Jump to content

მობილური GeForce RTX 3080 16 გბ გვიჩვენებს შესაძლებლობებს Geekbench 5-ში


Recommended Posts

მოსალოდნელია, რომ NVIDIA მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგენს GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფების მობილურ ვერსიებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალი დაფები უკვე გამოჩნდა პოპულარული ბენჩმარკების მონაცემთა ბაზებში: ენთუზიასტებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ახალი მოდელი Geekbench 5-ის სატესტო პაკეტში და უზიარებენ ფართო საზოგადოებას. 

წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე, მობილურ GeForce RTX 3080-ს აქვს GPU 6144 აქტიური CUDA ბირთვით (მაქსიმალური სიხშირე 1.54 გჰც), აგრეთვე 16 გბ ვიდეომეხსიერება. ASUS-ის მიერ წარმოებულ ROG Zephyrus სერიის ლეპტოპში ახალ ვიდეო დაფასთან ერთად წარმოდგენილია 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი AMD Ryzen 9 5900H, ასევე DDR4 ტიპის 48 გბ ოპერატიული მეხსიერება ეფექტური 3200 მჰც სიხშირით. 

image.jpeg 

OpenCL დისციპლინაში ახალმა მოდელმა შეძლო 139181 ქულის მოპოვება, შესაბამისად იგი თავის დესკტოპ-ვარიანტს საშუალოდ 22.7%-ით ჩამორჩება, თუმცა ბევრად ნაკლები CUDA-ბირთვის (-29.4 %) გათვალისწინებით შედეგი ნამდვილად კარგია. 

შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 3080-თან ერთად, რომელიც წარმოდგენილი იქნება 16 და 8  ვიდეომეხსიერების მქონე ვერსიებად, უნდა შედგეს უფრო ხელმისაწვდომი GeForce RTX 3070 და RTX 3060 მოდელების დებიუტი მობილური სეგმენტში. 

Link to comment
Share on other sites

amd ძინავს როგორც ყოველთვის მობილურ სექტორში, ვერ გავიგე დაფინანსება არ ყოფნით თუ ბანალურათ ვერ უწევენ გარკვეული მიზეზების გამო ნვიდიას კონკურენციას და მაგიტომ აღარც უშვებენ მაგ დონის ანალოგებს ნოუტბუკებისთვის, ნუ აქვთ პროფესიონალური FireGL კარტები მაგრამ როგორც წესი ვკადროებზე უფრო სუსტებია მაგ საქმისთვის და ფასშიც საკმაო დიდი სხვაობა გამოდის მაგის გამო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.