Jump to content

NVIDIA Ampere vs AMD Big Navi – 2020 წლის უსწრაფესი ვიდეო დაფების ბრძოლა Benchmark-ის მიხედვით


Recommended Posts

რომელი ვიდეო დაფა უნდა აარჩიოთ, თუკი ყველაზე სწრაფი მოდელი გსურთ? ან როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვინდა ოპტიმალური ვარიანტი ფასთან მიმართებაში? 

ვიდეო დაფების ხელმისაწვდომობის დონე არც ისე მაღალია. NVIDIA-ს შემხვევაში ვითარება შედარებით უკეთესია, თუმცა აქაც შეინიშნება პრობლემები. მაგალითად, ხშირ შემხვევაში ნაკლები წარმადობის GeForce RTX 3060 Ti უფრო ძვირი ღირს, ვიდრე RTX 3070. AMD-სთან დაკავშირებით სიტუაცია უფრო უცნაურია: ახლახანს გაყიდვაში გამოვიდა 6000 სერიის ახალი ვიდეო დაფები, თუმცა ისინი ისე უცებ გაქრა მაღაზიებიდან, რომ ყიდვა არ იყო ადვილი. 

image.jpeg 

ამჯერად განვიხილავ ხუთი გრაფიკული ჩიპის ტესტირებას რეალურ პირობებში, კერძოდ კი თამაშებში, რომლებიც სხვა ტესტებზე უკეთ ასახავენ, ღირს თუ არა ესა თუ ის ვიდეო დაფა იმ თანხად, რამდენადაც ფასდება ამჟამად. განხილვაში გამოყენებულია Benchmark-ის გუნდისგან მიღებული შედეგები. გაფართოებაა 2K, გრაფიკის ხარისხი მაქსიმალურ დონეზეა. 

  • GeForce RTX 3060 Ti 

  • GeForce RTX 3070 

  • GeForce RTX 3080 

  • Radeon RX 6800 

  • Radeon RX 6800 XT 

რადგანაც ძალიან ბევრი ვიდეო დაფაა, იხილეთ შედეგები სქრინშოტებზე. ჩვენ გვაინტერესებს Avg FPS პარამეტრი, რაც ნიშნავს კონკრეტულ თამაშში წამში კადრების საშუალო რაოდენობას. ზემოთ მოცემულია ტესტის მონაწილეები. 

image.jpeg 

Assassin's Creed Valhalla 

image.jpeg 

Cyberpunk 2077 

image.jpeg 

Horizon Zero Dawn 

image.jpeg 

Resident Evil 3 Remake 

image.jpeg 

Shadow of the Tomb Raider 

image.jpeg 

Red Dead Redemption 2 

image.jpeg

Metro Exodus 

image.jpeg

როგორც ვხედავთ, მდგომარეობა ცალსახა არ არის. ზოგიერთ თამაშში გაიმარჯვა RX 6800 XT-მ. თუმცა უმეტეს შემხვევაში არის ფრე ან მცირე უპირატესობა NVIDIA-ს მხარეს GeForce RTX 3080 დაფით. Radeon RX 6800 აბსოლუტური მაჩვენებლით ამარცხებს GeForce RTX 3070-ს. GeForce RTX 3060 Ti უკონკურენტოა. იგი უზრუნველყოფს შესანიშნავ წარმადობას. მომხმარებლებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ ფასის კლებას და შეიძნონ 2021 წლის ოპტიმალური ვიდეო დაფა 2K გაფართოების თამაშებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

ჯერ-ჯერობით სამწუხაროთ ბრძოლა მარტო ფორმალურია, რახან ნავის კარტებს ფაქტიურათ ვერსად ვერ იშოვი, ნვიდია თურმე ლამის 7/1 პროპორციით უშვებსო თავის 3000 სერიის მოდელებს ამ ეტაპზე VS navis, ეგ კი ძალზე დიდი სხვაობააა და არანაირი 20-80% აღარ გამოდის ჯერ რაც ქონდა ნვიდიას მანამდე ბაზრის წილი დაკავებული + იძახიან რომ სულ მალე ნვიდია-ინტელის კომბოებზეც იქნებაო შესაძლებელი 10-11 სერიის ინტელის პროცესორებზე SAM გააქტიურება (smart access memory) ამიტომ ეგ ბრძოლა ჯერ ჩისტა ფურცელზეა, კიდე რეი ტრეისინგის წარმადობით ორჯერ სუსტი ყოფილა AMD და მაგას ემატება კიდე DLSS უქონლობა ამდ სერიაზე, რომელსაც ბევრი რასაც ვუყურებ არ აიგნორებს და აკმაყოფილებს ეგეთ ვიდშიც მცირე შეკვეცებით გრაფიკა, რაც მთავარია ეგ ფიშკა ფპს RTX რეჟიმში აორმაგებს, ისე კი მაგ 6800XT პირდაპირი კონკურენტი თუ 3080, შეიძლება 6800 პირდაპირი კონკურენტი უკვე ჯერ არ გამოსული 3070Ti იყოს, 3070 კი ჯერ არ გამოსული 6700 მოდელი სიტყვაზე, 3060Ti რამე მაგაზე სუსტი 350$ კარტა, რომელსაც წელს გამოუშვებს ამდ, ფლაგმანების ბრძოლა კი 3090 და 6900XT შორის კი არ იქნება და უფრო მაგ ნავის და 3080Ti შორის ალბათ, რომელიც თებერვალში გამოდის ექნება 20GB VRAM (და არა 12) GDDR6X-ზე და იგივე გამტარობა რაც 3090 კარტაზე, ამიტომ რეიტრეისინგში ეგეც სერიოზული კარტა იქნება + SAM 10% პრიროსტიც ნუ დაგვავიწყდება, რომელიც ჯერ მაგ სერიაზე არაა დამატებული მაგრამ ნვიდია უკვე გადის ტესტიროვკებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.