Jump to content

Cyberpunk 2077-ის პრობლემები PS4-სა და Xbox One-ზე საბოლოოდ თებერვალში მოგვარდება


Recommended Posts

CD Projekt RED ხარვეზებისთვის ბოდიშს იხდის და მზადაა დახმარება გაუწიოს ამჟამინდელი თაობის კონსოლის ყველა მფლობელს. 

თუ ვიმსჯელებთ გეიმინგ-კონსოლების მიმდინარე თაობის მფლობელების გამოხმაურებით, Cyberpunk 2077-ის გამოშვების გადადება დამატებითი ოპტიმიზაციისთვის საშუალებას არ იძლევა მოხდეს თამაშის ადაპტირება PlayStation 4-ისა და Xbox One-ის მოძველებულ კომპონენტებთან. ეს ფაქტი გასაკვირი არ არის, რადგანაც ეს კონსოლები უკვე 7 წლისაა და მათი ტექნიკური მახასიათებლები მეტად მოკრძალებული იყო 2013 წლის რელიზის დროსაც კი. 

image.jpeg 

CD Projekt RED-ის გუნდმა ვერ მოახერხა თამაშის ოპტიმიზაცია მოძველებული კონსოლებისთვის, დეველოპერმა აღიარა ეს და გაანცხადა, რომ მზად არის ყველა გეიმერს დაეხმაროს თანხის დაბრუნებაში. სტუდიის ახალ ოფიციალურ განცხადებაში  ნათქვამია, რომ გუნდი მუშაობს ხარვეზების გამოსწორებზე. შემდეგი მნიშვნელოვანი პატჩი ერთ კვირაშია მოსალოდნელი, მომდევნო - იანვრის არდადეგების შემდეგ. მზადდება გამოსწორების კიდევ ერთი პაკეტი, შემდეგ თებერვლის პაჩი და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვარდება თამაშის ყველა სერიოზული პრობლემა PlayStation 4-სა და Xbox One-ზე. 

ამასთან, CD Projekt RED მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ გამოსწორებები სასწაულს ვერ მოახდენს და თამაში ძველ კონსოლებზე არ იქნება ისეთივე, როგორც მომდევნო თაობის მოდელებზე. ამიტომაც ყველას ეძლევა თამაშის უკან დაბრუნების შესაძლებლობა. ციფრული ასლების მყიდველებს პრობლემები არ უნდა შეექმნათ - საჭირო ფუნქციონალი ხელმისაწვდომი იქნება ცფრულ პლატფორმებზე. ფიზიკური ასლების მყიდველებს თანხის დასაბრუნებლად მოუწევთ დაუკავშირდნენ მაღაზიას, ხოლო თუ დაბრუნებისას პრობლემები წარმოიქმნება, საჭიროა CD Projekt RED-თან დაკავშირება - სტუდია მომხმარებლებს პირდება, რომ სიტუაციის მოგვარებაში დაეხმარება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.