისა და ობიექტების მშენებლობაში. კომპანია მზად იქნება შეხვდეს მოთხოვნის მზარდ დონეს მომდევნო თაობის ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების გამოშვებისას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.