Jump to content

Ripple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა კითხვებს SEC-ის სარჩელთან დაკავშირებით


Recommended Posts

image.jpeg

ბრედ გარლინგჰაუსმა აღნიშნა, რომ კომპანია მცდელობას არ დააკლებს სასამართლოს გარეთ დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელობასთან წინააღმდეგობების მოგვარებას. 

კითხვაზე, უხდიდა თუ არა Ripple ბირჟებს XRP-ის ლისტინგისთვის, გარლინგჰაუსმა განაცხადა, რომ ტოკენების 95% იყიდება აშშ-ის ფარგლებს გარეთ და კომპანიას არ აქვს გავლენა ლისტინგზე ან მფლობელებზე.  

მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული ბირჟები არ ახორციელებენ დელისტინგს, არამედ „აჩერებენ ვაჭრობას“ თავიანთი რისკების დაზღვევისთვის. 

„აშშ-ში ახლა არა მხოლოდ რეგულაციების ნაკლებობაა, არამედ მარეგულირებლების ქაოსი“. 

უახლოეს მომავალში კომპანია ოფიციალურ პასუხს გასცემს სარჩელზე. მისივე თქმით, აქციონერები სრულად არიან დარწმუნებულნი Ripple-ის პოზიციაში, ხოლო Tetragon-მა, რომელმაც მოითხოვა პრივილეგირებული აქციების დაუყოვნებლად გამოსყიდვა, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა სიტუაციით. 

გარლინგჰაუსმა აღიარა, რომ Ripple ახდენდა მომხმარებლების სუსიდირებას საგადახდო ქსელში XRP-ის (On-Demand Liquidity, ODL) ბაზაზე. 

„ამგვარი რამ აბსოლუტურად კანონიერია. ასე შენდება ყველა საანგარიშსწორებო სისტემა. PayPal-მა, Visa-მ და Mastercard-მა მოტივაცია მისცეს და ამ დრომდე მოტივირებენ თავიანთ მომხმარებლებს. ჩვენ ვქმნით რააც სრულიად ახალს, მას გააჩნია თავისი შეფერხებები და ხარჯები“. 

შეგახსენებთ, SEC-მა დაადანაშაულა Ripple შვიდი წლის განმავლობაში არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების 1.3 მილიარდ აშშ დოლარად გაყიდვაში. წინასწარი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 22 თებერვალს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.