Jump to content

Bitcoin-ის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, შემცირდა მაინინგის მომგებიანობა


Recommended Posts

მაინერებმა, რომლებმაც კრიპტოვალუტების ფასების მატებასთან დაკავშირებით მაინინგის მომგებიანობის ზრდა იხილეს, აქტიურად დაიწყეს ვიდეო დაფების შესყიდვა, შედეგად უზარმაარი დეფიციტი წარმოიქმნა, თუმცა საკითხავია, რამდენ ხანს გაგრძელდება მსგავსი ვითარება? 

ფასის ამჟამინდელმა ვარდნამ უკვე აიძულა ბევრი მაინერი, დაფიქრდნენ გრაფიკულ ამაჩქარებლებში გაკეთებულ ინვესტირებაში, რადგანაც შემოსავლიანობის დონე დაეცა ყველა კრიპტოვალუტის ფასის მკვეთრი შემცირებისთანავე. თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ შეძენილი ვიდეო დაფების ფასი ნაწილობრივ აღემატებოდა სარეკომენდაციო საცალო ფასებს, სიტუაცია კიდევ უფრო სამწუხარო ჩანს. როგორც ყველას გვახსოვს, მსგავსი რამ უკვე მოხდა 2017 წელს. ანალოგიურად, ვიდეო დაფებისგან დაცარიელდა მაღაზიების თაროები. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად დასრულდა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე გამოჩნდა ვიდეო დაფებისა და მაინინგ-ფერმების გასაყიდი რეკლამები, რომელაც ხშირად თან ახლდა  ტექსტები სესხის გადახდის აუცილებლობის შესახებ. 

გასათვალისწინებელია ორი რამ: პირველი - მაღალი შემოსავალი დიდხანს არ გრძელდება, კლება იწყება გაცვლითი კურსის შემცირების შემდეგ და მუდმივად იზრდება მოპოვების სირთულე. მეორე - ბევრ რესურსზე მითითებულია მხოლოდ ვიდეო დაფის უკუგება, თუმცა საჭიროა მას აგრეთვე დაემატოს დედა დაფის, პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და ა.შ. საფასური. შედეგად, შედეგის ა სარგებლის უკუგება იმაზე მეტს დროს საჭიროებს, ვიდრე მოგების მთვლელები გვაცნობებენ. 2017 წლის ბოლოს ბევრმა მაინერმა ვერ მოახერხა დანახარჯების ამოღება და იძულებულნი გახდნენ ზარალზე გაეყიდათ აღჭურვილობა. ამჟამად არსებული აჟიოტაჟის შედეგი შესაძლებელია მსგავსი იყოს. გეიმერები უკვე მოუთმენლად ელოდებიან ხელსაყრელ ფასებს მერად ბაზარზე NVIDIA RTX 3000-სერიის ვიდეო დაფების შესაძენად, რომლებიც ნებისმიერ ფასად გაიყიდა. 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

ნუ დაცემით კი დაეცა მაგრამ ის უფრო მნიშვნევანია ეხლა ეგ დროპები გაგრძელდება თუ ისევ ზევით დაიწყებს კურსი გაზრდას, ამ ეტაპზე 11$ აკეთებს დღეში ჩემი რიგი, 5-6 3060Ti კი ლამის ორჯერ მეტსაც დადებდა, ამიტომ არაფერი არ შემცირებულა ისე ძალიან და მაინც ძალზე მომგებიანი რჩება მაგ კარტებით მაინინგი, მაგრამ ეგენი თუ კურსის რეზკათ დაცემას აპირებენ მაშინ კი კიდე უფრო დაეცემა მაინინგის მოგებაც, ხო ამ ეტაპზე მაგ კარტების შეძენა მაინც ძალზე რთულია სერიოზული დეფიციტის გამო და მაგ ვარდნებმა არა მგონია მაგას რამეში დაეხმაროს, ისევ თვითონ მწარმოებლები თუ შეძლებენ რამენაირათ აბიომების გაზრდას, ისე მაგ დეფიციტს არაფერი ეშველება ახლო მომავალში ალბათ, თორე ახალი მოდელებიც ბევრია კიდე დაანონსებული ნვიდია-ამდ სერიიდან, თუმცა ამდ ჩისტა ფორმალურათ უშვებს ჯერ, 6-7-ჯერ ნაკლები აბიომით ყოფილა სულ მცირე მაგ ბრენდის კარტები გამოშვებული ამ ეტაპზე, მაგას უკვე მაინინგს ვერანაირათ ვერ დააბრალებ, რახან მარტო გეიმერები და ენტუზიასტები საკმაოთ დიდ აბიომებში იყიდიდენ ნავის კარტებს ეგეთი დეფიციტი რომ არა, მაინინგი მანდ არაფერ შვაშია, თუ აქვთ ჯერ საწუწუნო უფრო ნვიდიას ლაგერში ალბათ, მანდ 150000+ კარტამდე გამოუშვიათ და ბევრი წავიდოდა მაიმინგი მაქედან მაინც, ამდ კიდე ჯერ მაინერებს კი არა და სხვა მომხარებლებსაც ვერ აკმაყოფილებს, ჩისტა ფურცელზე გამოშვება გამოუვიდათ 5000-10000 ეგზეპმლიარით ჯერ რაც გაყიდეს მგონი მაგ ახალი 6000 სერიიდან, მე როგორც ვიცი ლამის 1 კარტაზე 10 მსურველი არისო ნავიზე ამ ეტაპზე, ამიტომ მანდ მაინინგის გარეშეც დღემდე მძაფრი დეფიციტი დარჩებოდა, ფასების საერთო ვარდნას რაც შეეხება ყველაფერი ბიტკოინის ფასის ვარდნიდან არის გამოწვეული, ძალზე მაღალზე იდგა კურსი და ბანალურათ გაასუხარეს კრუპნი ვეილსებმა, მაინერებმა და ინვესტორებმა ძალზე მაღალი მოგება რომ ჯდებოდა უკვე ერთ ჩადებულ დოლარზე, მოკლეთ მილიარდები მოხვეტეს და რატომღაც მგონია მაგ მილიარდების ნაწილი უკან დაბრუნდება ახლო მომავალში ბაზარზე და მაგას კიდე ახალი ინვესტორებიც დაემატება რახან კურსი ეხლა შედარებით დაცემულია, ანუ ეგ დროპები ჯერ სერიოზულ კრიზისზე და გლობალურ დიდ აბვალებზე არ მეტყველებს, გამორიცხული არაფერია მაგრამ ჯერ ეგ არ ჩანს ბოლო ტრენდიდან, ამ ეტაპზე ყველაფერი დროებით გაჩერებულია ბიტკოინ-ეთერეუმზე, მაგრამ ეგ გაჩერება შეიძლება დროებითი იყოს, როგორც ზევით ასევე ქვევით დაეცეს შეიძლება კურსი იანვარ-თებერვალში, ხო ისე მასეთი დიდი დაბუსტვის შემდეგ ხშირათ რამდენიმე კვირაში იცის ხოლმე კურსის გამეორება, ამიტომ თუ გაზრდიან და მერე ისევ აპირებენ სერიოზულ დაგდებებს იანვრის ბოლომდე უნდა განახორციელონ ეგ მცირე დროით დაბუსტვა, 2017 წლის დეკემბერშიც დაეცა  ბოლო დღეებში საკმაოთ 20000$-ან 12000$ ლამის და მერე იანვრის შვა რიცხვებში ისევ სერიოზულათ გაზარდეს კურსი 18000$ ბიტკოინი და ეთერეუმი მთლათ გაგიჟდა 1380$ მაქსიმუმით, ეხლა მარტო 1350$ შეძლეს აყვანა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.