Jump to content

JPMorgan პროგნოზირებს Bitcoin-ის 146 ათას აშშ დოლარიან დონეს


Recommended Posts

image.png

საინვესტიციო ბანკ JPMorgan-ის წარმომადგენლებმა დაასახელეს Bitcoin-ის თეორიული გრძელვადიანი სამიზნე ფასი - 146 ათასი აშშ დოლარი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ოქროს ალტერნატივის იმიჯი პირველ კრიპტოვალუტას კიდევ უფრო პოპულარულს გახდის. 

image.png 

ბანკში აღნიშნეს, რომ ამისთვის აუცილებელი პირობაა Bitcoin-ისა და ოქროს არასტაბილურობის მაჩვენებელების დაახლოება. კრიპტოვალუტის მასობრივი მიღებისთვის ბიძგის მიმცემი მილენიალების თაობა იქნება, ირწმუნებიან JPMorgan-ში. 

„ჩვენი აზრით, ეს მრავალწლიანი პროცესია“. 

პროგნოზი შემუშავდა Bitcoin-ის თეორიული კაპიტალიზაციის გაანგარიშების საფუძველზე იმ თანხების შემოდინების შემთხვევაში, რომლებიც ამამად მოცემულია ოქროს ზოდების საფუძველზე არსებულ ETF-ში. 

ანალიტიკოსებმა მიუთითეს, რომ ასეთი ETF-ებიდან თანხის გადინება და Grayscale-ის ფონდებში შემოდინება 2020 წლის ოქტომბრიდან დაიწყო. 

image.png 

ადრე ჰოლდინგში განაცხადეს, რომ ინსტიტუციონალები Bitcoin-ში 600 მლრ აშშ დოლარამდე თანხას მოიტანენ. 

კიდევ ერთი თამამი განცხადება გააკეა კომპანია Guggenheim Partners-ის ინვესტიციების დირექტორმა სკოტ მაინერდმა - მან Bitcoin-ის სამომავლო ფასად 400 ათასი აშშ დოლარი დაასახელა. 

 

Link to comment
Share on other sites

ეგეთი ტემპებით და გაცხარებული პანდემიის კვალობაზე გამორიცხული არაფერია, მაგრამ მანდ ისიც ახსენეს რომ მაგხელა კურსის დაჭერა დიდი ხნით გაუჭირდებათო და დაიწიოსო მაგის შემდეგ შეიძლება სერიოზულათ კურსმა, სანამ გაგრძელდება კოვიდის პრობლემა ჩემი აზრით მანამდე არ დაეცემა კურსი, ეგ უწყობსო ხელს მოშნათ დამატებითი ინვესტორების მოზიდვას და ეგეთი ზრდაც მაგაზე მიგვითითებს, არავის ეგონოს რომ კრუპნი ვეილსები ჩალიჩობენ რაღაცეებს მარტო, ეგ გამორიცხულია ნახევარი ტრილიარდი მაგათ არ ექნებოდათ დამატებითი კიდე რომ გაეზარდათ ასე სწრაფათ კურსი, თუმცა ეგენი კი ჩალიჩობენ ხშირათ კურსი აწევ-დაწევებზე მაგრამ უფრო დაბალ სხვაობაზე და არა ეგრე სერიოზულათ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.