Jump to content

NVIDIA-მ დააანონსა GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფების წარმადობის ზრდა Resizable BAR ფუნქციის ხარჯზე


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად განაცხადა რეგისტრების ზომის ცვლილების ტექნოლოგია Resizable BAR-ის (Base Address Registers) მხარდაჭერის შესახებ GeForce RTX 30-სერიის ვიდეო დაფებში. ამ ფუნქციამ უნდა უზრუნელყოს წარმადობის გარკვეული ზრდა გეიმინგში ვიდეო დაფების თავსებადი დედა დაფებითა და პროცესორებით მუშაობისას. 

image.jpeg 

Resizable BAR ტექნოლოგია არის PCI Express ინტერფეისის მახასიათებლების ნაწილი ჯერ კიდევ 2.0 ვერსიიდან, თუმცა მხოლოდ მხოლოდ გასულ შემოდგომაზე მიაქცია საზოგადოების ყურადღება მასზე AMD-მ და უზრუნველყო მისი მხარდაჭერა (სახელწოდებით Smart Access Memory) Radeon RX 6000-სერიის ვიდეო დაფებში. Resizable BAR-ის მეშვეობი შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნას ცენტრალური პროცესორის წვდომა ვიდეო დაფის ვიდეომეხსიერების მთელ მასივზე იმ დრო, როდესაც Windows-ზე მომუშავე პერსონალურ კომპიუტერებს ამ ფუნქციის გარეშე მხოლოდ 256 მბ-ზე აქვ წვდომა. შედეგად მიიღწევა წარმადობის ზრდა 10-15%-ით.  

NVIDIA-ს არ უსაუბრია უშუალოდ Resizable BAR-ის ხარჯზე პოტენციური წარმადობის ზრდის შესახებ. კომპანიამ აღნიშნა, რომ ამჟამად მუშაობს Intel-სა და AMD-სთან, აგრეთვე დედა დაფების უმთავრეს მწარმოებლებთან, რათა მიმდინარე წელს მოხდეს ახალი ტექნოლოგიის წვდომის რეალიზაცია ბევრ დედა დაფაზე. 

პირველ რიგში Resizable BAR გამოჩნდება GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ბარათების მქონე ლპტოპებში, რომელთა გაყიდვა იანვრის ბოლოს დაიწყება. ამასთან, ტექნოლოგია მხარდაჭერილი იქნება როგორც ამ ვიდეო დაფების მუშაობისას, ასევე AMD-ის პროცესორებსა (სავარაუდოდ Ryzen 5000) და Intel Tiger Lake-H-ის შემთხვევაში. 

image.jpeg 

NVIDIA-ს დესკტოპ ვიდეო დაფებში Resizable BAR ტექნოლოგია ოდნავ მოგვიანებით - თებერვლის ბოლოს, GeForce RTX 3060-ის რელიზის დროს იქნება ხელმისაწვდომი. ტექნოლოგიის მხარდაჭერას მიიღებს GeForce RTX 30-სერიის ყველა სხვა გრაფიკული ამაჩქარებელიც - შესაბამისი VBIOS განახლებები უკვე მუშავდება და მარტში გამოვა. 

თუმცა უცნობია რომელ პროცესორებთან იქნება შესაძლებელი Resizable BAR-ის გამოყენება, Intel-ის შემთხვევაში ტექნოლოგიის მხარდაჭერა ნამდვილად აქვს მე-11 თაობის Core H- და S-სერიის პროცესორებს (Tiger Lake და Rocket Lake), აგრეთვე „მეათე თაობის გარკვეულ სისტემებს“(Comet Lake-S Intel Z490-ზე არსებული დაფებით). AMD-ს შემთხვევაში Resizable BAR-ის მხარდაჭერა დიდი ალბათობით ექნება Ryzen 5000-ს, უფრო მოძველებულ ჩიპებს კი სავარაუდოდ არა. 

Link to comment
Share on other sites

ხო თეორიულათ შეეძლოთ 2000-1000 სერიაზეც დაემატებინათ მაგის საპორტი, მაგრამ ყველა მოდელზე ახალი ბიოსი დაჭირდებოდა და დიდათ აღარ შეუწუხებიათ თავი, 3000 სერიაზე და Z490 მაზერებზე იქნებაო მარტო და ახალი 11 სერიის პროცესორებზე როცა გამოვლენ მოგვიანებით, მატება მაქსიმუმ 10%-მდე ქონია, თამაშს გააჩნია, ზოგან მაგდენიც არა აქვს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.