Jump to content

Xiaomi-მ ოფიციალურად დაასახელა ფლაგმანების - Xiaomi Mi 11-სა და Mi 11 Pro-ს ანონსის თარიღი


Recommended Posts

კომპანია Xiaomi 2020 წელს დაასრულებს 5-ნანომეტრიანი Snapdragon 888 5G პროცესორის მქონე ორი ფლაგმანური სმარტფონის ანონსით. მათი სახელწოდებებია Xiaomi Mi 11 და Mi 11 Pro. ჩინურმა კომპანიამ დაასახელა ახალი სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაციის თარიღი. 

image.png 

ორივე მოწყობილობაში წარმოდგენილი იქნება: Bluetooth 5.1, Wi-Fi 6, NFC, მეხუთე თაობის მობილური ქსელის მხარდაჭერა და AMOLED-დისპლეი მომრგვალებული კიდეებით, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირე და ინტეგრირებული ბიომეტრიული სენსორი. ამასთან, Xiaomi Mi 11-ს ექნება FHD+ მატრიცა, Pro ვერსიაში კი მოცემული იქნება Quad HD+ ფორმატის ეკრანი. 

სმარტფონებს შორის ერთადერთი ძირითადი განმასხვავებელია ძირითადი კამერა. სტანდარტული მოდელის კრების მონაცემებია 108+13+5 მეგაპიქსელი. მხარდაჭერილი იქნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია და ვიდეოს ჩაწერა 8K ULTRA HD ფორმატში 30 კადრი/წამში სიჩქარით. Xiaomi Mi 11 Pro-ს კამერების მონაცემებია 50+20+20 მეგაპიქსელი. 

ორივე მოდელს ოპერაციული სისტემის სახით ექნება თანდაყოლილი Android 11. პროგრამული უზრუნველყოფის სახით წარამოდგენილი იქნება საფირმო MIUI 12.5, რომელსაც კომპანია 2020 წლის ბოლოს გაავრცელებს. ორივე მოდელის ოპერატიული მეხსიერების მოცულობაა 8/12 გბ და UFS 3.1 მოდული - 128/256/512 გბ მოცულობით. 

image.png 

Xiaomi Mi 11-ს ექნება 4970 მა/სთ მოცულობის ბატარეა 55-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ეს მოდელი გაიყიდება 610 აშშ დოლარად. Pro ვერსიას ექნება 4780 მა/სთ მოცულობის ბატარეა, დამუხტვის სიმძლავრე 100 ვატს შეადგენს. ეს ვერსია გაიყიდება დაახლოები 810 აშშ დოლარად. ფლაგმანების პრეზენტაცია შედგება მიმდინარე წლის 28 დეკემბერს. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.