Magdalena Posted December 21, 2020 Share Posted December 21, 2020 კომპანია Sapphire-მა წარადგინა ფლაგმანური გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon RX 6900 XT NITRO+. მანამდე კომპანიამ წარადგინა მოდელები Radeon RX 6800 XT და RX 6800 ამავე შესრულებით. გაგრილების უზარმაზარი სისტემის გამო Sapphire Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფას სჭირდება გაფართოების სამი სლოტი კომპიუტერის კორპუსში. ვიდეო დაფის სიგრძე 310 მილიმეტრს შეადგენს. Radeon RX 6900 XT-ის წარმოდგენილ ვერსიას გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება გააჩნია. წყარო: VideoCardz ვიდეო დაფის გეიმინგ სიხშირეა 2050 მჰც, Boost-სიხშირე - 2285 მჰც, რაც 1.6%-ით მაღალია AMD-ის ეტალონურ მაჩვენებლებთან შედარებით. დაფას აქვს ორმაგი BIOS-სისტემა უხმაურო და მაღალი წარმადობის მუშაობით. დამატებითი კვებისთვის დაფა აღჭურვილია 8-პინიანი კონექტორით, რაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან ამ დროისთვის წარდგენილი არარეფერენსული Radeon RX 6900 XT ვარიანტების უმეტესობას სამი ამგვარი კონექტორი გააჩნია. მეორე მხრივ, PCI Express 4.0 ინტერფეისი და ორი 8-პინიანი კონექტორი უზრუნველყოფს 375 ვატის მიწოდებას, რც საკმარისი უნდა იყოს Radeon RX 6900 XT NITRO+ დაფისთვის თანაც მცირე მარაგის არსებობით. მოცემული ვარიანტის ენერგომოხმარების მაჩვენებლად კომპანია აცხადებს 340 ვატს. კომპანიის რეკომენდაციაა გამოყენებულ იქნას 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. ვიდეო დაფაზე ხელმისაწვდომია ინტერფეისების სტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია Radeon RX 6900 XT NITRO+ SE ვერსიის გამოშვებას, როგორც ეს მოხდა Radeon RX 6800 XT და RX 6800 მოდელების შემთხვევაში. NITRO+ SE ვარიანტი გამოირჩევა ქულერების ARGB-განათებითა და ხელმისაწვდომი USB Type-C პორტით. http://bit.ly/3p3K9jS Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.