Jump to content

Arcane Research: კორექციის დასრულებისთვის Bitcoin-ი უნდა გამყარდეს 35 ათას აშშ დოლარს ზემოთ


Recommended Posts

image.png

8-11 იანვარს 28%-იანი კორექტირების შემდეგ Bitcoin-მა დაიბრუნა ფსიქოლოგიური ნიშნულ 30 000 $. Arcane Research-ის ანალიტიკოსების აზრით, ეს შეიძლება იყოს დიაპაზონური ვაჭრობის პროლოგი ახალი აღმავალი იმპულსის ჩამოყალიბებამდე. 

35 ათას აშშ დოლარს ზემოთ ფასის გამყარება მნიშვნელოვნად გაზრდის პირველი კრიპტოვალუტის აღმასვლის განახლების შანსს. 30 ათას აშშ დოლარიანი დონის განმეორებითმა რეტესტმა შესაძლოა უბიძგოს კოტირებებს 27 ათას აშშ დოლარინი დონისკენ. 

image.png 

წყარო: Arcane Research. 

იანვრის კორექციამ განაპირობა Bitcoin-დერივატივების რეკორდული ლიკვიდაცია 1.8 მილიარდ აშშ დოლარად. 11 იანვარს მაჩვენებელი ლონგთან მიმართებაში 1.5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ამ დღეს მაქსიმუმიდან მინიმუმამდე პირველი კრიპტოვალუტის ფასმა 7500 აშშ დოლარიანი გზა გაიარა. 

image.png 

წყარო: Arcane Research. 

საცალო ტრეიდერებმა კრიპტო ბაზრის მიმართ ინტერესის გამოვლენა დაიწყეს Bitcoin-ის მიერ ისტორიული მაქსიმუმის მიღწევის ფონზე. აქტივის მოხსენიების რაოდენობამ Twitter-ზე 2017 წლის დეკემბრის მსგავს მაჩვენებელს მიაღწია. ამგვარი ტვიტების ავტორების რაოდენობამ გადააჭარბა სამი წლის წინანდელ მაქსიმუმს. 

image.png 

წყარო: Arcane Research. 

კორექციის მიუხედავად მარტის Bitcoin-ფიუჩერსების პრემიები სპოტ-ბაზრებთან მიმართებაში ზრდას აგრძელებდა. მსგავსი დისპოზიცია მეტყველებს იმაზე, რომ კრიპტო მოთამაშეები დარწმუნებულნი არიან Bitcoin-ის პოზიტიურ პერსპექტივაში 2021 წლის პირველი პერიოდის მანძილზე. 

მაჩვენებლები მიუახლოვდა 20%-იან ნიშნულს როგორც არარეგულირებულ დერივატივების ბირჟებზე, ისე ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CME). ამ უკანასკნელზე ყოველდღიურმა მოცულობამ პირველად 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

image.png 

წყარო: Arcane Research. 

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს პირველი კრიპტოვალუტის მსხვილი მფლობელები არ დაემორჩილნენ პანიკას ბოლოდროინდელი კვოტირების ვარდნის ფონზე და გაზარდეს პოზიციები. 

Link to comment
Share on other sites

40000$ უკვე დღეს გაცდა, 36500$ იყო მაგის შემდეგ მცირე პერიოდით დაცემული კურსი, მაგრამ ძირითადათ 38000$+ არის გაჩერებული ბოლო რამდენიმე საათია

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.