Magdalena Posted December 15, 2020 Share Posted December 15, 2020 DRAM-მეხსიერებაზე ფასის ზრდა 2021 წლის მეორე კვარტალში იყო მოსალოდნელი, თუმცა უარყოფითმა მოვლენებმა ამ პერიოდის დასაწყისი მნიშვნელოვნად გადმოწია. ფასის ზრდა მოსალოდნელია გრაფიკულ ჩიპებზეც. DDR და GDDR მეხსიერების ფასის მნიშვნელოვანი ზრდა 2021 წლის პირველივე თვეებიდან დაიწყება. მონაცემები გამოაქვეყნა ანალიტიკურმა სააგენტო TrendForce-მა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად მომდევნო წლის დასაწყისში უნდა ველოდოთ მეხსიერებაზე ფასის ზრდას 3-5%-იდან 8-10 პროცენტამდე. იანვრის დასაწყისში შესაძლებელია არსებული ფასის შენარჩუნება, თუმცა ეს ალბათ დიდხანს არ გაგრძელდება. ამავე დროს, Twitter-ის ცნობილი ინფორმატორი @harukaze5719 აცხადებს, რომ NVIDIA-სა და AMD-ს გრაფიკული ჩიპების ღირებულება გაიზრდება. პარტნიორებისთვის ფასები მოიმატებს 10%-ით, რაც მეხსიერების ფასის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იმოქმედებს ვიდეო დაფების საბოლოო ღირებულებაზე. ფასები სარეკომენდაციო ფასებზე ისედაც მაღალია, თუმცა როგორც ჩანს ეს არ იყო ზღვარი. წყარო: Twitter @harukaze5719 ასევე აღინიშნება, რომ ცხარე განხილვებში არსებული GeForce RTX 3080 Ti დაფის გამოსვლა შესაძლოა შეფერხდეს და იგი არ გამოვიდეს იანვარში, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი ამ შემთხვევაშიც შესაძლოა იყოს ფასის ცვლილება, რომელიც საშუალებას არ იძლევა გრაფიკული ამაჩქარებლის უკვე გახმაურებულ კონფიგურაციაზე დაწესდეს ადრე აღნიშნული სარეკომენდაციო ფასი. https://bit.ly/2IPZUeY Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.