Jump to content

Intel-მა წარადგინა Alder Lake დესკტოპ-პროცესორის მოქმედი ნიმუში


Recommended Posts

CES 2021-ზე Intel-ის პრეზენტაციის ბოლოს კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გრეგორი ბრაიანტმა (Gregory Bryant) მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთ საზოგადოებას - მან წარადგინა მუშა დესკტოპი, რომელშიც დაყენებული იყო პერსპექტიული პროცესორი, კოდური სახელწოდებით Alder Lake. 

image.jpeg 

Intel-ის თანახმად, Alder Lake - ეს არის Rocket Lake-ის მოდევნო თაობის პროცესორი, რომელი მიმდინარე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოვიდეს. როგორც დემონსტრაციის დროს იქნა ნაჩვენები, იგი იქნება ყველაზე მასშტაბირებადი ჩიპი გამომთვლელი სიმძლავრის მხრივ, ცალკრისტალიანი პროდუქტი მაღალი წარმადობის ენერგოეფექტური ბირთვების კომბინაციის წყალობით. როგორც რაჯა კოდურიმ ადრე სხვა ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ ბირთვებში გამოყენებული იქნება არქიტექტურები Golden Cove და Gracemont. 

image.jpeg 

პრეზენტაციაზე, სადაც მოქმედ დესკტოპზე გაშვებული იყო ოპერაციული სისტემა და ჩართული იყო ვიდეო, გრეგორი ბრაიანტმა განაცხადა: „ეს ის არის, პირველად გიჩვენებთ საჯაროდ, უკვე ჩართულია და მუშაობს Windows-ის მართვის ქვეშ!“ - მან სწორედ Alder Lake იგულისხმა. 

image.jpeg 

ამრიგად, Intel-ი უკვე ფლობს Alder Lake-ის მოქმედ ნიმუშს და ეს მოწმოს იმას, თუ როგორი პროცესორები გამოვა მიმდინარე წელს. შეგახსენებთ, Alder Lake იქნება Intel-ის პირველი პროცესორი, რომელიც აგებულია ახალ, გაუმჯობესებულ 10-ნანომეტრიან SuperFin-ტექნოლოგიაზე და საფუძვლად დაედება მაღალი წარმადობის დესკტოპ და მობილურ კომპიუტერებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.