Jump to content

NVIDIA-მ ისაუბრა სუპერმძლავრი RTX A6000 48 გბ GDDR6 ვიდეო დაფის ხელმისაწვდომობის შესახებ


Recommended Posts

ოქტომბერში NVIDIA- დაანონსა ორი პროფესიონალური გრაფიკული ამაჩქარებელი, რომლებიც დაფუძნებულია Ampere არქიტექტურაზე - RTX A6000 და A40 მოდელები GA102 და GA104 ჩიპებზე, შესაბამისად. საინტერესო მახასიათებელი იყო Quadro და Tesla ბრენდების არარსებობა მათ დასახელებებში. როგორც აღმოჩნდა, NVIDIA-მ გადაწყვიტა უარი ეთქვა მათზე და გადასულიყო უფრო უნივერსალურ სახელებზე - NVIDIA RTX Axx და NVIDIA Axx. ამჟამად RTX A6000 ამაჩქარებელი ხელმისაწვდომია შესაძენად. 

image.jpeg 

RTX A6000 ვიდეო დაფა, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალური მომხმარებლების მიერ სამუშაო სადგურებში გამოყენებისთვის ციფრული ინფორმაციის ვიზუალიზაციის სფეროში, არის ერთადერთი გრაფიკული ამაჩქარებელი, რომელიც დაფუძნებულია 10.752 CUDA ბირთვის მქონე მაქსიმალურ GPU GA102-ზე. შედარებისთვის, GA102-300 ჩიპის მოდიფიკაციას, რომლის ბაზაზე აგებულია ფლაგმანური გეიმინგ ვიდეო დაფა GeForce RTX 3090, აქვს მხოლოდ 10 496 CUDA ბირთვი. გამომთვლელი ერთეულების რაოდენობის სხვაობის წყალობით, RTX A6000-ის სუფთა წარმადობა 38.7 Tflops-ს შეადგენს, რაც 3.1 Tflops-ით მეტია Ampere-თაობის გეიმინგ ფლაგმანის წარმადობასთან შედარებით. 

დამატებითი განსხვავება RTX A6000- და გეიმინგ ვიდეო დაფას შორის არის ის, რომ იგი აღჭურვილია 48 გბ GDDR6 ვიდეო მეხსიერებით 384 ბიტიანი სალტით. 

image.jpeg 

RTX A6000-ის აღჭურვილობაში შედის ოთხი პორტი DisplayPort 1.4, ამასთან, ხელმისაწვდომი არ არის HDMI კონექტორები. გაგრილებას უზრუნველყობს არა მხოლოდ მასიური რადიატორი, რამედ ასევე ტანგენციალური ტიპის ქულერი. დაფას აქვს NVLink ინტერფეისის მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას იძლევა გაერთიანდეს ორი გრაფიკული ამაჩქარებლის გამომთვლელი სიმძლავრე. 

image.jpeg 

მხარდაჭერილ ტექნოლოგიებს შორისაა GPU-ვირტუალიზაცია ისეთი ინსტრუმენტებით, როგორებიცაა NVIDIA GRID, NVIDIA Quadro Virtual Data Center Workstation და NVIDIA Virtual Compute Server. 

image.png 

რესურსი VideoCardz გვაცნობებს, რომ კომპანია PNY-ს წარმოების RTX A6000 გამოჩნდა მსხვილ ამერიკულ რითეილერ B&H-ის ასორტიმენტში და მისი ფასია 5500 აშშ დოლარი. სავაჭრო სივრცე მომხმარებლებს სთავაზობს წინასწარი შეკვეთების გაფორმებას და აცხადებს, რომ დაფის მიწოდება 2-4 კვირაში მოხდება. წყაროს ინფორმაციით, შემოავაზება საკმაოდ საინტერესოა, რადგანაც წინამორბედი RTX 6000 თავდაპირველად იყიდებოდა 6300 აშშ დოლარად და ამასთან ფლობდა მხოლოდ 24 გბ ვიდეომეხსიერებას. 

image.jpeg 

წყარო: VideoCardz 

NVIDIA-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს სახელი შეუცვალოს Quadro ვიდეო დაფების დრაივერს. ამიერიდან მისი სახელწოდება იქნება NVIDIA RTX Enterprise. გადაწყვეტილება ნათელია - კომპანიამ უარი თქვა ბრენდ Quadro-ზე და ბრენდ RTX-ს გამოიყენებს არა მხოლოდ გეიმინგ-სერიის ვიდეო დაფებში, არამედ პროფესიონალურ გრაფიკულ ამაჩქარებლებშიც. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.