Jump to content

Coinbase და OKCoin XRP ტოკენით ვაჭრობას შეაჩერებენ SEC-ის სარჩელის გამო


Recommended Posts

image.png

კრიპტო ბირჟა Coinbase დახურავს XRP ტოკენებით ვაჭრობას ყველა რეგიონის მომხმარებლებისთვის. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღ პლატფორმა OKCoin-მაც. 

image.png 

”Coinbase გეგმავს XRP-ით ვაჭრობის მთლიანად შეჩერებას სამშაბათს, 2021 წლის 19 იანვარს”, - ნათქვამია განცხადებაში. 

ამჟამად ამერიკული ბირჟა გახლავთ ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელმაც XRP-ის მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მიიღ. მასზე მოდის ტოკენებით გლობალური ვაჭრობის მოცულობის დაახლოებით 8.5%. 

მომხმარებლები შეინარჩუნებენ წვდომას საფულეებთან და მიიებენ Spark მონეტებს, როგორც Aridrop-ს. ასევე შენარჩუნდება ტოკენის მხარდაჭერა კასტოდიალურ სერვისებზე -Coinbase Custody და Coinbase Wallet. 

image.png 

”ჩვენ გავაგრძელებთ XRP-ის გარშემო განვითარებული მოვლენების მონიტორინგს და ვაცნობებთ მომხმარებლებს, როდესაც მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი”, - განაცხადეს Coinbase-ში. 

ბირჟა OKCoin შეაჩერებს ვაჭრობას და XRP დეპოზიტების მიღებას 2021 წლის 4 იანვრიდან შემდგომ შეტყობინებამდე. ყველა სხვა ფუნქცია იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში. 

image.png 

სავაჭრო პლატფორმამ XRP / USD ბაზარზე მარგინალური ვაჭრობის მონაწილეებს სთხოვა 3 იანვრამდე დააბრუნონ ნასესხები თანხები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქტიური სესხის პოზიციები ლიკვიდრდება. 

CoinGecko- თანახმად, XRP-ს ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 55,1%-ით დაეცა. ტოკენის ფასი ამჟამად 0,23 აშშ დოლარია. 

მანამდე XRP ტოკენებით ვაჭრობა აშშ-ის მაცხოვრებლებისთვის შეჩერდა რამდენიმე მსხვილ პლატფორმაზე, მათ შორისაა Galaxy Digital, Bitstamp და B2C2. 

აქტივების მმართველმა კომპანიამ Bitwise Asset Management-მა თავის ფლაგმანურ საინდექსაციო ფონდ Bitwise 10 Crypto Index Fund-იდან გამორიცხა ტოკენი. 

საგადო პლატფორმა Crypto com XRP ტოკენს გამორიცხავს 2070 წლის 19 იანვრიდან აშშ-ის რეზიდენტების მხარდაჭერილი აქტივების სიიდან. 

image.png 

შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიამ (SEC) შეიტანა სარჩელი კომპანია Ripple-ის აღმასრულებელ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსისა და მისი თანადამფუძნებლის, კრის ლარსენის წინააღმდეგ. დეპარტამენტის ცნობით, კომპანია შვიდი წლის განმავლობაში ყიდიდა არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებს ტოკენის სახით და ამ დროისთვის 1 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.