Magdalena Posted January 9, 2021 Share Posted January 9, 2021 ახალი ამბების პორტალ videocardz.com-მა გააზიარა AMD-ის ახალი მობილური პროცესორების სურათები. სავარაუდოდ, მომავალ კვირას კომპანია ამ დიზაინის საფუძველზე წარადგენს ახალ 5000 სერიას. სამწუხაროდ, წყარო სხვა ინფორმაციას არ ახმაურებს. AMD Cezanne APU-ს ექნება იმდენივე გამომთვლელი და გრაფიკული ბირთვი, რამდენიც აქვს Renoir-ს: 8 ბირთვი, 16 ნაკადი და 8 გრაფიკული ბირთვი. PCIe-რიცხვი მზა ჩიპში 20 იქნება. Renoir (Ryzen 4000U/H) ხაზი შემოიფარგლებოდა 8 PCIe-ხაზით დისკრეტული გრაფიკული პროცესორისთვის, დესკტოპ ვარიანტში კი (Ryzen 4000G) ხელმისაწვდომი იყო 16 ხაზი. უცნობია, გაიზრდება თუ არა მობილურ Cezanne ჩიპში PCIe-რიცხვი. არსებობს ცნობები, რომ Cezanne-ის შთამომავალ Rembrandt-ს ექნება PCIe Gen4-ის მხარდაჭერა, თუმცა დღესდღეობით უცნობია, ექნება თუ არა Cezanne-ს ეს სტანდარტი. სწრაფმა შედარებამ აჩვენა, რომ Cezanne დაახლოებით 10% -ით დიდია, ვიდრე Renoir. მისი სავარაუდო ზომაა 175 მმ², რაც დაახლოებით 20 მმ²-ით აღემატება Renoir-ს (156 მმ²). ზომის ზრდა გამოწვეულია ოდნავ უფრო დიდი Zen 3 ბირთვის დიზაინითა და გაზრდილი L3 ქეშით. ახალ არქიტექტურას აქვს 16 მბ L3 ქეში, ხოლო Renoir-ს - 8 მბ. AMD 11 იანვარს წარადგენს Ryzen 5000 სერიას. ამ APU-ზე დაფუძნებული პროცესორები დებიუტირებენ როგორც დაბალი სიმძლავრის, ასევე მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპებში. APU ასევე შეიძლება შევიდეს დესკტოპ კომპიუტერების სერიაში, რასაც მოწმობს Ryzen 7 5700G APU-ის შესახებ არსებული უახლესი ცნობები. http://bit.ly/2LrK5Mv 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მათე Posted January 9, 2021 Share Posted January 9, 2021 ამის გამო იყო ლეპტოპებში AMD-ზე ვიდეობარათები ლიმიტირებული და high end-ებს რომ ვერ აყენებდნენ. ეხლა ეგ პრობლემაც მოგვარდა და ლეპტოპებშიც დაიწყებს ამოქაჩვას AMD, როგორც დესკტოპებში რომ გადაასწრო უკვე ინტელს და დატოვა ინტელის fanboy-ები გაღიმებული :D 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.