Jump to content

Rocket Lake,Alder Lake და Raptor Lake პროცესორები


Recommended Posts

7 minutes ago, George said:

ნუ 11700 5 წელი მინიმუმ კარგათ მოგემსახურება, ეგ არა მგონია მალე მოძველდეს თამაშებისთვის განსაკუთრებით, 16 თრიდი ეხლა რენდერში შეიძლება მაინც არაა საკმარისი, მაგრამ სხვა ყველაფრისთვის საკმარისზე ბევრია ამ ეტაპზე, თან არ ჯდება ძალზე ძვირი აქვს PCI-E 4.0 საპორტი და SAM მხარდაჭერაც ნვიდიას 3000 სერიის კარტებისთვის 10% წარმადობის ბუსტით, ჩემი აზრით თუ 12 თაობა ძალზე ძვირი ეღირება მაგის დათრევა აჯობებს მაგ შემთხევაში გეიმინგისთვის, მითუმეტეს 5000 სერიის რიზენები დეფიციტშია და ისედაც არ ჯდება იაფი და არც 6000 ეღირება ორი კაპიკი DDR5-ზე, Z590 400$+ აღება არაა საჭირო მაგ პროცესორისთვის, 200$ მშვენივრათ ეყოფა და რამიც მაღლა რაზგონდება მასეთზეც, 20 ფაზიანი მაზერი სულაც არ ჭირდება მაგ პროცესორს, 10 ფაზაც საკმარისია

დდრ5 რამები 2022 გამოვა ?

Link to comment
Share on other sites

იდეაში უკვე წლის ბოლოსთვის, თუ ეგ ახალი სექტემბერში გამოდის, თავიდანვე DDDR5 იქნება, ამდ უფრო წლის ბოლოს გამოუშვებს 5 ნანომეტრიან 6000 სერიას DDR5-ზე, ისევ დეფიციტმა თუ არ შეუშალათ ხელი

Link to comment
Share on other sites

2 hours ago, George said:

იდეაში უკვე წლის ბოლოსთვის, თუ ეგ ახალი სექტემბერში გამოდის, თავიდანვე DDDR5 იქნება, ამდ უფრო წლის ბოლოს გამოუშვებს 5 ნანომეტრიან 6000 სერიას DDR5-ზე, ისევ დეფიციტმა თუ არ შეუშალათ ხელი

შენ როგორ ფიქრობ რა ჯობია იყიდო მაგალითად 11 თაობის i9 გადაიხადო 550$ და გქონდეს 5 წელი სიტყვაზე თუ იყიდო i5 და ცვალო ყოველწელს ან 2 წელში ერთხელ გაყიდო და იყიდო ახალი თაობა რომელი ჯობია ?

Link to comment
Share on other sites

27 minutes ago, bloodred said:

მე ვფიქრობ დდრ5 უნდა დაელოდო ორივე მწარმოებელზე და მერე აირჩიო.

 

მაზერბორდებს რო თავი გავანებოთ დდრ5 რამები იქნება სასწაულად ძვირი როგორც დდრ4 ი იყო თავიდან როცა გამოვიდა არანორმალური ფასი ექნება მინიმუმ 2 წელი

Link to comment
Share on other sites

ხო უნდა ნახო სხვაობა და გიღირს თუ არა ეგრე ძვირის მიცემა, იაფი ნამდვილათ არ იქნება, თუ არა და 11 აღებაც შეიძლება, მითუმეტეს უფრო გეიმინგისთვის თუ აწყობ და არა ვორკსტეიშონს მძიმე ნაგრუზკებით სადაც მულტითრიდინგი ძალზე მნიშვნელოვანია

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, giorg1994 said:

აუ რა ცუდია რო ყიდულობ პროცესორს და 3 წლის მერე 150$ იანი რო ჯობნის :D

ნეტა რამდენად გასაღდება 7700k და z270 მაზერი ერთად ?

ეგრე იყო ინტელის ღორობის ბრალია და რომ არა AMD დღესაც 4 ბირთვი 8 ნაკადზე ვიქნებოდით და მოგიწევდა ახალ 4 ბირთვიანში 400$-ს მიცემა. პირველი core სერიიდან მოყოლებული ეგრე ქონდა top mainstream socket-ზე იყო 4 ბირთვი 8 ნაკადზე i5 4/4-ზე და i3 2/4-ზე. წარმოიდგინე რამხელა ღორობას ქონდა ადგილი. ლეპტოპებში კიდე უფრო უარესად იყო საქმე. 2/4-ზე იყო ძირითადად i3 i5 i7 :D cache, turbo და სიხშირე იყო სხვაობა მარტო. ჯამში არაფერი 2 ბირთვიანებში, 4 იანებიც იყო მარა იშვიათად. 7 თაობა იყო ღორობის ბოლო ეტაპი 8 თაობიდან უკვე ryzen გამოჩნდა და ინტელმაც ეგრევე 4/8-ზე i5-ები გამოუშვა ლეპტოპებზეც კი და ბირთვების რაოდენობა გაზარდა. long run-ში ryzen ყველანაერად ჯობია. თუნდაც ის რომ ავიღოთ რომ 4 წელია ერთიდაიგივე სოკეტი მუშაობს სხვადასხვა თაობის პროცესორებთან. რამდენს ნიშნავს ეგ პირველი თაობიდან მესამეზე გადახვალ ისე რომ მაზერს არ შეცვლი. ეგ SAM-ც AMD-სია. ძალიან კარგი კომპანიაა და ბევრი მიღწევები აქვს AMD-ს. 64 ბიტიანი cpu, 2 ბირთვიანი CPU, 1 GHZ-იანი cpu ესენი მაგათ გააკეთეს პირველებმა. Freesync უფასოდ HDMI-ზეც მუშაობს უკვე, Vulkan, მოკლედ საკმაოდ ინოვაციური კომპანიაა. ryzen კი მაგათ ისტორიაში საუკეთესო მიღწევაა ჩემი აზრით, რადგან ინტელის მონოპოლიას მოუღო ბოლო და ზოგადად დესკტოპზე უკეთესი არჩევანია. თითოოროლა ინტელის ფანებიღა შემორჩა დღემდე ინტელი ინტელიო რომ გაიძახიან თორემ დესკტოპზე productivity გინდა თუ რა გინდა ვაფშე ყველაფერში ჯობია AMD, ერთი gaming-ში არიან თანაბრად.

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის რომ intel უსაშველოდ დიდ ენერგიას მოიხმარს არაეფექტური ტექპროცესისა და ძალიან მაღალი სიხშირის გამო (მაღალი სიხშირე IPC-ს სიბანძის გამოა, სიხშირით აქაჩინებენ, თორემ IPC-თ ჩამორჩება AMD-ს) და დუხოვკებია. 11900k ეგერ დატესტეს და სტოკზე 1.325 V-თ, რაც სულაც არაა ბევრი 360 mm-იან წყლის გაგრილების მქონე ქულერზე 98 გრადუსზე ავიდა :lollol:

Link to comment
Share on other sites

კიდე შენსას აწვები, არანაირი დუხოვკა არაა ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ უბერავდა BF5 10900K@5GHZ 360მმ წყალზე 55-65 გრადუსზე და ეგ თუ დუხოვკაა რაღაა აბა სიგრილე მითუმეტეს მაგხელაზე დარაზგონება რიზენებს არც შეუძლიათ, 10700 კიდე ვაბშე სასაცილო ტემპებზე მუშაობს ნოქტუა 14-ში ვოლტაჟის ტვიკინგის შემდეგ 4.6GHZ, დამიჯერე 5800X მაგაზე გრილი არ იქნება სტოკ სიხშირეზეც კი, მითუმეტეს მაგის სტოკი 4.5GHZ უკვე, 11400 ეღირება 200$-მდე ხოდა რიზენებს ვერც იყიდი ეხლა რომც ჯობდეს რეალურათ იგივე 5600 მასეთს მულტითრიდგით და ჯდება მინიმუმ 370$ თუ სადმე არის კიდე შემორჩენილი, ამიტომ ამდ მგონი ფიქრობს ჩიპები სამსუნგს შეუკვეთოს რახან TSCM პრობლემები აქვს სერიოზული 7 ნანომეტრიან ჩიპებზე და ვერ აწვდის საკმარისი რაოდენობით, რაც შეეხება აპგრეიდს დააპგრიდებ მაგრამ მარტო იგივე სერიიდან, რახან შემდეგი უკვე სხვა სოკეტზე იქნებაო და DDR5 მხარდაჭერით უკვე, შეიძლება წლის ბოლოს უკვე გამოვიდეს ეგ ახალი, ინტელიც მგონი სექტემბრისთვის უშვებს DDR5 საპორტით თავის ახალ სერიას, ამდ-ზე კიდე მთავარი პრობლემა პერფორმანსი კი აღარაა, აბიომებია, ეგრე თუ გაგრძელდება დეფიციტი დიდი ატრივის გაკეთებას ვერ შეძლებენ, სასერვერო სექტორშიც რაღაც სასაცილო რამდენიმე % აქვთ დაკავებული, ეგ არაფერი არაა იმ 28-30% რაც მანამდე ეკავათ ოპტერონების დროს, ლეპტოპებში ჩიპები უვარგათ თორე ბევრი იძახის რომ ნოუტბუკები არ ვარგაო დიდათ ამდ-ზე რასაც ეხლა უშვებენ, დიზაინი-ფუნქციონალით ჩამოუვარდებიან ინტელებს + მარტო ეხლახან დაანონსდა ძლიერი გეიმერული ნოუტბუკები ეგეც მარტო ნვიდიას 3000 სერიის კარტებით, რახან თვითონ ამდ რატომღაც ძლიერ მობილურ კარტებს ვერ უშვებს ამ ეტაპზე ჯერ, ისევ 3000 სერიის ნვიდიას ჩადებენ, რატომღაც მგონია რომ გარკვეული პრობლემები მანდაც აქვთ ამ ეტაპზე, თუმცა ეგეთი სერიოზული არა როგორც რიზენის 5000 სერიის დესკტოპ სერიაზე, AVX ადის მარტო მაგდენზე 9000 სერიიდან მოყოლებული, ეგ ახალი ამბავი არაა, ვისაც ქონია ეგეთი ყველამ იცის რა მოშნათაც ახურებს ეგ ფიშკა პროცესორს, მითუმეტეს მაგხელა ჩასტოტაზე, მაგას არანაირი ვოლტაჟის დატვიკვა არ ეყოფა, სტანდარტულ რეჟიმში კიდე ბევრათ დაბალზე მუშაობენ ბოლო სერიის ინტელები, მითუმეტეს გეიმინგში, 80 გრადუსთან ახლოსაც არაა არცერთი

Link to comment
Share on other sites

https://www.tomshardware.com/news/intels-rocket-lake-core-i9-hits-98c-and-gulps-250w-just-like-comet-lake 

https://www.techpowerup.com/277815/at-stock-all-core-boost-i9-11900kf-rocket-lake-hits-98-c-with-360mm-aio-clc-under-stress 

ეს 11900 არ მომწონს, 98 გრადუსზე ასულა 360მმ-იან წყალზე და თან ბირთვები და ნაკადები შეუმცირებია ინტელს... (და ისე ზოგადადაც რო ვთქვათ 500$-იან პროცესორს რო ვყიდულობ საქმისთვის რენდერისთვის რატო უნდა მჭირდებოდეს ბიოსში ბოდიალი და ვოლტაჟების კლება და წევა, მაგრად მკიდია რა და არც ჩემი მოვალეობაა, ჩემის აქმე უნდა გამიკეთოს სისტემამ, კლიენტი მელდოება და პროექტი უნდა ჩავაბარო და სულ არ მაინტერესებს ეგ ძაბვების თამაში) ისედაც აგებს ბირთვები ნაკადების რაოდენობით და 10/20-დან 8/16-ზე რა პონტში ჩამოიყვანა 11900-ი, 10900-ის მთელი ღირსება ეგ იყო რომ i7-10700-ი იყო 8/16-ზე და i9 10900-ს რო ყიდულობდი ინვესტიციას დებდი 10/20-ზე და რენდერში სერიოზული ძალა იყო უკვე და კიდე რაღაც კონკურენციას უწევდა 3900-სს და 3950x-ზე საუაბრიც არ მაქვს, 16/32-ზე ვაფშე სხვა თემაა, მაგრამ AMD-ც დაიწყო ტრაკის თამაში ყველა მოდელის საწყისი ფასი 50$-ით გაზარდა 5000 სერიაზე, მოკლედ მაგარი პროჭობენ ერთიც და მეორეც, AMD-მ ფასების ზრდა დაიწყო და ინტელმა ბირთვების კლება...

აი ჰო შეიძლება რომ სინდისიერად მოიქცე ადამიანმა და ფულს რო დაინახავ და რო ატყობ უკვე რო სახეს ახევ სამომხმარებლო სეგმენტში კონკურენტს დატოვო იგივე ფასები და არ გააძვირო, არა AMD-ში ასე ფიქრობენ, "აჰაა ჰო გვეყიდება მაგრად პროცესორები, ვსიო ხალხი ინტელიდან AMD-ზე გადმოვიყვანეთ მიდი აბა გავზარდოთ ერთი 50$-ით მაინც იყიდიან, სულ ცალ ფეხზე არ გვკიდია ხალხის ჯიბისთვის 50$-ით ნაკლებს გადაიხდიან თუ მეტს?"

Link to comment
Share on other sites

არც აპირებდა მაგაზე 16 თრიდიანზე მეტის გამოშვებას, ეგ იდეაში ბოლო 14 ნანომეტრიანი სერია უნდა იყოს,  10-ზე იმიტომ გამოუშვა 20 თრიდიანი რომ ამდ ბევრათ მეტი თრიდები ქონდა უკვე 12-16 ბირთვიან რიზენზე, 24 თრიდიანი გამოვა 10 ნანომეტრზე სექტემბერში ჰიბრიდი, რაც შეეხება 98 გრადუსს ეგ AVX იქნებოდა გაშვებული, მაგაზე მურტლათ ხურდებოდა წინა ორ სერიაზეც და ეგ ახალი თემა არაა, ყველამ აღნიშნა ეგ და ჰილბერტამაც არ უარყო, არ იყო ნახსენები არსად რა სეტინგებზე იყო დაბენჩილი მაგრამ მაინც, ვოლტაჟი კი მაგას უფრო 1.30-მდე დაჭირდება 5GHZ რომ აიყვანო, სტოკზე მაგაზე ნაკლებიც ეყოფა, უფრო 1.2-1.24-მდე ალბათ, სიხშირეები დააგდეს კი, მაგრამ წარმადობით მაინც ჯობიაო 10000 სერიის პროცესორებს უფრო მაღალ სიხშირეებზე, მულტითრიდინგშიც არის 5-6% მატება, ინტელს თუ დავუჯერებთ 10900 ჯობნისო დაჟე 11700 გეიმინგში, ნუ რაღა დარჩა, სულ მაგე გამოვა და ვიხილავთ რასაც წარმოადგენენ, მაგრამ მაგ ჩარტში კარგათ ჩანს რომ გაზრდილია წარმადობა 11700-11900 ერთ თრიდზე და სიხშირეები თუ არ აუწევია ესე იგი ერთ ბირთვის პერფორმანსი გაიზრდებოდა, SAM პირველათ კი დანერგა ამდ მაგრამ რაღაც გაუჭირდა G4 decoding მაგ ფიშკით და ეხლა იკვლევენ რატომ ეცემა ეგრე სერიოზულათ წარმადობა ორივე ერთად როცა გაქვს გააქტიურებული 5000 სერიის რიზენის პროცესორზე და 6000 სერიის ნავის კარტაზე, ინტელზე ეგ პრობლემა არ ქონია პირველ ბეტა ბიოსებზე რაც იტესტება ეხლა ნვიდიას 3000 სერიის კარტებზე

Link to comment
Share on other sites

მე ის არ მესმის სტოკ პარამეტრებზე ბიოსში(ვოლტაჟი და ა.შ) რატო აძლევს ამხელა ვოლტს გინდა ამდ იყოს და გინდაც ინტელი. იქნებ ტიპი ვარ რომელიც არ ვერკვევი ასე საფუძვლიანად და უბრალოდ მინდა ვიყიდო ახალი სისტემა. იმხელა ვოლტი მისდის რომ ყველა ვარიანტში ხურდება. ნუ მერე კი არეგულირებ მაგრამ ყველა ვერ იზავს მაგას. მერე კიდე 3600-ს რომელიც მე მაქვს რატო უნდა ჭირდებოდეს გასაგრილებლად აი ძვირიანი გაგრილება? არც სიხშირე აქვს მაღალი და არც ბირთვები აქვს ბევრი. თავის box ქულერი რაც მოყვება არც მიცდია, ისევ ახალი დევს ყუთში. მქონდა თავიდან prisma ქულერი rgb როა და იმაზე 80 გრადსუსს კოხტად უკაკუნებდა. ახლა 280მმ-იანი წყალი მიყენია და დაბალი ტემპერატურა აქვს მაგრამ აი რატო?! მერე კიდე რომ ამბობთ არაფერი ტემპერატურა არ გარბის 360მმ ქულერზეო ეგ რომ ცალკე ხარჯია და არც თუ ისე იაფი რა გამართლება ეგაა? ამ კომპონენტში არც ამდ მომწონს არც ინტელი რა. ძველი i7 2600k რომელიც მაქვს 4,5-ზე მშვენიერ ტემპერატურებს იჭერს gamaxx 300-ზე. მაშინ როცა დედადაფას ვოლტაჟის კონტროლი არ აქვს და ავტოზე აძლევს ვოლტს რომელიც ზოგჯერ 1.4-ია. 

Link to comment
Share on other sites

ვერ გეტყვი, მაგრამ ფაქტია რომ სადაც 1.4 ვოლტზე 10700 4.6GHZ 80 გრადუსი ქონდა იგრებში, 1.22-ზე ლამის 45-55 გრადუსზე გაზავს და ეგ ნოქტუა 14 კულერით, მაგაზე უკეთესი კულერებიცაა ეხლა ჰაერზეც კი გამოსული, წყალს რომ თავი დავანებოთ, მითუმეტეს 360მმ, ეგ უფრო 5GHZ თემაა, რიზენის 5800 მაგალითათ პრაიმში საკმაოთ სერიოზულ 240მმ წყალზე გაზავდა 73 გრადუსზე სტოკ ვოლტაჟით, ცოტა ეგ სულაც არაა, შეიძლება ძალზე ბევრიც არაა მაგრამ ეგ 4.5GHZ, თან პრიკოლი ისაა რომ ახლეს ხელი ვოლტაჟს და დაუწიეს უკვე 4.7GHZ ნაკლებზე შეუბერა, ზემოთ მიგდია სკრინი, ანუ გრილი ეგ პროცესოი ნამდვილათ არაა მძიმე ნაგრუზკებში, განსაკუთრებით ზოგიერთ მძიმე სტრესს ტესტზე + საკმაოთ გაზრდილი აქვს სიხშირე 16 თრიდზე რაც 3000 არ ქონია მაინც, მაღალ ვოლტაჟს აძლევს დეფოლტზე ბიოსიდან რიზენიც და ინტელიც, მაგრამ ინტელი რახან უფრო მაღალ ჩასტოტაზეა კიდე უფრო ცხელია მაგიტომ, ხო თუ ვერ ერკვევი იმუშავებს საკმაოთ მაღალ ტემპებზე ერთი იქნება თუ მეორე და იმის მტკიცება რომ ერთი ძალზე გრილია დეფოლტზე და მეორე ძალზე ცხელი არ შეიძლება, ორივე საკმაოთ ხურდება ბოლო სერიები 6 ბირთვიანიდან მოყოლებული უკვე, მაგრამ თუ იდეალურათ დატვიკავ ინტელს შედარებით იაფიანი კულერიც გააგრილებს მშვენივრათ კაკ მინიმუმ გეიმინგში მეტი არ დაჭირდება 4 პაიპიანზე, რამე კარგი ოღონდ 212 ევო 2 ფანით, ან ესეთი https://gitec.ge/ge/პროცესორის-ქულერი-arctic-freezer-34-esports-acfre00056a-red ეგ 10700-11700 ვგულისხმობ უფრო, K ვერსიებს 5GHZ მართლა წყალი უნდა უკვე ნუ მინიმუმ 240მმ მაინც 360 თუ არა, ძალზე ძვირიანი გაგრილება უფრო K ჭირდებათ მაინც თუ გინდა რომ 55-65 გრადუსზე შეუბეროს ძირითადათ თამაშებში, მაგ მხრივ ნონ-კ უფრო ეკონომიურია ვატების მოხმარებით და მაინც საკმაოთ ძლიერია

Link to comment
Share on other sites

ეგ დავწერე ზევითაც რომ ეგ უნდა დაარეგულიროს ორივემ, მომხმარებელი როცა ვარ და საქმისტვის მჭირდება კომპიუტერი და რატო უნდა ვიტკიებდე თავს ძაბვებშის აბოდიალოდ, რა უბედურებაა, 3-4 საათიან რენდერს რო გაუშვებ მაგ პროცესორებზე ალბათ კვერცხს შეწვავ კაცი...

მაგ ბირთვებს მერე რაც შეეხება რამე შეცვლილა ისევ 12 და 16-იანი გამოუშვა ახალ 5000 სერიაშიც AMD-მ და ამათ პირიქით 10 -12-ზე უნდა ასულიყვნენ მეტი კონკურენციისთვის და პირიქით დაწიეს ბირთვბეის რაოდენობა, მოკლედ მაგარი ქრინჯები არიან რაა ერთიც და მეორეც... 

მართლა ვანოს თქმის არ იყოს, 2600K-ი რომ მქონდა სტოკზე 30 გრადუსზე არ ცდებოდა და რენდერში კდიე 55-ი ჰააჰაა მაქსიმუმ ასულიყო და ისიც ჰაერზე Corsair A50 ქულერზე ლოლ და როცა ვბენჩაობდი და ოვერქლოქინგს ვაკეთებდი 4.9-5.0 ზე ბენჩებში ჰაჰაა 60-62-ზე ადიოდა მაქსიმუმ...

მოკლედ რაა რაც წლები გადის ხალხო ყველა ცდილობს მეტად ენერგო-ეფექტური და გრილი პროდუქტი შექმნას და ესენი მარტო წარმადობას ზრდიან დანარჩენი კიდიათ, მაგიტოა რაა ილონ მასკი რო მევასება ყველაფერს აქცევს ყურადღებას ტიპი, და ცდილობს არა მხოლოდ ერთ დეტალზე გაამახვილოს ყურადრება არამედ ყველაფერზე...

Link to comment
Share on other sites

ეხლა ნანომეტრების გონკა მიდის უკვე ბოლო წლებია, უკვე გაიჭედა ეგერ TSCM, ქვემოთ კი დაწია საკმაოთ ტეხპროცესი მაგრამ როგორც ჩანს ვერ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს მაგ ახალი ტეხნპროცესით და ვერ უშვებენ ამ ეტაპზე საკმარისი რაოდენობის ჩიპებს ვიდეოკარტები იქნება თუ პროცესორები 7 ნანომეტრზე, ვითომ შეძლებენ მაგის გაკეთებას როცა მოგვიანებით 5 ან 3 ნანომეტრზე გადავლენ, რაღაც უკვე ეჭვი მეპარება მაგაში, იძახიან ეგ დროებითი ზადერჟკები არისო და ვნახოთ როგორ შეძლებენ მაგ პრობლემის გადაჭრას, ინტელსაც ქონდა დაჟე 14 ნანომეტრზე სერიოზული დეფიციტი ერთი პერიოდი, მაგრამ მგონი ბოლო თვეებია გამოსწორდნენ, ეს ინფო თუ ნახეთ https://www.guru3d.com/news-story/amd-looking-to-spread-chip-production-to-samsung.html მანამდე საუბარი მიდიოდა იმაზე რომ ინტელი გადადიოდა TSCM ტეხპროცესზე შემდეგი წლის ბოლოდან და ეგ თუ ნაღდია გამოდის ამდ ვერ აკმაყოფილებენ ამ ეტაპზე ჯერ, ნუ შეიძლება ორივე არ დადასტურდეს, ჯერ არაფერს გაამხელენ მაინც მასეთ ინფოებს, არაფერში არ აწყობთ და მაგიტომ, მითუმეტეს რამე თუ ცუდათ წავიდა ან ვერ შეთანხდმენ ისევ ძველი ვარიანტი უნდა გამოიყენონ, სამსუნგზე ინტელიც გადაყავდათ, მანამდე TSCM იყო ნახსენები, ჯერ არცერთი არ დადასტურდა, თუმცა სავსებით შეიძლება ეგეთი რამე + რომც გააფორმოს ინტელმა ხელშეკრულება TSCM ან ამდ სიტყვაზე სამსუნგთან ჩვენ არ ვიცით რა ჩიპებზეა ზუსტათ საუბარი და რა აბიომებზე, ისე ჩვენში დარჩეს და ნვიდიას კარგათ ჩაგრავს ამ ეტაპზე ამ დეფიციტის დროს ამდ ახალი სერიის ვიდეოკარტების აბიომებით, ლამის 1/5 მგონი გაყიდვებში სხვაობა, სამწუხაროთ ნავის სერია ფურცელზე გამოსული სერიაა ფაქტიურათ ეხლა, მარტო 3090 ბაზრის წილი რომ ავიღოთ მთელ ნავის სერიაზე მეტი ყოფილა ეგ ძვირიანი კარტაც კი ჯერ-ჯერობით, ეგ კი მართლა აბსურდია, თუმცა სამგუნგზე გადასვლა შეიძლება რეალური არც იყოს და ისევ TSCM 7 ნანომეტრიან ჩიპებს დაჯერდნენ, ეგეთი ნიუსები ისე ადრეც ბევრი დადებულა, ინტელზეც დაიდო 100 გრადუსზე ხურდებაო 10000 სერია, აღმოჩნდა რომ მარტო AVX ყოფილა ეგეთი ცხელი, ერთს კი საერთოდ ორი სტრესს ტესტი გაუშვია ერთდროულათ და სული ძვრებოდა პროცესორს ეგრე, მაგრამ აი ჰილბერტას ჩატარებული ტესტები უკვე სავსებით რეალურია რაზგონზე რამდენი ჭირდება ვოლტაჟი ეგეც უწერია, გადასვლა-გადმოსვლები კიდე ან მოხდება და ან არა ინტელი იქნება თუ ამდ, მაგრამ ეგ TSCM მართლა რეზინოვი არაა და ისედაც მაგის ფაბრიკების 80% ლამის ეპლი იყენებსო და თვითონაც ახსენა სადღაც მგონი ეგ ამბავი, ნუ გასაზრდელი აქვს მაგ კორპორაციასაც აშკარათ აბიომები, ხო ისე ამდ ხოშიანათ აგდებდა ფასებს იქამდე სანამ ქონდა დიდი აბიომებში პროცესორები გასაყიდი, ეხლა ნელ-ნელა შემოელია ვოლუმები და ფასმაც დაიწყო გაზრდა, თუმცა მთლათ იაფი არც თავიდან ედო მაინც 5000 რიზენებს, მაგრამ მაგ ფასათ ვეღარ იშოვი, მე ვნახე გუშინ 5600 იყიდებოდა 370$, არის ზოგან მაგრამ იმაზე ძვირია რაც თავიდან ღირდა, ევროპაში კიდე უფრო ძვირია ევროებში, ისე დეფიციტის გამოა კაკრაზ რომ არ ანონსდება იაფიანი 6 და 8 ბირთვიანი მოდელები 5000 სერიაზე, წესით აქამდე დაანონსებდა ამდ და მანდაც დაასწრებდა ინტელს, 5700 დაანონსდა მაგრამ ზუსტი გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერ მგონი არაა ცნობილი მაგ მოდელზე, 5600 კი არ ჩანს, 370$ კიდე რა იაფია 12 თრიდიანზე რა კარგი მულტითრიდინგიც არ უნდა ქონდეს

Link to comment
Share on other sites

ზოგადად ბევრი სტანდარტია შესაცვლელი და ჩამოსაყალიბებელი, ბევრი რამ არ მომწონს და ვისურვებდი რომ გამოსწორებულიყო, ბევრი რარაცეები მომწონს, დაიხვეწა და კარგია, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი რამეა თანამედროვე კომპიუტერებში დასახვეწი, პირველ რიგში რაც მინდა რომ განვითარდეს ისეთ დონეზე ავიდეს ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპები რომ კაცს აღარ დაგჭირდეს ცალკე დისკრეტული ვიდეო ბარატის ყიდვა, მეტად მობილური გახდეს ეს ტექნიკა, მარტივად გადასაადგილებელი, ნაკლები კაბელები, მეტი მობილურობა, ენერგოეფექტურობა და სიგრილე... 

აი ჩემთვის ryzen 3400G იმიტომ რჩება დღემდე ჩემს ფავორიტ პროცესორად რომ იდეალური კომბინაციაა საკმაოდ კარგი პერფორმანსის პროცესორისა და ვიდეო ბარატის...

მეტი მსგავსი პროდუქტი რომ გამოვა, მეტი mini PC_ბი აიწყობა და არა რაღაც 30 კილოიანი მახინები... 

რა კარგი იქნებოდა 10900-სს ან 3900-ს დონის მსგავსი პროდუქცია პლიუს ჩადებული GTX 1080-ს ან RTX 2060-ს დონის ინტეგრირებულებით, პლიუს დდრ5-ზე მინი ატქს ფაქტურის დედაპლატა ცვეტში მაგაზე მაგარი რამე რავიცი, ჩაიდე ჩანთაში ლეპტოპივით წადი აგარაკზე ან სადაც გინდა, იმუშავე შენს გემოზე თან რელაქსიც მიიღე ახალი გარემოთი...

Link to comment
Share on other sites

ეგ შეიძლება არც არასდროს არ მოხდეს, ნუ თუ სერიოზული გრაფიკა გინდა რა თქმა უნდა, ჩემი აზრით სპეციალურათ აფერხებენ მაგას, დაჟე ინტელმაც უფრო იმიტომ გაზარდა წარმადობა ინტეგრირებულ კარტებზე 11 სერიაზე რომ ვეგები ბევრათ კარგათ გამოიყურებოდა ამდ ჩიპებზე, ეგეც რა 1050Ti დონისაც არ გამოდის მაინც, სასაცილო წარმადობა აქვს იგრებში, მაგი კიდე კარგა ხანს არ გაძლიერდება მემგონი, კარტის ზომები კი საკმაოთ გაზრდილია 3 ფანიანების, თუმცა არის მინი ვერსიებიც საკმაოთ მცირე ზომის 3000 სერიაზეც არც თუ ისე სუსტი პერფორმანსის, ეგ მინი პს არის ძლიერი, მაგრამ ფასიც საკმაოთ მაღალი აქვს ეგეთზე, მაგას ისევ დიდის აღება ჯობია თუ ბიუჯეტში ხარ შეზღუდული, იაფში ნამდვილათ ვერ გამოხვალ ეგეთს თუ დაითრევ სტანდარტული ზომის კეისის მაგივრათ, კარგი ბრენდოვი მინი პს არის მაგრამ ფასი იკბინება ეგეთზე საკმაოთ, თანამედროვე გეიმერულ სისტემას უკვე უნდა 16 თრიდი აშკარათ, ლონგ რანში ეგეთის აღება ჯობია რამდენიმე წელში ისევ გამოსაცვლელი რომ არ გაგიხდეს იგივე 12 თრიდიანი, ნუ ზომები არის ნაირნაირი შენ ფული თქვი თორე, მაგრამ 3080 და ეგეთი დონის ნავის კარტები მცირე ზომის არცერთი არაა ნამდვილათ, აი 3060Ti კიდე შეიძლება, ან 3070, პატარა ვერსიები ნამდვილათ არის, აი ესეთი ზომის კარტები მაგალითათ https://www.tomshardware.com/news/geforce-rtx-3060-mini-itx-palit-gainward ეს კიდევ მთლიანი სბორკა რაც ამომიგდო უცბათ გუგლმა https://techbuyersguru.com/2000-ultimate-mini-itx-gaming-pc-build ძალზე დიდი არც ესაა ზომით https://www.zotac.com/lk/product/graphics_card/zotac-gaming-geforce-rtx-3070-twin-edge ულტრაში ქონდათ ეგეთი 2070 ლარათ ასე 1.5 თვის წინ, ყველამ დაიწუნა ამ ფორუმზე, არადა და როგორც აღმოჩნდა ხოშიან ფასში იყიდებოდა ლოლ, სადღაა მაგ ფასათ, ეხლავე 2 ცალს ავიღებდი დაუფიქრებლათ

Link to comment
Share on other sites

Intel Alder Lake-P 14 ბირთვიანიც გაეძრო Geekbench-ში: https://gamegpu.com/железо/intel-alder-lake-p-poluchil-14-yader ეგაა ჰიბრიდული 10 ნანომეტრიანი პროცესორი რომელიც სექტემბრისთვის უნდა გამოვიდეს LGA1700 სოკეტზე და Z690 მაზერებზე, ხო იქნება მანდ 16 ბირთვიანი 24 თრიდიანიც, ვნახოთ ეგ პროცესორები რამდენათ აჯობებენ თუნდაც მაგ 11 სერიის 14 ნანომეტრიან 16 თრიდიან 11700-11900 სიტყვაზე, ან 20 თრიდიან 10900, მარტო ენერგომოხმარებას არ ვგულისხმობ, მულტითრიდინგის პერფორმანსიც მნიშვნელოვანი იქნება, მე როგორც მივხდი მულტითრიდინგი მუშაობს დიდ ბირთვებზე მარტო, პატარა ბირთვებზე არა აქვს ვირტუალური თრიდები, მაგიტომ გამოდის 24 თრიდი მარტო 8+8+8 თრიდების კომბინაცია ანუ, IGPU რაც შეეხება წარმადობა კიდე უფრო გაუზრდიათ და ეხლა მაგის ინტეგრირებული ვიდეოკარტა ვითომ ლამის GTX 660 Ti უბერავსო, 1650 მაინც ვერ მივიდნენ რა ჯერ, ლოლ მანდ ისე რა წერია PCI 5,0-იო ჩარტში, თუ რეალურია ეგ ინფო რა თქმა უნდა, თან ნახეთ X16 კი არა და ორი ცალი X8 ქონია ვითომ დეკსტოპ ვერსიას, საინტერესოა მართლა, იდეაში მაგაზე DDR5 საპორტიც ექნება უკვე სრულყოფილი, არა მგონია DDR4 დარჩენ, თუმცა რას გაიგებ, როგორც მივხდი პატარა ბირთვები მოხმარდება უბრალო ტასკებს, დიდი უფრო სერიოზულ რაღაცეებს, თუნდაც გეიმინგი ან რენდერი, მაინც საინტერესოა რისი თავი ექნება მაგ ყველაფრის გათვალისწინებით მაგ ახალს, ხო ისე მობილური სერიაც გამოდის, რაცაა ეხლა გამოსული მაგიც 10 ნანომეტრზეა და ეგეც 10-ზე დარჩება ოღონდ ეგეთი დიდი და პატარა ბირთვები ექნება უკვე მაგაზე, წელსაა ვითომ დაგეგმილი და ვნახოთ გამოვა თუ არა, მანამდე ისე გამოდის 16 თრიდიანი ტაიგერ ლეიკიც მობილური, ეხლა მარტო 8 თრიდიანია ჯერ გამოსული 10 ნანოზე, როგორც ჩანს ინტელი არ იყო ბოლომდე დარწმუნებული რომ მაგის გამოშვებას წელს მაინც შეძლებდა და მანამდე კიდე რაღაცეების გამოშვება დააპირა თავის დაზღვევის მიზნით, თორე რომ ცოდნოდათ ალბათ მაგეებს აღარც გამოუშვებდენ უკვე, ეხლა დაკანსელება კი უკვე აღარ გამოვა

Link to comment
Share on other sites

On 2/2/2021 at 12:50 AM, George said:

კიდე შენსას აწვები, არანაირი დუხოვკა არაა ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ უბერავდა BF5 10900K@5GHZ 360მმ წყალზე 55-65 გრადუსზე და ეგ თუ დუხოვკაა

მე რას ვაწვები ეგერ დევს ტესტები და შედი და ნახე. 360 mm-იან წყალზე 98 გრადუსი რომ უდევს დუხოვკაა აბა რა არის :D თან 1.4 ვოლტზე კი არა გარკვევით წერია რომ შეცდომა იყო და სინამდვილეში 1.325 ვოლტზე მუშაობდა. მაგხელა სიხშირეს კიდევ მაგაზე ბევრად დაბალი ძაბვით ვერ დაიჭერს.

შენ რა გინახავს მე არ ვიცი ეგერ დევს დაბენჩილი და შენც გაქ დალინკული ინფო მაგაზე. კი მესმის AMD გეზიზღება და სულ გინდა intel ჯობდეს, მაგრამ სურვილი რეალობისგან განსხვავდება. სულ არ მიკვირს ეგეთი ცხელები რომ არიან ინტელები და მაგდენი ენერგია რომ უნდათ, მე ვერ ვხვდები შენ რატომ გიკვირს სად 14 nm და სად 7 nm. მერე intel-ები გამოწურულია სიხშირით, ამხელა სიხშირეებზე რათქმაუნდა უფრო მეტი ენერგია უნდა და მეტადაც ხურდება. უარესი რომ იყოს intel არც დაუკვეთავდა TSMC-ს. AMD-ც რომ გაზავდეს მაგხელა სიხშირეებზე ეგეც მასეთივე დუხოვკა ქნებოდა და მაგასაც მაგდენი ენერგია დაჭირდებოდა, მაგრამ შედარებით ნაკოები სიხშირეები აქვთ. IPC აქვს სამაგიეროდ საკმაოდ დახვეწილი ამხელა სიხშირის სხვაობითაც კი რომ თამაშების გარდა ყველაფერში ჯობნიან. მაგრამ მარტო ამ ფორუმზე კი არა უცხოურებზეც მხვდება მსგავი მიდგომა. იქაც ასე არიან როცა მართლა ვერაფერში ჯობია ინტელი, მხოლოდ თამაშებში არიან თანაბრად სერვერების market share-ები და რაღაცები მოყავთ ხოლმე მაგალითად. ეგ საერთოდ არაფერშუაშია cpu-ების განხილვასთან.

რეალობა ასეთია AMD ჯობია ყველაფერში, თამაშებში არიან თანაბრად. თუ არ მეთანხმები დაწერე რომელ საქმიანობაშია intel უკეთესი და განვიხილოთ. რენდერი იქნება, machine learning, video editing, software compiling თუ რა? ყველა ამ საქმიანობაში AMD-ა წინ. იმიტომაც იწყებენ ნელ-ნელა ღორობას.

ზოგადად ენერგომოხმარება და სიმხურვალეა X86-ს უდიდესი პრობლემა და სწორედ ეს დაანახა apple-მა მსოფლიოს მისი M1-თ. ვნახოთ მომავალ წლებში რა როგორ იქნება, თუმცა apple უკვე ნაღდია რომ arm-ზე გადავა ლეპტოპებიან, დეკსტოპებიანად. საკითხავი ისაა სხვები როგორ შეძლებენ კონკურენციის გაწევას. ლეპტოპებისთვის იდეალურია ეგ ვარიანტი, ძალიან გრილი + 20-30 საათი ელემენტზე მუშაობის შესაძლებლობა. რომ ადარებენ იგივე წინა თაობის 5ghz-იანი მაკბუქებს ინტელის პროცესორებით, ლამის ყველაფერში ჯობია და თან 2-3ჯერ მეტს ძლებს. ნუ ეგ 5 ghz-იანები სინამდვილეში 3-ზე მუშაობენ რადგან ვერ გრილდებიან მასეთ თხელ ლეპტოპებში და თან 99-100 გრადუსებზე მუშაობენ.

Link to comment
Share on other sites

On 2/2/2021 at 1:54 AM, Harmony Lines said:

ზოგადად ბევრი სტანდარტია შესაცვლელი და ჩამოსაყალიბებელი, ბევრი რამ არ მომწონს და ვისურვებდი რომ გამოსწორებულიყო, ბევრი რარაცეები მომწონს, დაიხვეწა და კარგია, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი რამეა თანამედროვე კომპიუტერებში დასახვეწი, პირველ რიგში რაც მინდა რომ განვითარდეს ისეთ დონეზე ავიდეს ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპები რომ კაცს აღარ დაგჭირდეს ცალკე დისკრეტული ვიდეო ბარატის ყიდვა, მეტად მობილური გახდეს ეს ტექნიკა, მარტივად გადასაადგილებელი, ნაკლები კაბელები, მეტი მობილურობა, ენერგოეფექტურობა და სიგრილე...

ზუსტად მეც ეს მინდა. თუმცა მე ძალზედ ძლიერი ვიდეო არც მჭირდება, აღარ ვთამაშობ. უფრო ლეპტოპებისკენ წავედი და აღარც გავიხედავ აწი დესკტოპისკენ. ლეპტოპებს მხოლოდ ინტეგრირებული ვიდეოთი ვყიდულობ, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასარიდებლად და ელემენტიც მეტხანს რომ ეყოს. მართლა ძაან მოუხერხებელი რაღაცაა რა დესკტოპი. ამხელა კეისი ამდენი ნაწილები, მტვერი იოლად გროვდება ძაან და მოკლედ ტანჯვაა. ინტეგრირებულები რომ გააძლიერონ ძალიან ბევრი გადავა ლეპტოპებზე. CPU-ები ლეპტოპებშიც ძალიან ძლიერები დევს უკვე lol 8 ბირთვიანები 16 ნაკადიანები 4+ GHZ-ებით საკმაოდ თხელ ლეპტოპებში. GPU რჩება მოთხოვნად. 1080-ს დონის რომ იყოს მეტი ალბათ 80%-ს არ დაჭირდება, მეორე საქმეა რა ეღირება, თუმცა ინტეგრირებულები მაინც იაფი იქნება, ცალკე წარმოება ხომ არაა ერთიდაიგივე კომპანია უშვებს ერთიდაიგივე ჩიპში. მაგას AMD თუ იზავს, თორე ვიდეოებში ინტელი მოიკოჭლებს. ეხლა დისკრეტული რომ გამოუშვეს, თავისივე ინტეგრირებულზე უფრო სუსტია. ვნახოთ ის ძლიერი დისკრეტული როგორი იქნა. mini pc-ს პონტშია იგივე 13.3-14 ინჩიანი თანამედროვე ლეპტოპები. ოღონდ ეკრანიც აქვთ კლავიატურაც და ელემენტი. ამიტომ მონიტორის კლავა მაუსის და დამტენის გარეშეც საათები მუშაობენ, იდეალური ვარიანტია. external GPU-ებით აპირებდნენ GPU-ს პრობლემის მოგვარებას, მაგრამ არ გაამართლა. ცალკე ამხელა მახინის ტარება მოუხერხებელია და ბევრ ლეპტოპს არც აქვს მხარდაჭერა. wifi modul-ს ადგილას კი უერთდება, მაგრამ ვინ დაშლის მაგის გამო ლეპტოპს და wifi-ს ვინ ამოიღებს ყოველჯერზე როცა ეგ მოუნდება :D

Link to comment
Share on other sites

https://www.phoronix.com/scan.php?page=news_item&px=Intel-Mesa-Faster-Gen12-TGL

96 execution units-ზე ნაკლების მქონდე intel-ს ახალი სერიის კარტებზე სერიოზული მატება იქნება linux-ში 10-დან 63%-მდე დაახლოებით. როგორც ჩანს რაღაცა bottleneck იყო რაც ნახეს და დაფიქსეს, მალე დაიმერჯება ცვლილებები და გამოვა update-ს სახით mesa-ში openGl/vulkan-ზე

ვისაც ეხლავე უნდა დატესტვა აგერაა patch-ები https://gitlab.freedesktop.org/mesa/mesa/-/merge_requests/8749

Link to comment
Share on other sites

oc engine 4 არის ბანალურათ ავტო რაზგონი რაც მაგ მაზერზე გააჩნია, რავიცი შენით თუ ვერ არაზგონებ შეიძლება მოსინჯვა, თუ გაუბერა გამორთავ და ეგ იქნება ან თუ გადახურდა ძალიან, წარმადობა შეიძლენა გაზარდოს, მაგრამ ძალიან არა

საქმეც მაგაშია რომ ეგ 98 გრადუსი რაც მაგ ტესტშია მოყვანილი არის ბლეფი და ხალხის დაგოიმებაა, ქონდა 9000 და 10000 ეგ ტემპები მაგრამ მარტო AVX როცა იბენჩებოდა მარტო მაგ რეჟიმში და სტოკ ვოლტაჟით შეიძლება კიდე, დაიდო კიდეც 10000 სერიაზეც ზუსტათ მაგდაგვარი ინფო, 90+ გრადუსს რომ ცდებოდა, თან სრაზუ რამდენიმე, ერთი იყო გატარებული AVX-ზე, მეორეს შემთხვევაში ორი სტრესს ტესტი იყო გაშვებული პარარელურათ და სული ძვრებოდა სისტემას უკვე, არანაირი ეგეთი დიდი სხვაობა 7 და 14 ნანომეტრიანს შორის არაა შენ როგორც გგონია ენერგომოხმარებაში კაკ მინიმუმ თანაბარ თრიდებიან მოდელებზე და თანაბარ სიხშირეებზე და მითუმეტეს ძალზე დიდი განსსხვავება ტემპერატურებში, გეიმინგში კიდე ორივე ერთნაირათ წვავს ვატებს დაახლოებით და არანაირი ბევრათ უკეთესი ენერგომოხმარება 5000 სერიის რიზენებზე არა აქვს უკვე 4.5GHZ+ როცა უბერავენ ყველა თრიდზე, გამოვა და ვნახავთ რამდენზეც იმუშავებენ თუნდაც იგრებში ეგ ახლები, თუ რამეა 5800x რიზენი თამაშებში კარგი გაგრილებით კი დებს 55-60 გრადუსამდე მაინც 4.5ghz, რახან 10900K@5GHZ სერიოზული წყლის გაგრილებით უპრობლემოთ უბერავს 55-65 გრადუსზე ყველაზე მომთხოვნ იგრებშიც კი ტოპოვი კარტებზე და ეგ კაკრაზ რეალური ტემპებია AVX გარეშე რაზეც უბერავენ ეგ პროცესორები 360მმ კარგი წყლის კულერებით, აღარაფერს ვიძახი 10700 რომელსაც სასაცილო 45-50 გრადუსი აქვს ლამის ძველ ნოქტუა 14-ზე ჰაერის არც თუ ისე ტოპოვი კულერით და ეგ ყველაფერი 4.6GHZ თან, შენ კიდე ნუ აიღებთ დუხოვკა არისო 90 გრადუსიანიო და ჰაერის კულერით ეგეთს ვერ გააგრილებთო, თუ არ გჯერა დევს სკრინშოტები და ნახე ჩვენ ფორუმზე, წყალზე არავის არა აქვს ეგეთი,  ჩვენი ფორუმელების უფრო გჯერა თუ ვიღაცა ჩინელის გატარებული ტესტების, სადაც ისიც არ ჩანს რანაირათ აქვთ დაბენჩილი მაგხელა ტემპერატურა რომ დაფიქსირებულიყო, ჩვენ ფორუმელებს აქვს 10 სერიის 16 თრიდიანი პროცესორი და არანაირი დუხოვკა არაა თუ ვოლტაჟს დაუწევ და 1.4 ვოლტზე არ დატოვებ რაც დეფოლტზე აქვს ბიოსიდან ეგეთზე, მითუმეტეს მშვენივრათ ყოფნის 1.2-1.22 ვოლტიც ეგეთზე 4.6GHZ რომ იმუშაონ, მე საერთოდ არ მიზიდავენ ნოუტბუკები, ნაგავია სრული თუ სერიოზული ნაგრუზკებისთვის გჭირდება სისტემა, გეიმინგი-რენდერი-მაინინგი და ასე შემდეგ, აღარაფერს ვიძახი ეკრანის ზომაზე და ხმის ხარისხზე, ისევ დიდი მონიტორი ან სპიკერების მიერთება თუ არ გსურს, არანაირათ არაა გამართლებული ეგეთის აღება და სამჯერ მალე ფუჭდება სიცხის გამო და ბევრათ ცუდია გაგრილების მხრივ, ეგეც მშვენივრათ იმტვერება წლების მანძილზე თუ არ გაწმინდავ, დიდ კეისს კიდე გაწმინდავ ასე 6 თვეში ერთხელ და მტვრით სავსე აღარ იქნება, სახლის პირორებში ეგ ბევრათ უფრო ეფექტური იქნება გაგრილება-პერფორმანსის მხრივ და უფრო იაფიც თან, როცა სერიოზულ სიმძლავრეებზე მიდის უკვე საუბარი, როცა ხშირათ არ გიწევს აქეთ-იქით მოგზაურობა და გადაადგილება,  ზატო ძლებენ წლები და სული არ ძვრებათ 5GHZ თუნცაც კარგი გაგრილებით, ვიდეოკარტებზე აღარაფერს ვამბობ, ბევრათ უფრო მოშნი კარტებია და დუხოვკაც არ იქნება გეიმერულ ნოუტბუკს თუ შევადარებთ და არც ტროტლინგი ეწყებათ ანდერვოლტის გარეშე, ანუ ბევრს არ დააკმაყოფილებს ეგ პრუწუნა ლელტოპები მძიმე სამუშაოებისთვის, ეგ უკვე ვის რისთვის ჭირდება, ეპლს რაც შეეხება იაფი არა მგონია დაადონ სერიოზული დესკტოპები თუ გამოუშვეს არმ-ზე შემდგომ წლებში ძლიერი ვიდეოკარტით და მრავალბირთვიანი პროცესორით, ეღირება ინტელზე ძვირი ალბათ ეგეთი რომც დაჩაგროს ინტელი-ამდ ანალოგები, შეიძლება დაჟე ბევრათ ძვირიც კი, 3080 წარმადობის ინტერგირებული კიდე შეიძლება 10 წელი ვერ ვიხილოთ, იმაზე იქნება ეგ დამოკიდებული თუ რამდენათ სწრაფათ გამოუშვებენ მაგაზე ბევრათ ძლიერ ვიდეოკარტებს შემდგომ წლებში, ამიტომ ინტეგრირებული და სწრაფი მე ჯერ არ მინახია აქამდე, ეგ ახალიც მაქს GTX660Ti დონეზე უბერავსო ინტელზე რაც გამოდის, ეგ კარტა კიდე კარგა ხანია გამოვიდა ტრენდიდან და მოჭამა უკვე თავისი, მაგან კი არა და დაჟე 780 კი, უშვებენ მაქს იმ სიმძლავრის კარტებს რომელსაც გეიმინგისთვის ვეღარ გამოიყენებ და სერიოზული ნაგრუზკებისთვის და შეიძლება შემდგომ წლებშიც ეგრე გააგრძელონ, რახან ეხლა აწიეს წარმადობა ეგ იმას არ ნიშნავს რომ მაგას ხშირ-ხშირათ გააკეთებენ შემდგომ წლებშიც, ძალიან ლიოგკი ტასკებისთვისაა ძირითადათ ეგ ბოლო ინტეგრირებულებიც გათვლილი, რამე სერიოზული და ეგრევე ძვრებათ სული უკვე, ნუ ბრაუზინგი,4K ვიდეოები, კაზუალური გეიმინგი, მეტის თავი ნამდვილათ არა აქვთ როგორც არ უნდა ტესტო და ატრიალო, ნოუტბუკის მთავარი პლიუსია მობილურობაში, სხვა თითქმის ყველაფერით ჯობია დესკტოპი, დაჟე შეგიძლია წამოწოლილი უყურო ფილმებს ან ითამაშო თუ დიდი ზომის მონიტორი ან ტვ გაქვს მიერთებული, არც ეგაა პრობლემა, შენ თუ ეგ გირჩევნია ან სერიოზული ადგილის პრობლემა გაწუხებს, ბევრს შეიძლება პირიქით დესკტოპი ერჩივნოს ხოშიანი პერიფერიით, სპიკერებით და მონიტორით, ეგ უკვე ვინ რისთვის იყენებს მასეთ სისტემებს მაგაზეა დამოკიდებული, მქონია ერთიც და მეორეც მე, შემიძლია შედარების გაკეთება და ვიცი ერთის და მეორეს პლიუსები და მინუსები

Link to comment
Share on other sites

გაწმენდის მხრივ კეისი გაცილებით მალე იმტვერება, თუ კარგად გაქ მოწყობილი ქულერები მითუმეტეს, შეაქვს და შეაქვს მტვერი შიგნით. მოსავლელად ლეპტოპი გაცილებით იოლია. ლეპტოპსაც გააჩნია, მაგრამ უმეტესობა მასეა. დესკტოპი მოუხერხებელია, იმ მხრივ, რომ ვერსად ვერ წაიღებ და კაბელების გროვაა მაგიდაზე სადაც სულ უნდა იჯდე თუ კომპზე მუშაობ, რაც ძალიან დამღლელია. უბრალოდ დღეს იმხელა სიმძლავრეებზეა უკვე ლეპტოპები, რომ დიდ აზრს ვეღარ ვხედავ დესკტოპებში, მითუმეტეს როცა თამაშებში დროის უაზროდ კარგვა არ გაინტერესებს, როგორც მე. CPU-ს სიმძლავრე ნამდვილად არ უჭირთ მაგ "პრუწუნა" ლეპტოპების 15W-იანი CPU-ები შუაზე გააპობენ იგივე 4770-ს და მაგაზე ძლიერებსაც compiling იქნება, რენდერინგი, machine learning  თუ რა. gaming laptop-ებიც უკვე საკამოდ დახვეწილია. ნვიდია საკმაოდ ენერგოეფექტურ კარტებს უშვებს და ხშირად cpu-ებზე მეტად გრილი GPU-ებია ხოლმე. 4-5 წლის წინ დესკტოპები ჯობდა, მაგაზე ორი აზრი არაა, მაგრამ დღეს 8 ბირთვიანი 16 ნაკადიანი ულტრაბუქი შეგიძლია გქონდეს და მშვენივრად გაუმკლავდება საკმაოდ მძიმე task-ებსაც, ისე რომ ბევრის დესკტოპი ვერ გაქაჩავს დღეს.

ტრენდიც ისეთია რომ დესკტოპები იკლებს და უფრო მობილური მოწყობილობები, როგორიცაა სმარტფონები, tablet-ები და ულტრაბუქები მატულობენ რაოდენობებში. gamer-ები რომ გადახედო, საშუალოსტატისტიკურ მომხმარებლებთან, ბიზნესებთან და ა.შ შედარებით ზღვაში წვეთია. სმარტფონებში უკვე სასწაული ჰარდი დევს, რომ დაფიქრდე კაცი 16 GB RAM, 512-1 TB Storage, 8 core-იანი cpu-ები. იგივე Apple A14-ს დიდი ძმაა M1 და კი ვხედავთ intel-ს i9-ები გაიფინა performance-ში თან ელემენტი 2-ჯერ მეტ ხანს ყოფნის. hardware ამაჩქარებლებითაა გატენილი და იმიტომ, x86 კიდე soft-თ ცდილობს და რათქმაუნდა მარცხდება, იგივე machine learning-ში კოლოსალური სხვაობაა. 

Link to comment
Share on other sites

ნაგავია დამიჯერე გეიმერული ლეპი, რამდენიმეს ავაღებინე და ეს რა ვქენიო ,ყველა დეკსტოპზე გადმოსკუპდა ვისაც ქონდა მაგის საშვალება,  იაფიან მოდელებზე არც იყო საუბარი, იწვება ადვილათ,დუხოვკაა სრული და ცხელდება განსაკუთრებით პროცესორი, თუ გინდა ეგეთივე სიხშირეეები და პერფორმანსი რაც დესკტოპზეა, არაფერი ეგეთი დესკტოპზე არაა, გაწმენდა კიდე პრობლემა არაა, მეც ვწმინდავ ხოლმე ჩემს მაგრამ მაქს 6 თვეში ერთხელ, ზატო წლებია უბერავს ეს სისტემა და ლეპტობი 1.5 წელიწადში დამებრიდა გეიმერული, შედარებაც არ ღირს ახლებზე ბევრათ კარგი სიტუაციაა არაა 35 ვატიანი პროცესორი კიდე დაბალ სიხშირეზე იმუშავებს და არა 4 ან 4.5GHZ რაზეც დესკტოპზე უბერავს, ამიტომ წარმადობაც არ ექნება ეგეთი კარგი, გეიმინგისთვის მაგარი ნიტოა ეგ ახალი ძვირიანი ლეპები, ვინც აიღო მე ბოლომდე კმაყოფილი ერთი უზერიც არ მინახია, ანდერვოლტი უნდა ჯერ პროცესორზე ტროტლინგი რომ არ ქონდეს და მერე სულ უნდა აკონტროლო ტემპები ზაფხულში, კიდე მოგზაურობის დროს შეიძლება ბანალურათ გადაიწვას ვიდეოკარტა, არაა ეგ იშვიათი მოვლენა, რყევას ვერ იტანენ მანქანაში, ნუ დავწერე მანამდეც რომ მობილურობით დიდი უპირატესობა აქვს ლეპტოპს ან როცა არ თამაშობ უფრო დიდხანს გაგიძლებს მაგ შემთხვევაში ეგეთი გაგრილებით, მაგრამ სხვა ყველაფრით დესკტოპი ჯობია, თუ სახლში ზიხარ ძირითადათ ამ კოვიდის პირობებში, გამძლეობა-სიმძლავრეები-გაგრილება აბიომები და რავიცი მაგ პატარა პრუწუნა კოლოფში რა უნდა ჩაატიო ეგეთივე წარმადობა რომ მოგცეს რაც კარგ დესკტოპზე ეხლა და მითუმეტეს ანალოგიურ ფასათ თან, ავიღებ 11700 და ეგეთი ლეპტოპი არცაა გამოსული მაგის დონეზე რომ იმუშავოს, დაჟე 3060Ti რომ ჩადგა ან 1080ti მაგას თუ აჯობა პერფორმანსით მაქს 3070 ახალმა მობილურმა კარტამ, და ჯდება ლამის 800$-მდე ეგეთი, 3080 ხომ აღარაფერს ვიძახი თან საკმაოთ ცხელებია უკვე ეგ კარტები, მაგრამ მთავარი პრობლემაა მანდ თვითონ გეიმერული 8 ბირთვიანი პროცესორი, საშინლათ ცხელდება რიზენიც კი ანდერვოლტის გარეშე და არანაირი კულერი მაგას არ შველის დამატებით რომ უყენებენ, ვოლტაჟის და ჩასტოტების დაგდება ჭირდება სუყველას 4GHZ ზევით რომ აღარ დაბუსტონ და გაცილებით დაბალ ვოლტაჟზე იმუშავონ, მასე ასე 10-12% აკლდება წარმადობა ზატო ტემპერატურა 70 გრადუსზე ზევით აღარ ადის თამაშებში პროცესორზე და ვიდეოკარტის ტემპერატურაც მცირდება, ისე 75-80 გრადუსი ეგ სტანდარტული საშვალო ტემპერატურაა და ზაფხულში მეტიც, ეგ 8 თრიდიანი ინტელი შეიძლება უფრო გრილია 12-16 თრიდიან 10000 სერიის მობილურ პროცესორზე, მაგრამ მანდაც ექნება პრობლემები, 16 თრიდიანი 5800 იგრებში 75-80 გრადუსზე გაზავს პიკზე RTX 2060 რაც დატესტეს ხოშიან ძვირიან ლეპზე, ძალიან გრილი არც ეგაა, ანუ გაგრილების სერიოზული პრობლემაა მაგ პატარა 15-17 ინჩიან ნოუტბუკებზე, სარენდეროთაც ეგ პრობლემა ექნება, არა მარტო გეიმინგში, უბრალო ტასკებისთვის კი კარგებია, სერიოზულზე დესკტოპი ჯობია ეხლაც და არა მარტო 5 წლის უკან, თვითონ კარტა სხვათაშორის დუხოვკა შეიძლება არც იყოს, 3070 მგონი 60-65 გრადუსზე გაზავსო მობილური, პროცესორია ძალზე ცხელი და ეგ იწვევს მთელი ნოუტბუკის გადახურებას დიდხანს როცა თამაშობ, მე პირადათ აღარავის ვურჩევ უკვე მაგ რამდენიმე კომენტის შემდეგ გეიმერულ ნოუტბუკებს, ვუხსნი კიდეც თუ რატომ, ავაღებინე ბოლოს რამდენიმეს და ყველა უკმაყოფილო დარჩა, რიზენებიც იყო და ინტელებიც, არცერთი არაა ძალზე გრილი მაგ საქმისთვის, ჯერ ჯდება 2500-3000$-მდე კარგი შტატებშიც კი, მერე რომ აძლევ მაგხელა ფასს ელოდები ეგეთივე შედეგს, ხოდა არაფერი ეგეთი არაა, აიღებ მასეთივე ფასის დესკტოპს მანდვე და ხარ შოკოლადში კარგ გეიმერულ 450$ 2K მონიკთან ერთად, არაფერი დაიწვება ადვილათ და ტემპერატურაც ადამიანური აქვს როგორც რამის, პროცესორის და ვიდეოაკრტის სიხშირეები, ზუსტათ გაგრილების გამო ვაფრთხილებ ხოლმე ბევრს, ზოგი მიჯერებს ზოგი არა, ვინც არ დამიჯერა და მაინც აიღო ყველა წუწუნებდა მერე, ბევრმა კი ისევ დესკტოპი აიღო მაგის შემდეგ, ძალიან სენსიტიური რამეა რა სერიოზული გეიმინგისთვის თუ გინდა, მარტო დობრათ მაყუთი თუ გაქვს მერე შეიძლება აღება, რახან როდის დაგისტუკებს ეგეთი არავინ არ იცის, ეგ რამე მითი და გამონაკლისი არაა, რეალურათ ეგეთი ცხელებია 6-8 ბირთვიანი მობილური პროცესორები ეხლაც კი, რომ მედოს ეხლა მაგხელა თანხა დაუფიქრებლათ დესკტოპს ავიღებდი, თუმცა მე ისედაც დესკტოპი მაწყობს რახან მაინინგიდან შემიძლია ნაწილების ამოცლა და ძლიერი ვიდეოკარტაც არ იქნება პრობლემა, ნოუტზე კი ყველაფერი ცალკე მექნებოდა საყიდელი, ისე მეინსტრიმი და ეპლი შეიძლება არც მოხერხდეს, აბიომებს რომ თავი დავანებოთ მეძვირეა ეგ კანტორა უბედური, ამიტომ სერიოზულ სბორკებს ისეთ სერიოზულ ფასებს დაადებენ არმ-ზე რომ გახედვაც აღარ მოგინდეს შეიძლება, ეგ მინიპს ეხლა რაც გამოვიდა ორიენტირი მაგ მხრივ ვერ იქნება, რახან ცოტა სხვა ტასკებისთვისაა ეგეთი გათვლილი და ძვირიან სბორკებში არ გადის, ზოგადათ ეპლი არის უფრო მსოფლიო მომხარებლის 10-12% გათვლილი, მეტს ეგეთი არცა აქვს მსოფლიო მაშტაბით ამ ეტაპზე, არა მგონია მაგ არმ-ით მაგ მხრივ რამე შეიცვალოს, ნუ დაველოდოთ დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს როგორც ყოველთვის+ ამდ-ინტელსაც არ ეძინებათ და გამოუშვებენ უფრო კარგ ანალოგებს შემდგომ წლებში, აქვს ისე ორივეს ARM და X86 პროცესორებსაც თავისი პლიუსები და მინუსები და ვინც უფრო მალე შეამცირებს მაგეებს ის გამოვა გამარჯვებული ლონგ რანში, ისიც არაა გამორიცხული რომ ერთი რამდენიმე სექტორში იყოს ძალზე წარმატებული, სხვებში კი უკვე მეორე დარჩეს ლიდერი, დაფინანსებას და აბიომებს როგორც ყოველთვის ძალზე დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც სოფტს ალბათ, ანუ RISC (Reduced Instruction Set Computing) VS CISC (Complex Instruction Set Computing) ბრძოლა ლიდერობისთვის სხვადასხვა სექტორებში შეიძლება კიდე კარგა ხანს გაგრძელდეს, ორივე სხვადასხვა არქიტექტურაზეა და მაგასაც ექნება მნიშვნელობა მაინც

Link to comment
Share on other sites

MSI & EK Offer MSI MPG Z590 Carbon EK X Combo https://www.guru3d.com/news-story/msi-ek-offer-msi-mpg-z590-carbon-ek-x-combo.html ისე მაინც ცოტათი იღორა ამჯერათ ინტელმა, ნუ როგორც ჩანს ბოლო ბენჩებიდან ინტელზე სადღაც 5-6% მატება აქვს მულტითრიდინგზე 11 სერიას 10 სერიასთან შეფარდებაში, მაგრამ ეგ 200MHZ სიხშირის შემცირებით გამოდის დაჟე მაგხელა სხვაობა, ერთიდაიგივე სიხშირეები რომ დაეტოვებინათ მაგ ახალზეც თითქმის 10% მატება გამოვიდოდა ალბათ, ან 8-9%, ანუ მანდ სიხშირის ხარჯზე წარმადობის მატება არ გამოდის არანაირათ, 10400 გაზავს 4GHZ 11400 3,8GHZ, სხვაობა წარმადობაში მაინც 7-8% გეიმინგში 10% თუ არა, 10700 4.6GHZ აქვს, 11700 4.4GHZ ექნებაო ყველა თრიდზე ბუსტი, მაგრამ მაგ ახლებზე ექნება უკვე PCI-E 4.0 მხარდაჭერა + SAM 3000 სერიის ნვიდიას კარტებზე, ნუ რამებიც უფრო მაღლა დგებიან რიზენზე, იქ მაქსიმუმია 3800MHZ, მერე პერფორმანსის ვარდნა ეწყებათ და ჩანს ეგ რამის მიმოხილვებშიც, ინტელზე ეგ პრობლემა არა აქვს და 4500MHZ მშვენივრათ დასვამ Z490-590 სიხშირეებს მაგ 16 თრიდიანზე, ხო ინტეგრირებულიც გაორმაგებული პერფორმანსიც ექნებაო მაგ ახალს, 14 ნანომეტრიანი სერიის მგონი ბოლო გაფართხალებაა ეგ, მერე 10 ნანომეტრი უნდა გამოვიდეს ჰიბრიდული 24 თრიდიანი ფლაგმანით დესკტოპ-ნოუტბუკებში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.