Jump to content

LG წარადგენს „დრეკადი“ OLED გეიმინგ მონიტორის კონცეფციას გამოფენა CES 2021-ზე


Recommended Posts

გამჭვირვალე OLED ეკრანების დემონსტრაციის პარალელურად კომპანია LG Display ვირტუალურ გამოფენა CES 2021-ზე წარადგენს გეიმინგთან დაკავშირებულ კონცეპტს: ეს იქნება 48-დუიმიანი დისპლეი Bendable CSO (Cinematic Sound OLED), რომელსაც შეუძლია ბრტყელი რეჟიმიდან რკალისებრი ეკრანის რეჟიმზე გადასვლა. 

image.jpeg 

იდეა ის არის, რომ მომხმარებელს შეუძლია დატკბეს ვიდეოს ყურებით ბრტყელი ეკრანის რეჟიმში, ხოლო ღილაკზე შეხებით მონიტორი ცვლის კონფიგურაციას და იქცევა 1000 მმ-მდე სიმრუდის მქონე რკალისებრ ეკრანად უფრო შთამბეჭდავი გეიმინგის უზრუნველყოფისთვის. 

გასულ წელს რაღაც მსგავსი უკვე წარადგინეს: 65-დუიმიან ეკრანს შეეძლო რკალისებრ რეჟიმში გადასვლა. ამჯერად სიახლე CSO ტექნოლოგიის გამოყენება. 0.6 მმ სისქის სპეციალური საფარი საშუალებას იძლევა გარდაიქმნას მთლიანი OLED პანელი. ეს ტექნოლოგია გამოიყენება ზოგიერთ სმარტფონში და საშუალებას იძლევა მოწყობილობა იყოს უფრო თხელი ტრადიციულ დინამიკებზე უარის თქმის შედეგად. 

კორეულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ამ მონიტორში მხარდაჭერილია კადრის განახლების სიხშირის ცვლილება 40-დან 120 ჰერცამდე - ეს არის გეიმინგ მონიტორის მინიმუმი დღესდღეობით. უამრავი დისპლეი ამჟამად წარმოდგენილია 240 და 360 ჰერცი განახლების სიხშირით, თუმცა მათ არ აქვს შესაძლებლობა - ბრტყელი რეჟიმიდან გადავიდნენ რკალისებრ ფორმაში.  

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ სერიოზული რამეა, მაგრამ უკვე აქვს LG OLED 48 ინჩიანი ტელევიზორი რომელსაც ბევრი როგორც გეიმერულ მონიტორს ისე ხმარობს, აი ეს https://www.rtings.com/monitor/reviews/lg/48-cx-oled სერიოზული ჩვენება აქვს მაგასაც და სხერხძვირი ზომიდან დამომდინარე არ ჯდება, 1500$ მაგის ფასი ამაზონზე, ნუ გერვოკცა მარტო 120 გერცი აქვს, ზატო ბრტყელი ერკანი აქვს, რახან ბევრს მორკალური ერკანი არ მოსწონს მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.