Jump to content

4.7 გჰც სიხშირის მქონე მობილური Ryzen 9 5900HX დესკტოპ Core i7-10700K-ზე სწრაფი აღმოჩნდა


Recommended Posts

Geekbench 5-ის ახალი ტესტები გვიჩვენებენ სამომავლო მობილური ჰიბრიდულ პროცესორ AMD Ryzen 9 5900HX-ის (Cezanne) წარმადობას. არსებული ცნობებით, მას ექნება Zen 3 ბირთვები და, როგორც ჩანს, კონკურენციის გაწევა Intel-ის დესკტოპ-პროცესორებისთვისაც კი შეეძლება. 

image.jpeg 

მათთვის, ვინც Cezanne-ის შესახებ ცნობებს არ ადევნება თვალყურს: Ryzen 9 5900HX, დიდი ალბათობით, იქნება AMD-ის ახალი ფლაგმანური APU ლეპტოპებისთვის. სუფიქსი HX სავარაუდოდ აღნიშნავს მაღალ ენერგომოხმარებას და, შესაბამისად, გაზრდილ წარმადობას. 

Ryzen 9 5900HX ჩაანაცვლებს არსებულ ფლაგმანურ Ryzen 9 4900H ჩიპს, ექნება რვა უახლესი Zen 3 ბირთვი (16 ნაკადი), რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესრულებული IPC-ინსტრუქციების კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. გარდა ამისა, Ryzen 9 5900HX-ს ექნება მესამე დონის 16 მბ ქეშ-მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია Ryzen 9 4900H-თან შედარებით. 

image.jpeg 

Geekbench 5-ის თანახმად, Ryzen 9 5900HX პროცესორის საბაზისო სიხშირეა 3.3 გჰც, Turbo-სიხშირე - 4.71 გჰც-მდე. ასე რომ, თუ შევადარებთ Ryzen 9 5900HX-ის შედეგს, რომელიც გამოქვეყნდა ტესტების მონაცემთა ბაზაში, იგი ერთბირთვიან რეჟიმში 23.7%-ით უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე Ryzen 9 4900H. მეორე მხრივ, მრავალნაკადიანი წარმადობა დაახლოებით იმავე დონეზე დარჩა - მხოლოდ 2.2%-ით მეტია ამჟამად არსებულ ფლაგმანთან შედარებით. 

image.jpeg 

AMD-ის ახალი მობილური ფლაგმანი Zen 3 არქიტექტურის ბაზაზე კარგად წარმოაენს ავს Intel Comet Lake-S დესკტოპ პროცესორთან მიმარებაშიც. Ryzen 9 5900HX 12.9%-ით სწრაფია ერთნაკადიან რეჟიმში Core i7-10700K-თან შედარებით და მისი თანაბარია მრავალნაკადიან დატვირთვაში. უფრო მეტიც, Ryzen 9 5900HX 8.5%-ით აღემატება Core i9-10900K-ს ერთბირთვიან რეჟიმში. ეს შესანიშნავი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ Core i7-10700K და Core i9-10900K 125 ვატი სიმძავრის დესკტოპ პროცესორებია. 

ბოლო ცნობების თანახმად, მობილური Ryzen 5000 სერიის წარდგენა შედგება 12 იანვარს CES 2021-ზე AMD-ის პრეზენტაციის ფარგლებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.