Magdalena Posted January 16, 2021 Share Posted January 16, 2021 ტაივანურმა კომპანია Micro-Star International-მა (MSI) წარადგინა GeForce RTX 30-სერიის Sea Hawk ვიდეო დაფები განახლებული დიზაინის ჰიბრიდული თხევადი გაგრილების სისტემით. საინტერესოა ის, რომ პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიას არ განუცხადებია GeForce RTX 30 სერიის რომელი მოდელები იქნება მსგავსი შესრულებით წარმოდგენილი. წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, გაგრილების ეს სისტემა გამოყენებული იქნება GeForce RTX 3090 და GeForce RTX 3080 ვერსიებში, რომლებიც წარმოდგენილია NVIDIA GA102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. MSI Sea Hawk-ის განახლებული გაგრილების სისტემის შემადგენლობაში გამოიყენება სპილენძის დიდი ზომის ფირფიტა, რომელიც ფარავს გრაფიკულ პროცესორს და მეხსიერების ჩიპებს. აქვეა განლაგებული ახალი კომპაქტური დაბალპროფილური ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს გაცხელებული სითხის ცირკულაციას გარე რადიატორისკენ. რადიატორის ზომაა 240 × 120 მმ და იგი გრილდება ორი 120-მილიმეტრიანი TORX 4.0 ქულერით. დაფის კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს კიდევ ერთი ქულერი. ამჯერად მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა არა ცენტრიდანული გამაგრილებელი, რომელსაც ცხელი ჰაერი გამოაქვს კომპიუტერის კორპუსიდან, არამედ უფრო ტრადიციული ღერძული ტიპი. ყველა გამოყენებულ ქულერს აქვს Zero Frozr ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მთლიანად გაჩერდნენ, როდესაც გრაფიკული სისტემა არ არის გადატვირთული. ტუმბოს მუშაობა არ წყდება. MSI Sea Hawk-ის გაგრილების სისტემაში ასევე შედის ლითონის უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა, რომელიც გამოიყენება მეხსიერების ჩიპების გაგრილებისთვის. წყაროს ინფორმაციით, კომპანიას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტავს გრაფიკული ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები, ამიტომ ზემოთხსენებული ვიდეო დაფების გაყიდვაში გამოსვლისთვის კიდევ გარკვეული დრო იქნება საჭირო. http://bit.ly/3qjHFyx Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.