Jump to content

ცნობილი გახდა Intel-ის ახალი პროცესორების ფასები – Core i9-11900K 50 აშშ დოლარით იაფია Core i9-10900K-სთან შედარებით


Recommended Posts

გამოჩნდა ახალი Core i9-11900K პროცესორის პირველი ტესტები. ჩვენ წინაშე Intel-ის ახალი 8-ბირთვიანი ფლაგმანი, რომელიც 2021 წლის სერიას უდგას სათავეში. იგი, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ჩიპი, ეფუძნება 14-ნანომეტრიან ტექნოპროცესს, თუმცა აქვს ახალი Cypress Cove არქიტექტურა. თუ ვიმსჯელებთ მხოლოდ ერთბირთვიანი შედეგების ეფექტურობი, მაშინ ნამდვილად ხელმისაწვდომია IPC-წარმადობის ორჯერ ზრდა, რაზეც Intel-ი საუბრობდა. მაგრამ რეალურ თამაშებში ვითარება სხვაგვარია: უმეტესად, 8-ბირთვიანი ჩიპი 10-ბირთვიან ფლაგმანურ Core i9-10900K-ს ჩამორჩება. როგორც ჩანს, ასე იქნება პროცესორების რელიზ-ვერსიებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ელი ფასით ახალი ჩიპების გაყიდვა გაჭირდება. 

image.jpeg 

რეალურად, ახლახანს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფასო პოლიტიკა მეტად უცნაური იქნება. შესაბამის მონაცემებს შეგვიძლია მოცემულ ცხრილზე გავეცნოთ: 

image.png 

როგორც ვხედავთ, Core i9-11900K ღირს 500 ევრო იმ დროს, როდესაც 10-ბირთვიანი Core i9-10900K შეფასებულია 550 ევროდ. თუმცა ყველა სხვა ჩიპი საპირისპირო შედეგებს გვიჩვენებს. 

Core i7-11700K ჩიპის ფასია 375 ევრო, Core i7-10700K მოდელისა იყო 320 ევრო. Core i5-11600K – 240 ევრო, Core i5-10600K – 230 ევრო. 

image.png 

ფასები საბოლოო არ არის, რადგან ოფიციალური გაყიდვები არ დაწყებულა. ეს ნიშნავს იმას, რომ Core i7-11700K და Core i5-11600K შეიძლება ოდნავ იაფი იყოს გამოსვლისას, ამჟამად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ გაჟონილ ცნობებზე. გარდა ამისა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფასები განსხვავებული იქნება რეგიონების მიხედვით. როგორც ჩანს, ფლაგმანად დარჩება 10-ბირთვიანი Core i9-10900K, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი Core i9-11900K ჩიპის ფასმა მის ფასს გადააჭარბოს ზოგიერთ რეგიონში. 

Link to comment
Share on other sites

ვნახე მიახლოვებითი ფასები, ყველაზე კარგი პონტი ისევ 11700-10700F გამოდის მაინც, 11900F არაა მთლათ ცუდი იგივე 5800XT ფასს თუ შევადარებთ, 11900K კი ძვირი ჯდება და 16 თრიდიანში მაგდენის გადახდა არ ღირს და ბოლომდე რაზგონში გაწურვა მასეთი პროცესორის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.