Magdalena Posted January 5, 2021 Share Posted January 5, 2021 მოსალოდნელია, რომ NVIDIA მიმდინარე წლის დასაწყისში წარადგენს GeForce RTX 30 სერიის ვიდეო დაფების მობილურ ვერსიებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალი დაფები უკვე გამოჩნდა პოპულარული ბენჩმარკების მონაცემთა ბაზებში: ენთუზიასტებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთი ახალი მოდელი Geekbench 5-ის სატესტო პაკეტში და უზიარებენ ფართო საზოგადოებას. წარმოდგენილი მონაცემებიდან გამომდინარე, მობილურ GeForce RTX 3080-ს აქვს GPU 6144 აქტიური CUDA ბირთვით (მაქსიმალური სიხშირე 1.54 გჰც), აგრეთვე 16 გბ ვიდეომეხსიერება. ASUS-ის მიერ წარმოებულ ROG Zephyrus სერიის ლეპტოპში ახალ ვიდეო დაფასთან ერთად წარმოდგენილია 8-ბირთვიანი, 16-ნაკადიანი პროცესორი AMD Ryzen 9 5900H, ასევე DDR4 ტიპის 48 გბ ოპერატიული მეხსიერება ეფექტური 3200 მჰც სიხშირით. OpenCL დისციპლინაში ახალმა მოდელმა შეძლო 139181 ქულის მოპოვება, შესაბამისად იგი თავის დესკტოპ-ვარიანტს საშუალოდ 22.7%-ით ჩამორჩება, თუმცა ბევრად ნაკლები CUDA-ბირთვის (-29.4 %) გათვალისწინებით შედეგი ნამდვილად კარგია. შეგახსენებთ, რომ GeForce RTX 3080-თან ერთად, რომელიც წარმოდგენილი იქნება 16 და 8 გბ ვიდეომეხსიერების მქონე ვერსიებად, უნდა შედგეს უფრო ხელმისაწვდომი GeForce RTX 3070 და RTX 3060 მოდელების დებიუტი მობილური სეგმენტში. http://bit.ly/3pG6LqQ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 5, 2021 Share Posted January 5, 2021 amd ძინავს როგორც ყოველთვის მობილურ სექტორში, ვერ გავიგე დაფინანსება არ ყოფნით თუ ბანალურათ ვერ უწევენ გარკვეული მიზეზების გამო ნვიდიას კონკურენციას და მაგიტომ აღარც უშვებენ მაგ დონის ანალოგებს ნოუტბუკებისთვის, ნუ აქვთ პროფესიონალური FireGL კარტები მაგრამ როგორც წესი ვკადროებზე უფრო სუსტებია მაგ საქმისთვის და ფასშიც საკმაო დიდი სხვაობა გამოდის მაგის გამო Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.