Jump to content

MSI-მ წარადგინა GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფები Sea Hawk შესრულებით და ჰიბრიდული თხევადი გაგრილების სისტემით


Recommended Posts

ტაივანურმა კომპანია Micro-Star International-მა (MSI) წარადგინა GeForce RTX 30-სერიის Sea Hawk ვიდეო დაფები განახლებული დიზაინის ჰიბრიდული თხევადი გაგრილების სისტემით. საინტერესოა ის, რომ პრეზენტაციის ფარგლებში კომპანიას არ განუცხადებია GeForce RTX 30 სერიის რომელი მოდელები იქნება მსგავსი შესრულებით წარმოდგენილი. 

image.jpeg 

წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, გაგრილების ეს სისტემა გამოყენებული იქნება GeForce RTX 3090 და GeForce RTX 3080 ვერსიებში, რომლებიც წარმოდგენილია NVIDIA GA102 გრაფიკული პროცესორის ბაზაზე. 

image.jpeg 

MSI Sea Hawk-ის განახლებული გაგრილების სისტემის შემადგენლობაში გამოიყენება სპილენძის დიდი ზომის ფირფიტა, რომელიც ფარავს გრაფიკულ პროცესორს და მეხსიერების ჩიპებს. 

image.jpeg 

აქვეა განლაგებული ახალი კომპაქტური დაბალპროფილური ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს გაცხელებული სითხის ცირკულაციას გარე რადიატორისკენ. რადიატორის ზომაა 240 × 120 მმ და იგი გრილდება ორი 120-მილიმეტრიანი TORX 4.0 ქულერით.  

image.jpeg 

დაფის კომპონენტების დამატებით გაგრილებას უზრუნველყოფს კიდევ ერთი ქულერი. ამჯერად მწარმოებელმა კომპანიამ გადაწყვიტა გამოეყენებინა არა ცენტრიდანული გამაგრილებელი, რომელსაც ცხელი ჰაერი გამოაქვს კომპიუტერის კორპუსიდან, არამედ უფრო ტრადიციული ღერძული ტიპი. 

image.jpeg 

ყველა გამოყენებულ ქულერს აქვს Zero Frozr ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მთლიანად გაჩერდნენ, როდესაც გრაფიკული სისტემა არ არის გადატვირთული. ტუმბოს მუშაობა არ წყდება. MSI Sea Hawk-ის გაგრილების სისტემაში ასევე შედის ლითონის უკანა გამაძიერებელი ფირფიტა, რომელიც გამოიყენება მეხსიერების ჩიპების გაგრილებისთვის. 

image.jpeg 

წყაროს ინფორმაციით, კომპანიას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტავს გრაფიკული ამაჩქარებლების სიხშირის მახასიათებლები, ამიტომ ზემოთხსენებული ვიდეო დაფების გაყიდვაში გამოსვლისთვის კიდევ გარკვეული დრო იქნება საჭირო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.