Jump to content

NVIDIA-მ დაადასტურა 12 იანვარს მობილური ვიდეო დაფა GeForce RTX 30-ისა და ტექნოლოგია Resizable BAR-ის ანონსი


Recommended Posts

NVIDIA- მიგვანიშნა, რომ 12 იანვარს GeForce RTX: Game On ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება მობილური GeForce Ampere და Resizable BAR. ვიდეოთიზერში გამოჩენილ პირველ ორ ფოტოზე მოცემულია გეიმინგ ლეპტოპი და მობილური ფორმ-ფაქტორის დისკრეტული ვიდეო დაფა GeForce RTX. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ საუბარი ეხება GA104 ჩიპს, რომელიც, არსებული ცნობებით, საფუძვლად დაედება მობილურ GeForce RTX 3080 და RTX 3070 ამაქარებლებს. ორივე დაფას ექნება 8 გბ GDDR6 ვიდეომეხსიერება, თუმცა მობილური RTX 3080 დაფა ხელმისაწვდომი იქნება აგრეთვე 16-გიგაბაიტიან ვარიანტადაც. 

image.jpeg 

მორიგი ფოტო ადასტურებს, რომ NVIDIA გვიჩვენებს რეგისტრების ზომის ცვლილების ტექნოლოგიის, Resizable BAR (Base Address Registers) მუშაობას, რომლის მახასიათებლებში მოცემულია 2.0 ვერსიის PCI Express ინტერფეისი. სწორედ იგი დაედება საფუძვლად AMD Smart Access Memory-ს (SAM), რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას ახალი Radeon RX 6000 გრაფიკული დაფების თავსებადი პროცესორებით მუშაობისას. თუკი ჩვეულებრივ Windows-ზე მოქმედ პერსონალურ კომპიუტერებში პროცესორებ უშუალოდ მიმარავენ 256 მბ-მდე გრაფიკული მეხსიერების მხოლოდ ნაწილ, Resizable BAR ტექნოლოგიას შეუძლია მონაცემთა არხის გაფართოება, რაც პროცესორს საშუალებას აძლევს ერთდროულად გამოიყენოს მთელი ვიდეო მეხსიერების მასივი. შედეგად აღმოიფხვრება პოტენციურ დაბრკოლებებ და უზრუნველყოფილია წარმადობის 15%-მდე ზრდა ზოგიერთ თამაშში. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდეაც თამაშების მიერ გამოყენებული ვიდეომეხსიერების მოცულობა ხშირად 10 გბ-საც კი აღემატება. 

image.jpeg 

თიზერში ასევე მოკლედ ნაჩვენებია შუთერი Outriders, რომლის ავტორია სტუდია People Can Fly. თამაში 1 აპრილს გამოვა, თუმცა მსურველთათვის უფასო სადემონსტრაციო ვერსია ხელმისაწვდომი გახდება 25 თებერვლიდან. თიზერი მიგვანიშნებს, რომ ამ თამაშში გამოყენებული იქნება NVIDIA-ს რომელიღაც ტექნოლოგია. 

image.jpeg 

ასევე შეიმჩნევა Ampere დესკტოპ ვიდეო დაფის ელემენტი GeForce RTX ლოგოტიპით. მიიჩნევა, რომ ღონისძიებაზე შესაძლოა წარდგენილ იქნეს  GeForce RTX 3060 12 გბ ვიდეო დაფა Founders Edition შესრულებით. 

NVIDIA GeForce RTX: Game On - ეს გახლავთ მოახლოებული ღონისძიება, რომელიც 12 იავარს დაიწყება. მისი ტრანსლირება მოხდება Twitch-სა და YouTube-ზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.