Jump to content

AMD-მ Intel-ს 15 წლის მანძილზე პირველად გადაასწრო დესკტოპ-პროცესორების ბაზარზე


Recommended Posts

ამერიკული კომპანია AMD უკვე რამდენიმე წელია აღმასვლას განიცდის, რასაც ხელს უწყობს Ryzen-სერიის პროცესორები. PassMark-ის მონაცემების თანახმად, პირველად 15 წლის მანძილზე „წითელმა კალიფორნიულმა გიგანტმა“ დესკტოპ-პროცესორების ბაზარზე გადაუსწრო მთავარ კონკურენტ Intel-ს. 

image.jpeg 

აქვე აღვნიშნავთ, რომ PassMark ეყრდნობა ტესტებში პერსონალური კომპიუტერების შედეგებს. ამასთან საუბარი ეხება მხოლოდ იმ კომპიუტერებს, რომლებიც მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Windows-ზე. ამიტომ რეალური სურათი შესაძლოა განსხვავდებოდეს PassMark-ის პროგრამული უზრუნველყოფის ავტორების მიერ წარმოდგენილი ვითარებისგან. 

მჟამად AMD-ის წილი 50.8%-ს შეადგენს, Intel-ის - 49.2%-ს. ბოლოს მსგავსი სიტუაცია შეინიშნებოდა 2006 წელს. იმ დროს წლის პირველ კვარტალში AMD-ის წილმა 53.9% შეადგინა. შესაბამისად, Intel-ის მაჩვენებელი 46.1% იყო. თუმცა, 15 წლის წინ AMD-ის ლიდერობა მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. ამჯერად მას ხელთ აქვს ყველაფერი, რათა უფრო დიდხანს შეინარჩუნოს მოწინავე ადგილი. 

მობილური პროცესორების ბაზარზე კვლავ Intel-ი დომინირებს 83.8%-იანი წილით, AMD მხოლოდ 16.2%-ს ფლობს. სერვერული პროცესორების სეგმენტში Intel-ი შანსს არ უტოვებს კონკურენტს და უკავია 98.6%. 

image.jpegimage.jpegimage.jpeg 

თუკი საერთო ჯამში ყველა პროცესორზე ვისაუბრებთ, ლიდერი Intel-ია. მისი წილი 61.1%-ს შეადგენს. AMD ფლობს 38.9%-ს. სხვაობა 22.2% კი მინიმალურია ბოლო 15 წლის განმავლობაში. 

  • Like 1
  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

მობილურ სეგმენტში შედარებით გვიან აისახება. დესკტოპებში ძალიან მარტივია upgrade ფაქტობრივად დედაპლატას და პროცესორს გამოცვლი და ვსო, მეტი არაფერი უნდა და ლეპტოპი ახალი უნდა იყიდო CPU რომ შეცვალო, თანაც ბევრს წლები ერთიდაიგივე ლეპტოპი აქვს ხოლმე. ბიზნესებიც კაი ხანი იტოვებენ და ხშირად ლეპტოპებს ყიდულობენ ხოლმე უფრო ბიზნესკლასისას thinkpad-ებს და dell-ებს. ნელ-ნელა ლეპტოპებში წამოვა ჯერ AMD-ს ლიდერობა და სერვერული სეგმენტი ყველაზე გვიან ასახავს AMD-ს წინსვლას. მანდ კიდევ უფრო უარესადაა და უფრო დიდი დრო უნდა cpu-ს შეცვლას. ნუ რეალობა ისეთია რომ დღეს amd ინტელს უსწრებს მაგრამ ზოგ ინტელის ფანს რაც დაელაპარაკები. სერვერშიო 98% აქო და amd-ზე მეტ ფულს აკეთებსო დაწერენ და ამიტომ ინტელი ჯობიაო :D ანუ მეტ ფულს თუ აკეთებს ამიტომ ჯობია :D

Link to comment
Share on other sites

ლეპტოპებშიც ამოქაჩავს ნელ-ნელა, საახლობლოში ბოლო დროს ვინც ლეპტოპი იყიდა ყველა ამდ-ს ბაზაზეა, სადაც საქართველოში მოაღწია და უმეტესობა ამდ იყიდება, ესეიგი სხვაგან კიდევ უკეთესად აქვს საქმე

Link to comment
Share on other sites

ინთელი იძულებილია მაქსიმალურად დაწიოს ფასები.

შეტრიალდა სიტუაცია. ადრე აემდე აკეთებდა იგივეს.

ახლა ფასი წარმადობით ინთელი უკეთესი გახდა.

რომ შეეძლოს ინთელი არაფრით არ იზავდა ფასის დაწევას. როგორც ჩანს არ შეუძლიათ. როგორც ჩანს ვერც 10 ნანომეტრი გამოდის ისეთი რომ რამედ ღირდეს.

მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ნელნელა ფინანსური გათანაბრებაც მოხდება.

Link to comment
Share on other sites

სერვერებშიც გრძელვადიანი თემაა. ხელშეკრულებებია რამდენიმე წელზე გაწერილი და ამიტომ ვერ მომჯობინდა ამდ-ს სიტუაცია თორე სერვერულ პროცესორებშიდაც რომ ამდ ჯობნის უკვე ეგ ხო ყველამ ვიცით. მოკლედ დროის ამბავია მაგრამ ჩვენთვის რამდენად კარგია ეგ არ ვიცი. ამ თანაბარ სიტუაციაში თუ ვისარგებლებთ რამეს თორე მონოპოლია რომ ამდ-მ აიღოს ინტელივით მოიქცევა და კიდევ აწევს ფასებს. აი თუნდაც 5600x პროცესორი რომ უფრო ძვირია ვიდრე 10th სერიის i7 ეგ დიდად კარგი ამბავი არაა. i7 ს +2core აქვს და მე პირადად ახლა რომ ვყიდულობდე i7-ს ავიღებდი და არა r5-ს.

Link to comment
Share on other sites

ინტელს კაპიტალი ბევრად დიდი აქვს, შეუძლია ერთი სერია პროცესორები ნაჩუქარ ფასად დადოს და ფასით მოიზიდოს ისევ მომხმარებელი თუ წარმადობით ვერ შესძლებს, ამდ კი აიძულოს ფასი იმდენად დაწიოს, რომ მოგება ბევრი ვერაფერი ნახოს, რაც მის შემდგომ სერიების წარმოაბაზე აისახება.

რაც 15 წელი აშენა ჩათლახმა ინტელმა, იმას 2 წელიწადში ვერ წაართმევს ვერავინ, 3-4 წელი კიდევ უნდა ამდ-ს ასე გააგრძელოს საბოლოოდ რომ დააგდოს ინტელი :) 

მომხმარებლებს მონოპოლია არცერთის არ გვაწყობს, ამ წუთას რა სიტუაციაცაა ეს გვაწყობს ხან ერთის მხარეს ხან მეორესი, მერე იქნება ნორმალური პროცესორები მეტ-ნაკლებად ნორმალურ ფასად

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, bloodred said:

ინთელი იძულებილია მაქსიმალურად დაწიოს ფასები.

შეტრიალდა სიტუაცია. ადრე აემდე აკეთებდა იგივეს.

ახლა ფასი წარმადობით ინთელი უკეთესი გახდა.

რომ შეეძლოს ინთელი არაფრით არ იზავდა ფასის დაწევას. როგორც ჩანს არ შეუძლიათ. როგორც ჩანს ვერც 10 ნანომეტრი გამოდის ისეთი რომ რამედ ღირდეს.

მოკლედ ასე თუ გაგრძელდა ნელნელა ფინანსური გათანაბრებაც მოხდება.

ფინანსებს ვინ ჩივის ეს "ჩათალახი" :D ინტელი რამდენი წელი უშვებდა 4/8-ზე ი7-ებს? რამდენი თაობა? არდადა იგივე ნანომეტრზე შიეძლებოდა ხო თურმე 2 და მერე 4 ბირთვის დამატება? 😡😡

Link to comment
Share on other sites

კატასტროფულათ დაბალია სერვერების მულტიმილიარდიანი ამდ ბაზრის წილი, იმდენათ დაბალი რომ რავიცი, მაგი სრული მონიპოლიაა და მეტი არაფერი, მანდ აქვთ მოშნათ ამოსაქაჩი, რაც შეეხება მობილურ სექტორს მანდ მართლა მოშნათ უბერავდა ამდ სანამ ინტელმა 10 ნანომეტრიანი სერია არ გამოუშვა, მანდ რაღაც მოშნი გაყიდვები ფიქსირდება ინტელის, ესე იგი ამდ აწია 77-23% ბაზრის წილი წინა წლის მესამე კვარტალში, ეხლა კი 6% ისევ შეუჭამია მომენტალურათ ინტელს თან ეგ ჯერ მარტო 8 თრიდიანი პროცესორები აქვთ გამოშვებული, 8 ბირთვიანი წელს უნდა გამოვიდესო 10 ნანომეტრზე, ანუ ეხლა 83-17% ლიდერობს ისევე ინტელი როგორც წინა წლის პირველ ნახევარში იყო, ვნახოთ რამდენათ ამოქაჩავენ 5000 სერიის მობილური სერიით, ისე დეფიციტი რომ არა მურტალი 5000 სერიის რიზენებზე ბაზრის წილი კიდე უფრო მეტი ექნებოდა ამდ დეკტოპ სექტორში, სხვათაშორის 15 წლიანი ლიდერობა კი დასრულდა ინტელის მაგ სექტორში, მაგრამ თურმე ამდ 2006-შიც 1 თვით ულიდერია მარტო %, მერე დაკარგეს ლიდერობა და მაგის შემდეგ ვეღარ შეძლეს ინტელის დაწევა, მანამდე თუ დააკვირდებით ინტელის დომინაცია საკმაოთ მცირე იყო ბაზარზე 2006 წლამდე, ლიდერობდენ მაგრამ მცირე ატრივით, ოპტერონებს კი მაგ პერიოდში სასერვერო სექტორში ხოშიანი 30% ეკავათ ბაზრის წილი, ეხლა კიდე ეგეთი მოშნი ეპიკებით სულ რაღაც 1% უკავიათ ჯერ-ჯერობით, არმ პროცესორებიც საინტერესო იქნება მაგ ორ მწარმოებელს როგორ შეავიწროვებს შემდგომ წლებში და რა სექტორებში მოხდება უფრო სერიოზული წილის შემცირება, ჩინური პროცესორების კი მე არ მჯერა დიდათ, თუ ექნება წარმატება უფრო არმ ალბათ შემდეგომ წლებში, რუსული და ჩინური პროცესორები ჯერ ნამეტარი ნიტო დონისაა და მაგიტომ, ხო ამდ მთავარი პრობლემა ეხლა პერფორმანსი სულაც არაა, აბიომების პრობლემა უფრო აქვთ და რეზკი დეფიციტის ჩიპებზე, ეხება როგორც 5000 რიზენებს ასევე ახალ ვიდეოკარტებსაც

Link to comment
Share on other sites

ინთელმა იმიტომ გადაასწრო მაშინ რომ უკეთესი პროცესორები გამოუშვა რასაც აემდემ 15 წელი ვეღარ უპასუხა.

როცა უპასუხა შედეგიც სახეზეა.

გოგლა თქმის არ იყოს 3-4 წელი უნდა კიდე ასეთი ტემპით რომ აემდე ფეხზე დადგეს.

ჩინური რუსული და სხვა ალტერნატივა თუ შემოვა მივესალმები. 

იგივეს მივესალმები ვიდეოკარტების ბაზარზე თორემ არაადეკვატური კოსმოსი ფასებია. თან ეს ორი კომპანია ვეღარც აკმაყოფილებს ბაზარს.

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, bloodred said:

ჩინური რუსული და სხვა ალტერნატივა თუ შემოვა მივესალმები.

ჩინური კიდე ხო მაგრამ რუსული ნაღდად არ გვაწყობს, ისედაც მაგათ ხელშია მთელი ქართული ინტერნეტსივრცე და მოსახლეობის კომპიუტერები ეს 2008-შიც ნათლად გამოჩნდა. პირიქით უნდა ვიშორებდეთ მაგათ კრეკებს და გატეხილ სოფტს, ასევე mail.ru-ებს და ა.შ. ყველაფერს. ეგღა გვაკლია ეხლა hardware backdoor-ებიანი მაგათი წარმოების ტექნიკაზე გადავიდეთ. Sailfish OS არის ასეთი მობილური ოპერაციული სისტემა linux-ზე დაფუძნებული, რომელიც ძალიან დახვეწილია, მითუმეტეს ანდროიდის პროგრამებს თავისუფლად უშვებს, მაგრამ რაც რუსებმა დაიწყეს ფათური მაგაში დავანებე თავი, close source ნაწილები აქ და მირჩევნია არ მეყენოს, არადა ქართული კლავიატურა გავაკეთე მაგ სისტემისთვის არ ქონდა და რამდენიმე სხვა პროგრამაც დავწერე და რეპოზიტორიც მქონდა რომ მაგ სისტემის მომხმარებელს დაეყენებინა, მთლიანად სისტემის გადმოქართულებაზეც ვმუშაობდი, მაგრამ გამიქრა ინტერესი საერთოდ მაგ მიზეზით. ალტერნატივაც გამოჩნდა მითუმეტეს სუფთა ლინუქსის სახით მობილურებზე postmarket OS.

ისე კი სანამ ჩინურები და რუსულები წამოვა მანამდე ARM-ზე გადავა ყველა. ეხლახანს ჰუავეიმაც დადო დესკტოპები რამდენიმე ARM-ზე საკმაოდ ძლიერები. ლეპტოპებში ARM დაუმარცხებელი იქნება apple M1-ს რასაც ვუყურებ მაგის შემხედვარე ვამბობ.

AMD-ს ეგ წლები უფრო მაყუთის მოსაგროვებლად და სასერვეროებში წილის გასაზრდელად დაჭირდება, თორემ თვითონ პროცესორებით IPC-თ უკვე უფრო წინაა ვიდრე intel ანუ თვითონ არქიტექურა intel-ზე გაცილებით დახვეწილი და სწრაფია.

Link to comment
Share on other sites

არც ჩინური იქნება ჩემი აზრით ახლო მომავალში ხოდზე (თუ იქნება მარტო არმ ვარიანტები და არა თავიანთი ნოლიდან შექმნილი) და არც რუსული, მაგ ქვეყნებს სხვადასხვა მიზეზების გამო კიდე უფრო არ აწყობთ ამერიკული ბრენდების ტავარის ფართო გამოყენება, თვითონ რომ ქონდეთ თავი აქამდე გამოუშვებდენ, რაღაცეებს კი ჩალიჩობენ მაგრამ მსოფლიო დონემდე ბევრი უკლია ერთსაც და მეორესაც, დაფინანსებაც აკლიათ მემგონი, ჩინეთს უფრო აქვს შეიძლება თეორიულათ ნორმალური პროცესორის გამოშვების თავი და მილიარდებიც არ აკლია მაინც, მაგრამ ჯერ-ჯერობით ეგენიც ბუქსაობენ, სხვათაშორის თავისი OS შექმნაც გადაწყვიტა ჩინეთმა, მანდაც დიდი უსპეხები არა აქვთ, თან მგონი ლინუქსზეაო აგებული მაგ OS ბირთვი, ნოლიდან შექმნილი არაა, შეიძლება მთავრობაში გაუშვან ეგეთები მოგვიანებით, ან უკვე გაშვებულიცაა, სადღაც იდო ინფო, მაგრამ უცხოეთში ეგეთს არც გაეკარებიან მაინც, თვითონ არმ რაც შეეხება ჯერ-ჯერობით მარტო ზოგიერთ სექტორებშია წარმატებული და უწევს სერიოზულ კონკურენციას X86 პროცესორებს, სხვაგან ჯერ ვერა, ეპლი კიდე ინტელზე ღორმუცელა კანტორაა, რომც რამე კარგი გამოუშვან დაბალი ფასები დაივიწყეთ, მაგათ სულ 10000-15000$ უდევთ ჰაი ენდ სისტემებზე და მაგ ახალსაც ალბათ ასტრონომიულ ფასს დაადებენ როცა გამოვა მძლავრი მოდელი არმ-ზე, სხვა მხრივ პირველ რიგში მობილურ სექტორში უნდა იყოს ეგეთი წარმატებული და სასერვერო სექტორის ნაწილში, თუ დაიწყება შევიწროვება პირველ რიგში ჯერ მანდ ალბათ, ხო ნვიდიამაც ხომ იყიდა არმი, რისი გამოშვება სურთ ზუსტათ ჯერ არავინ არ იცის, თვითონაც არ გაუკეთებიან ანონსი ჯერ, მიკროსოფტიც კი აპირებსო არმ-ზე თავისი პროცესორის შექმნას, პირველ რიგში sarface ნდომიათ უფრო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.