Jump to content

NVIDIA-ს პარტნიორები ემზადებიან GeForce RTX 3060 Ultra-ს გამოშვებისთვის - 12 გბ GDDR6 და ფასი დაახლოებით 450 $


Recommended Posts

როგორც ჩანს, NVIDIA ნამდვილად აპირებს გამოუშვას GeForce RTX 3060 დაფის კიდევ ერთი ვერსია - GeForce RTX 3060 Ultra. ინტერნეტ-წყაროებმა გააზიარეს ASUS-ის მიერ დამზადებული ასეთი დაფის არატრადიციული ვერსიის სურათები. ახალი ვიდეო დაფის მთავარი მახასიათებელი იქნება 12 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერების არსებობა. ცნობილია, რომ GeForce RTX 3060 Ultra-ს თავდაპირველად უნდა დარქმეოდა უბრალოდ GeForce RTX 3060. 

image.jpeg 

რესურს Wccftech-მა გააზიარა ASUS-ის მიერ დამზადებული, ჯერ არგამოსული GeForce RTX 3060 Ultra ვიდეო დაფის ფოტოები (მოდელი TUF-RTX3060U-O12G-Gaming). როგორც შეფუთვაზე არსებული წარწერა მოწმობს, ეს ამაქარებელი უნიკალური იქნება 12 გბ ვიდეომეხსიერებით იმის ფონზე, რომ მოდელების ხაზში მას ზემოთ დგას ვიდეო დაფები GeForce RTX 3060 Ti, GeForce RTX 3070 და GeForce RTX 3080 ნაკლები მოცულობის ვიდეომეხსიერებით (8 ან 10 გბ). დიდი ალბათობით, ამ ფაქტით შესაძლებელია აიხსნას ის, რომ პერსპექტივაში GeForce RTX 3000-სერიაში ასევე შევა GeForce RTX 3070 და GeForce RTX 3080 დაფების Ultra-ვერსიები დიდი მოცულობის მეხსიერებით. 

image.jpeg 

 

წყაროს თანახმად, ASUS ერთდროულად ამზადებს GeForce RTX 3060 Ultra-ს რამდენიმე ვერსიას, მათ შორის, ფლაგმანური ROG Strix სერიის ფარგლებში. რაც შეეხება TUF Gaming GeForce RTX 3060 Ultra-ს, ამ დაფას ექნება გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. არსებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის კომპიუტერის კორპუსში იგი გაფართოების ორნახევარ სლოტს დაიკავებს. სამწუხაროდ, ვიდეო დაფის კვების ქვესისტემის კონფიგურაციის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. თუკი TUF Gaming სერიის სხვა მოდელების მაგალითს მიჰყვებ, მასანაც შესაძლოა გამოიყენებულ იქნას ერთი ან ორი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. რაც შეეხება ვიდეო კონექტორებს, დაფას ექნება ერთი HDMI ინტერფეისი და სამი DisplayPort. 

მითითებულია, რომ GeForce RTX 3060 Ultra-ს ეტალონური ვერსიის სარეკომენდაციო ღირებულება იქნება 449 აშშ დოლარი. ახალი პროდუქტის ანონსი მოსალოდნელია 12 იანვარს დაგეგმილ NVIDIA-ს ღონისძიების ფარგლებში. 

Link to comment
Share on other sites

საინტერესო ფასი და კონფიგურაცია აქვს 3060Ti VS 3060 ultra, ვნახოთ აბა რომელი უფრო კარგ ფპს დადებს და უფრო სწრაფი იქნება მაინინგში, ფასში რამე დიდი სხვაობა არაა და მაგიტომ, ახალს 12გბ VRAM ძველ მოდელს მარტო 8გბ მაგრამ წარმადობაზე კუდა კორები და სხვა პარამეტრებიც მოქმედებს კარტის, ზოგადათ ულტრა შეიძლება უფრო მაღალი VRAM იყოს და 3070-3080 გამოვიდეს, 3080Ti კი ისედაც 20გბ VRAM გამოდისო და არა 12 როგორც თავიდან წერდენ, ეგ ბოლო ვითომ თებერვალში გამოვაო 1000$ დიაპაზონში, მთავარი მაინც წარმადობაა და არა მარტო VRAM რაოდენობა, ფასები კი გაიზრდება მაგრამ წარმადობა რამდენით მოემატება მაგას მარტო ტესტები გვაჩვენებს მაგ ახალ კარტებზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.