Jump to content

Huawei-მ წარადგინა ლეპტოპები Intel Tiger Lake პროცესორებით 765 აშშ დოლარად


Recommended Posts

ჩინურმა კომპანია Huawei-მ 5G სმარტფონების - nova 8-ის, nova 8 Pro-სა და Enjoy 20 SE-ს პრემიერის შემდეგ წარადგინა მეთერთმეტე თაობის Intel-ის პროცესორებზე (Tiger Lake) დაფუძნებული რამდენიმე ლპტოპი. მწარმოებელმა განაახლა MateBook D14 და MateBook D15 ლპტოპები. 

image.jpeg 

Huawei MateBook D14 2021 ხაზი მოიცავს ორ მოდელს: ლეპტოპები ინტეგრირებული Iris Xe გრაფიკით და დისკრეტული GeForce MX450 ვიდეო დაფით. პირველი ვერსია აღჭურვილია Intel Core i5-1135G7 პროცესორით (2.4-4.2 გჰც სიხშირე), ხოლო მეორე აქვს უფრო ძლიერი Intel Core i7-1165G7 პროცესორი 2.8-4.7 გჰც სიხშირით. თითოეულ პლატფორმას აქვს ოთხი ბირთვი და მხარდაჭერილია მრავალნაკადიანი ტექნოლოგი, ე.ი. ერთდროულად სრულდება ინსტრუქციის რვა ნაკადი. 

გრაფიკული ქვესისტემისა და პროცესორის მიუხედავად ახალ პროდუქტებში გამოიყენება 512-გიგაბაიტიანი მყარი დისკი, ხოლო ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-ს შეადგენს. ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი Full HD + ეკრანი 100%-იანი sRGB ფერთა გამის მხარდაჭერით. 

Huawei MateBook D15 2021 წარმოდგენილია სამ მოდიფიკაციაში. საბაზისო მოდელში მოცემულია Intel Core i5-1135G7 ჩიპი ინტეგრირებული Intel Iris Xe გრაფიკით. ასევე არსებობს ვერსია იმავე პროცესორით, თუმცა დისკრეტული ამაჩქარებლით NVIDIA GeForce MX450. უფროსი კონფიგურაციის მოდელი გვთავაზობს GeForce MX450 ვიდეო დაფას და Intel Core i7-1165G7 პროცესორს. 

ლეპტოპს აქვს 15.6-უიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოებაა 1920 x 1080 პიქსელი. 14-დუიმიანი მოდელის მსგავსად SSD-დისკის მოცულობა მოდიფიკაციის მიუხედავად შეადგენს 512 გბ-ს, ოპერატიული მეხსიერება კი - 16 გიგაბაიტს. 

კომპაქტური ლეპტოპი იწონის 1.38 კგ-ს. ძველი ვერსიის წონაა 1.56 კგ. საერთო ჯამში ასევე აღსანიშნავია USB-C USB 3.2 (Gen 1), USB 2.0, HDMI, ყურსასმენის კონექტორი, თითის ანაბეჭდის სენსორი და Wi-Fi 5.8 გჰც სიხშირის დიაპაზონის მხარდაჭერით. ახალი ლეპტოპები უკვე ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთისთვის. გაყიდვები დაიწყება 2021 წლის 1 იანვარს. 

Huawei MateBook D14 2021 Intel Core i5-1135G7 ჩიპითა და ინტეგრირებული გრაფიკით 765 აშშ დოლარად შეფასდა. Intel Core i7-1165G7 ვერსია NVIDIA GeForce MX450 დაფით 980 აშშ დოლარი ღირს. Huawei MateBook D15 2021 ლეპტოპის იდენტური კონფიგურაციების ფასები არ განსხვავდება უმცროსი მოდელისგან. Intel Core i5-1135G7 ჩიპისა და GeForce MX450 გრაფიკის მქონე ვერსიის ფასი შეადგენს 840 აშშ დოლარს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.