Jump to content

XFX-მა წარადგინა გიგანტური და მძლავრი Radeon RX 6900 XT MERC 319


Recommended Posts

კომპანია XFX-მა წარადგინა Radeon RX 6900 XT დაფის MERC 319 ვერსია. მოდელი RX-69XTACUD9 დაფუძნებულია ფლაგმანურ გრაფიკულ ჩიპზე - Navi 21 XTX с 5120, რომელსაც აქვს 5120 ნაკადური პროცესორი. ვიდეო დაფა სამსლოტიანი და გამოყენებულია გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. 

image.jpeg 

მწარმოებელი კომპანია ასახელებს გრაფიკული პროცესორის სამ სიხშირეს: საბაზისო - 1925 მჰც, გეიმინგ-სიხშირე - 2105 მჰც და Boost-სიხშირე - 2340 მჰც. ამრიგად, საბაზისო და ბუსტ-სიხშირეებში კომპანია XFX-მა გამოიყენა ქარხნული აჩქარება 4 და 6%-ის დონეზე ეტალონურ მაჩვენებლებთან შედარებით. ვიდეო დაფას ორმაგი BIOS-სისტემა აქვს, თუმცა კომპანია მიუთითებს მხოლოდ „პირველადი“ BIOS-ის სიხშირეზე. როგორც ჩანს, მეორე კონფიგურაციის მაჩენებლები სიხშირის ეტალონური მაჩვენებლის ანალოგიურია, ან გვთავაზობს აჩქარების შედარებით ნაკლებ დონეს. 

image.jpeg 

Radeon RX 6900 XT MERC 319 დაფას აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის და ეს მეტად საინტერსოა, რადგანაც ამჟამად ეს გახლავთ Radeon-სერიის ერთადერთი არაეტალონური ფლაგმანი, რომელშიც მსგავსი კონფიგურაციაა გამოყენებული. სხვა კომპანიების მიერ წარდგენილი ყველა დანარჩენი მოდელი აღჭურვილია სამი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორით. მწარმოებელი კომპანიის რეკომედაციაა MERC 319 სისტემაში 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის გამოყენება. 

image.jpeg 

გარეგნულად ვიდეო დაფა დიდად არ განსხვავდება ადრე წარმოდგენილი Radeon RX 6800 XT MERC 319 დაფისგან. თუმცა თვალში გვხვდება ის, რომ უმცროსი ვერსიისგან განსხვავებით უფროს მოდელს არ აქვს USB Type-C პორტი. 

image.jpeg 

უკანა გამაძლიერებელი ფირფიტა პერფორირებულია და დიდი ჭრილები აქვს, რისი წყალობით უფრო ეფქტურად ხდება რადიატორიდან ქულერის მეშვეობით ცხელი ჰაერის გამოდევნა. 

image.jpeg 

ვიდეო დაფის ზომაა 340 × 139 × 57 მმ. დაფის ფაქტობრივი წონა უცნობია, შეფუთვის წონა 2.41 კგ-ს შეადგენს. სავსებით ცხადია, რომ მასის ძირიადი ნაწილი მოდის სწორედ გრაფიკულ ამაქარებელზე, რადგან ყუთში თავდ ვიდეო დაფის გარდა მოთავსებულია მხოლოდ ინსტრუქცია, დრაივერების დისკი და ორი გადამყვანი კვების სადენებისთვის. 

კომპანია XFX-მა აგრეთვე გამოაქვეყნა რამდენიმე რეკლამა, რომელთაგან ერთ-ერთი განმარტავს დაფის სახელწოდებაში არსებულ სიტყვა MERC-ს. 

image.jpeg 

image.jpeg 

ბევრი ფიქრობდა, რომ საუბარი ეხება შემოკლებულ ინგლისურ სიტყვა „mercenary“-ს (დაქირავებული), რეალურად კი ეს გახლავთ „mercury"-ს აბრევიატურა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.