Jump to content

ASUS-მა დააანონსა მსოფლიოში პირველი 32” 4K-მონიტორი HDMI 2.1 მხარდაჭერით Sony PS5-სა და Xbox Series X-ისთვის


Recommended Posts

ბაზარზე უკვე არსებობს 4K ULTRA HD მონიტორები HDMI 2.1 ინტერფეისით, მაგალითად, LG UltraGear სერიის მოდელი, თუმცა მისი დიაგონალის ზომა 27 დუიმია. კომპანია ASUS-მა კი დააანონსა მსოფლიოში პირველი მონიტორი HDMI 2.1 ინტერფეისით, რომელიც აგებულია 32-დუიმიანი 4K ULTRA HD პანელის ბაზაზე. ახალი მონიტორის სახელწოდებაა ASUS ROG Swift PG32UQ. 

image.png 

უმეტეს შემთხვევაში, მიმდინარე წელს მწარმოებლები არ ასახელებენ CES 2021-ზე წარმოდგენილი პროდუქციის ფასებს, გვიზიარებენ მხოლოდ ბაზარზე გამოსვლის თარიღს. ASUS-მა არ გაამხილა ახალი მონიტორის ღირებულებ და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მოწყობილობა გაყიდვაში გამოვა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში და ამის შემდეგ გავეცნობით მის ფასს. გასაჯაროვდა მთავარი ტექნიკური მახასიათებლები. 

ASUS ROG Swift PG32UQ - ეს გახლავთ გეიმერული მონიტორი 32-დუიმიანი თხევადკრისტალური პანელით, რომლის გაფართოება შეადგენს 3840 x 2160 პიქსელს, რაც 4K ULTRA HD ფორმატს შეესაბამება. პიქსელების სიმჭიდროვეა 138 ppi. რეაქციის დრო: 1 მილიწამი. კომპანია აღნშნავს, რომ DCI-P3 ფერთა გამა 98%-იანია, კადრის განახლების სიხშირე კი - 144 ჰერცი (DisplayPort 1.4). მატრიცა არის ქარხნულად დაკალიბრებული, მაჩვენებელია Delta E <2. 

მონიტორს აქვს VESA DisplayHDR 600 სტანდარტის, ასევე AMD FreeSync Premium და NVIDIA G-Sync ტექნოლოგიების მხარდაჭერა. HDMI 2.1 კონექტორი უზრუნველყოფს 2160p-ის მხარდაჭერას 120 ჰერცამდე განახლების სიხშირით მომავალი თაობის Xbox Series X და Sony PlayStation 5 კონსოლების პოტენციალის გამოსაყენებლად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.