Jump to content

2020 წლის 10 სმარტფონი ყველაზე სწრაფი დამუხტვით


Recommended Posts

წელს სმარტფონების მწარმოებელმა ბევრმა კომპანიამ ყურადღება გაამახვილა როგორც სადენიანი, ისე უსადენო გზით სწრაფი დამუხტვის სიმძლავრეზე. აგვისტოში კომპანია Xiaomi-მ გამოუშვა მოდელი Mi 10 Ultra, რომელიც იყო პირველი სმარტფონი 120-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. მოცემულ სტატიაში ვისაუბრეთ ყველაზე სწრაფი დამუხტვის მქონე ათ სმარტფონზე. საუბარი შეეხება არა სიმძლავრეს, არამედ ბატარეის 0-დან 100%-მდე დამუხტვის სიჩქარეს. 

image.png 

მე-9 და მე-10 ადგილები გაინაწილეს POCO X3 NFC-მა 5160 მა/სთ მოცულობის ბატარეით და OnePlus 8-მ - 4300 მა/სთ მოცულობის აკუმულატორით. ბატარეის სრული დამუხტვისთვის საათი და 3 წუთია საჭირო. Xiaomi-ს 8-ნანომეტრიანი მობილური პროცესორი Snapdragon 732G აქვს, დამუხტვის სიმძლავრე 33 ვატს შეადგენს. OnePlus-ის ფლაგმანს აქვს Snapdragon 865 ჩიპი და 30-ვატიანი დამუხტვა. 

შემდეგი მოდის OnePlus-ის ორი მოდელი. მე-8 პოზიციაზეა OnePlus 8 Pro 4510 მა/სთ მოცულობის ბატარეითა და Snapdragon 865 ჩიპით, ერთი პოზიციით მაღლაა OnePlus Nord – 4115 მა/ს მოცულობის ბატარეით და Snapdragon 765G ჩიპსეტით. ისინი იტენება 60 წუთსა და 57 წუთში, შესაბამისად. 

image.jpeg 

მომდევნო მოდელია Realme X3 SuperZoom Snapdragon 855+ ჩიპით. მას აქვს 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 56 წუთში იმუხტება. სწრაფი დამუხტვის სიმძლავრეა 30 ვაი ისევე, როგორც წინა ორი სმარტფონის შემხვევაში. 

მეხუე ადგილზეა Huawei Mate 40 Pro. მოდელი დაანონსდა შემოდგომის შუა პერიოდში, აქვს პროცესორი Kirin 9000 5G. ეს გახლავთ ჩამონათვალში ერთადერთი სმარტფონი, რომელიც 5-ნანომეტრიან ცალკრისტალიან სისტემაზე მუშაობს. 4400 მა/სთ მოცულობის ბატარეის სრულად დამუხტვისთვის საჭიროა 49 წუთი 66-ვატიანი დამუხტვის პირობებში. 

image.jpeg 

მეოთხე ადგილი ერგო ფლაგმანურ Xiaomi Mi 10 Pro-ს. მისი ბატარეა 4500 მილიამპერიანია, აქვს 50-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა და Snapdragon 865 ჩიპსეტი. სრული დამუხტვისთვის საჭიროა მხოლოდ 43 წუთი. 

მესამე ადგილზეა OPPO Find X2 Pro – 4260 მა/ს ბატარეით, მეორეზე - Realme X50 Pro – 4200 მა/ს მოცულობის ბატარეით. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბატარეებს შორის სხვაობა მხოლოდ 60 მილიამპერია, Realme-ს მოდელი გაცილებით სწრაფად იტენება - 33 წუთში 43 წუთის წინააღმდეგ. ორივე სმარტფონს აქვს Snapdragon 865 პროცესორი. 

image.png 

და ბოლოს, ლიდერია Xiaomi Mi 10 Ultra Snapdragon 865 ჩიპით. 120-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით იგი 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეა 21 წუთში მუხტავს. 

თითქმის ყველა სმარტფონის ბატარეა მოცულობით განსხვავებულია, რაც გავლენას ახდენს დატენვის სიჩქარეზე. მოდელების რეიტინგი ოდნავ შეიცვლება, თუკი ყურადღებას გავამახვილებთ საშუალო დროზე, რაც სჭირდება 1000 მა/ს ბატარეის დამუხტვას. პირველი ხუთეული მაინც უცვლელი დარება, ქვედა ნაწილში კი მცირედი ცვლილებებია: 

image.jpeg 

POCO X3 NFC ადის მე-6 ადგილზე, OnePlus 8 Pro - მე-7-ზე. OnePlus 8 ჩამოდის მეათე პოზიციაზე, OnePlus Nord- მე-9-ზე, Realme X3 SuperZoom მერვე ადგილს იკავებს. 

# 

მოდელი 

ბატარეის მოცულობა 

დამუხტვის სიმძლავრე 

დამუხტვის დრო ( 0-100%-მდე) 

საშ. დრო 1000 მა/სთ-ზე 

# 

1 

Xiaomi Mi 10 Ultra 

4500 მა/სთ 

120 ვტ 

21 წთ 

6,89 წთ 

1 

2 

Realme X50 Pro 

4200 მა/სთ 

65 ვტ 

33 წთ 

7,86 წთ 

2 

3 

OPPO Find X2 Pro 

4260 მა/სთ 

65 ვტ 

43 წთ 

10,09 წთ 

3 

4 

Xiaomi Mi 10 Pro 

4500 მა/სთ 

50 ვტ 

46 წთ 

10,22 წთ 

4 

5 

Huawei Mate 40 Pro 

4400 მა/სთ 

66 ვტ 

49 წთ 

11,14 წთ 

5 

6 

Realme X3 SuperZoom 

4200 მა/სთ 

30 ვტ 

56 წთ 

13,33 წთ 

8 

7 

OnePlus Nord 

4115 მა/სთ 

30 ვტ 

57 წთ 

13,85 წთ 

9 

8 

OnePlus 8 Pro 

4510 მა/სთ 

30 ვტ 

60 წთ 

13,3 წთ 

7 

9-10 

OnePlus 8 

4300 მა/სთ 

30 ვტ 

63 წთ 

14,65 წთ 

10 

Xiaomi POCO X3 NFC 

5160 მა/სთ 

33 ვტ 

63 წთ 

12,21 წთ 

6 

 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.