Jump to content

Zotac-მა წარადგინა GeForce RTX 3060 Ti დაფის სამი ექსკლუზიური ვერსია


Recommended Posts

ჩინურ კომპანია Zotac- ორი სერიის პროდუქტი აქვს: ერთი სერიის მოდელები საერთაშორისო ბაზარზე გამოდის, ზოგი კი მხოლოდ შიდა ბაზრისთვისაა განკუთვნილი. როგორც წესი, საერთაშორისო ბაზარზე ყოველთვის არის AMP და Twin Edge სერიის ვიდეო დაფები. ჩინელ ომხმარებლებს ბევრად უფრო ფართო არჩევანი აქვთ. ამ უკანასკნელთათვის კომპანიამ მოამზადა GeForce RTX 3060 Ti გრაფიკული ამაჩქარებლის სამი ახალი ვერსია Apocalypse, PGF და X-GAMING ვერსიებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

Zotac GeForce RTX 3060 Ti Apocalypse OC ვერსიაში გამოყენებულია მასიური 2.5-სლოტიანი გაგრილების სისტემა სამი ქულერით. მოდელს აქვს ვიდეოდრაივერების სტანდარტული ნაკრები: სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.1. 

image.jpeg 

ახალი დაფის განსაკუთრებული მახასიათებელია დამატებითი კვებისთვის გაკუთვნილი ორი 8-პინიანი კონექტორი. ორივე საჭიროა თუ არა - საკამათო საკიხია, რადგანაც ვიდეო დაფის ენერგომოხმარების დონე 200 ვატს შეადგენს. 

image.jpeg 

image.jpeg 

Zotac GeForce RTX 3060 Ti Apocalypse OC დაფას აქვს გრაფიკული პროცესორის ქარხნული აჩქარება, კომპანიამ დაუმატა 30 მეგაჰერცი და Boost-რეჟიმში სიხშირე გაიზარდა 1695 მჰც-მდე. 

image.jpeg 

Zotac GeForce RTX 3060 Ti PGF OC მიეკუთვნება კომპანიის ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილ ფლაგმანურ სერიას. როგორც წესი, ამ ტიპის დაფებს ყველაზე დიდი ქარხნული აჩქარების მაჩვენებელი გააჩნია. გარკვეულ შემთხვევეში იგი აღემატება კიდეც საერთაშორისო ბაზრისთვის განკუთვნილი AMP-ვერსიის ქარხნულ აჩქარებას.  

image.jpeg 

Ampere არქიტექტურის მქონე უმცროსი ვერსიაც არ გახლავთ გამონაკლისი, თუმცა იგი არ არის ყველაზე სწრაფი ვიდეო დაფა ამჟამად წარმოდგენილ მოდელებს შორის. GeForce RTX 3060 Ti PGF OC დაფის GPU-ის სიხშირეა Boost-რეჟიმში 1720 მჰც. 

image.jpeg 

image.jpeg 

GeForce RTX 3060 Tiდაფის მოცემული ვერსიის კომპლექტაციაში შედის დამატებითი გამაძლიერებელი ფირფიტა - ვიდეო დაფის წონა მითითებული არ არის, თუმცა როგორც ჩანს მძიმეა. კომპლექტში ასევე შედის კვების სადენი RGB-განათებისთვის. 

image.jpeg 

Zotac GeForce RTX 3060 Ti X-GAMING OC ვერსია გახლავთ Zotac-ის ჩინური ბაზრისთვის განკუთვნილი ვიდეო დაფების საბაზისო სერიის წარმომადგენელი. 

image.jpeg 

მიუხედავად ხმამაღალი „OC“ დასახელებისა, ვიდეო დაფას მწარმოებელმა კომპანიამ დაუმაა მხოლო 15 მჰც Boost-სიხშირეზე, რიაც იგი 1780 მჰც-მდე გაიზარდა. 

image.jpeg 

image.jpeg 

PGF და Apocalypse მოდელებისგან განსხვავებით X-GAMING ვერსიას აქვს მხოლოდ ერთი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.