Jump to content

მობილური AMD Ryzen 5000 Zen 3 არქიტექტურით აღმოჩნდა 20 %-ით სწრაფი წინამორბედთან შედარებით


Recommended Posts

AMD- ხელმძღვანელი პირების ბოლოდროინდელი კომენტარი იმედს გვაძლევს, რომ Ryzen Zen 3 მობილური პროცესორები გამოვა მომავალი წლის დასაწყისში. კოდური დასახელება  Cezanne-ის სახელით ცნობილმა Ryzen 7 5800H-მა უკვე დატოვა კვალი Acer Nitro ლეპტოპის შემადგენლობაში, Geekbench 5 მონაცემთა ბაზაში. 

image.jpeg 

AMD Ryzen 7 5800H პროცესორი, წყაროს თანახმად, შეიცავს რვა ბირთვს მრავალნაკადიანობის მხარდაჭერით, ბირთვების სიხშირის დიაპაზონია 3.2-დან 4.45 გჰც-მდე. გარე წყაროებიდან ცნობილია, რომ Zen 3 თაობის გამოთვლითი ბირთვები უნდა თანაარსებობდეს ამ პროცესორში Vega თაობის ინტეგრირებულ გრაფიკასთან. ასეთი პროცესორები წარმოებული უნდა იყოს 7 ნანომეტრიანი ტექნოლოგიის ამჟამინდელი ვერსიის შესაბამისად. როგორც ჩანს, ლეპტოპი აღჭურვილია 16 გბ DDR4-3200 მეხსიერებით, AMD სავარაუდოდ არ უჭერს მხარს DDR5 ტიპს მობილურ სეგმენტში 2022 წლამდე. 

image.png 

წყარო: Geekbench 

Ryzen 7 4800H Renoir თაობის პროცესორი, რომელიც აღჭურვილია რვა ბირთვით (2.9-დან 4.2 გჰც-მდე სიხშირე), შეიძლება ჩაითვალოს მითითებული Cezanne-მოდელის უშუალო წინამორბედად. რაც შეეხება მხარდაჭერილ მეხსიერებას, Cezanne პროგრესს არ დემონსტრირებს, სიჩქარის მხრივ სხაობა შესაძლოა განპირობებული იყოს გრაფიკული ქვესისტემის მოდერნიზაციით, Zen 2-დან Zen 3-ზე გადასვლით, აგრეთვე ბირთვების სიხშირის 250-300 მეგაჰერცით გაზრდით. Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში Ryzen 7 4800H-ზე დაფუძნებული ანალოგიურ კონფიგურაციის ლეპტოპის ტესტირების შედეგების არსებობა საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ, რომ ახალი პროცესორი უზრუნველყოფს სიჩქარის 20%-იან  ზრდას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.