Magdalena Posted December 31, 2020 Share Posted December 31, 2020 ASUS-მა დაადასტურა თავისი განზრახვა იანვარში CES 2021-ზე ახალი ROG Strix სერიის გეიმინგ ლეპტოპების წარდგენის შესახებ. კომპანია აპირებს არა მხოლოდ განაახლოს პორტატული გეიმინგ სისტემების მოდელები GeForce RTX 30 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლებით, არამედ სერიაში პირველად წარადგენს მოდელებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება AMD-ს მობილურ პროცესორებზე. თავად ASUS-ის მიერ გამოქვეყნებული სარეკლამო მასალები არ წარმოგვიდგენს მომავალი გეიმინგ ლეპტოპების ზუსტ მახასიათებლებს, მაგრამ ITHome-ის ჩინურმა გამოცემამ მომავალი სიახლეების შესახებ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, 2021 წლის ROG Strix მოდელებში წარმოდგენილი იქნება AMD Ryzen 5000H პროცესორები ფლაგმანურ მოდელ 9 5900HX-მდე. ამ დროისთვის არ არის ცნობილი რამდენად განსხვავდება ეს ჩიპი Ryzen 9 5900H ვერსიისგან, მაგრამ VideoCardz-ის თანახმად მთავარი განსხვავება იქნება TDP-ის დონეში, აგრეთვე ავტომატური აჩქარების პოტენციალში. გრაფიკული ქვესისტემის სახით უახლეს ASUS ROG Strix ლეპტოპებში წარმოდგენილი იქნება მობილური GeForce RTX 3060, RTX 3070 და RTX 3080. აღინიშნება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გეიმინგ ლეპტოპების შემადგენლობაში გამოყენებული იქნება კონფიგურაცია NVIDIA-ს მაღალი წარმადობის ვიდეო დაფებითა და AMD-ის მძლავრი პროცესორებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მძლავრი რვაბირთვიანი მობილური Intel Tiger Lake-H45 ჩიპების ანონსი, რომლებიც გახდებიან AMD Ryzen 5000H-ის (Cezanne, Zen 3) პირდაპირი კონკურენტები, ჩატარდება CES 2021-ის შემდეგ, ასე რომ, ASUS-ს შეიძლება უბრალოდ არ ჰქონდა არჩევანი სხვა ამა თუ იმ პროცესორის სასარგებლოდ. ბაზარზე ასევე წარმოდგენილი იქნება ოთხბირთვიანი Intel Tiger Lake-H35 შემცირებული TDP-ის დონით. ისინი წარმოდგენილი იქნება ლეპტოპების გარკვეულ მოდელებში, მაგრამ ეს პროცესორები არ არის გეიმინგ სისტემისთვის იდეალური. ამ მიზეზის გამო კომპანიების უმეტესობა კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამოუშვებს ლეპტოპებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება ამჟამინდელ მე-10 თაობის Intel Comet Lake-H ჩიპებსა და უახლეს GeForce RTX 30 სერიის გრაფიკაზე. Ryzen 5000-ზე დამყარებული ASUS ROG Strix სათამაშო ლეპტოპის დამატებითი საინტერესო მახასიათებელი იქნება 2K (2560 × 1440 პიქსელი) გაფართოების მხარდაჭერა და 165 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე. გეიმერებს დიდი ხნის განმავლობაში მოუწიათ კომპრომისზე წასვლა და ირჩევდნენ ლეპტოპებს 1080p გაფართოებითა და 360 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით ან ვარიანტებს 4K გაფართოებითა და 60 ჰერცი სიხშირით. ოქროს შუალედი QHD-ეკრანებითა და კადრის განახლების მაღალი სიხშირით შესაძლოა მეტად პოპულარული გახდეს მომდევნო წლის გეიმინგ ლეპტოპებში. http://bit.ly/38Lct43 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.