Jump to content

ASUS იანვარში წარადგენს ROG Strix გეიმინგ ლეპტოპებს AMD Ryzen 5000H-ისა და GeForce RTX 30-სერიის ბაზაზე


Recommended Posts

ASUS-მა დაადასტურა თავისი განზრახვა იანვარში CES 2021-ზე ახალი ROG Strix სერიის გეიმინგ ლეპტოპების წარდგენის შესახებ. კომპანია აპირებს არა მხოლოდ განაახლოს პორტატული გეიმინგ სისტემების მოდელები GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლებით, არამედ სერიაში პირველად წარადგენს მოდელებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება AMD-ს მობილურ პროცესორებზე. 

image.jpeg 

თავად ASUS-ის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო მასალები არ წარმოგვიდგენს მომავალი გეიმინგ ლეპტოპების ზუსტ მახასიათებლებს, მაგრამ ITHome-ის ჩინურმა გამოცემამ მომავალი სიახლეების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, 2021 წლის ROG Strix მოდელებშ წარმოდგენილი იქნება AMD Ryzen 5000H პროცესორები ფლაგმანურ მოდელ 9 5900HX-მდე. 

image.jpeg 

ამ დროისთვის არ არის ცნობილი რამდენად განსხვავდება ეს ჩიპი Ryzen 9 5900H ვერსიისგან, მაგრამ VideoCardz-ის თანახმად მთავარი განსხვავება იქნება TDP-ის დონეში, აგრეთვე ავტომატური აჩქარების პოტენციალში.  

image.jpeg 

გრაფიკული ქვესისტემის სახით უახლეს ASUS ROG Strix ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება მობილური GeForce RTX 3060, RTX 3070 და RTX 3080. აღინიშნება, რომ ეს არის პირველი შემხვევა, როდესა გეიმინგ ლეპტოპების შემადგენლობაში გამოყენებული იქნება კოფიგურაცია NVIDIA-ს მაალი წარმადობის ვიდეო დაფებითა და AMD-ის მძლავრი პროცესორებით. 

image.jpeg 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მძლავრი რვაბირთვიანი მობილური Intel Tiger Lake-H45 ჩიპების ანონსი, რომლებიც გახდებიან AMD Ryzen 5000H-ის (Cezanne, Zen 3) პირდაპირი კონკურენტები, ჩატარდება CES 2021-ის შემდეგ, ასე რომ, ASUS- შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდ არჩევანი სხვა ამა თუ იმ პროცესორის სასარგებლოდ. ბაზარზე ასევე წარმოდგენილი იქნება ოთხბირთვიანი Intel Tiger Lake-H35 შემცირებული TDP-ის დონით. ისინი წარმოდგენილი იქნება ლეპტოპების გარკვეულ მოდელებში, მაგრამ ეს პროცესორები არ არის გეიმინგ სისტემისთვის იდეალური. ამ მიზეზის გამო კომპანიების უმეტესობა კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამოუშვებს ლეპტოპებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება ამჟამინდელ მე-10 თაობის Intel Comet Lake-H ჩიპებსა და უახლეს GeForce RTX 30 სერიის გრაფიკზე. 

image.jpeg 

Ryzen 5000-ზე დამყარებული ASUS ROG Strix სათამაშო ლეპტოპის დამატებითი საინტერესო მახასიათებელი იქნება 2K (2560 × 1440 პიქსელი) გაფართოების მხარდაჭერა და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. გეიმერებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ კომპრომისზე წასვლა და ირჩევდნენ ლეპტოპებს 1080p გაფართოებითა და 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით ან ვარიანტებს 4K გაფართოებია და 60 ჰერცი სიხშირით. ოქროს შუალედი QHD-ეკრანებითა და კადრის განახლების მაალი სიხშირით შესაძლოა მეტად პოპულარული გახდეს მომდევნო წლის გეიმინგ ლეპტოპებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.