Jump to content

გამოჩნდა Ryzen 5000H და 5000U პროცესორების მახასიათებლები


Recommended Posts

Twitter-ექაუნთ momomo_us-ის მფლობელმა გარკვეული სავაჭრო მომწოდებლის გვერდზე აღმოაჩინა ASUS-სა და Lenovo-ს ჯერ კიდევ დაუანონსებელი ლეპტოპები Ryzen 5000H და 5000U ჩიპებით. მათი ანონსი უნდა შედგეს CES 2021-ზე. 

image.jpeg 

ინფორმაცია Ryzen 5000H სერიის მინიმუმ ოთხი წარმომადგენლის შესახებ ინტერნეტში უკვე გაჟონა საცალო ქსელებიდან. მათ რიცხვს მიეკუთვნება Ryzen 9 5900HX, Ryzen 9 5900HS, Ryzen 7 5800H და Ryzen 5 5600H. გავრცელებული ინფორმაციით მათ Zen3 არქიტექტურა ექნებათ. ფლაგმანურ ვერსია Ryzen 9 5900HX-ს ექნება 8 ბირთვი და 16 ნაკადი. მაქსიმალური სიხშირე გაზრდილი წარმადობის პირობებში იქნება 4.6 გჰც. ენერგომოხმარება: 45 ვატი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz 

ჯერ კიდევ არგამოსულ ლეპტოპ ASUS Zephyrus G14-ის მახასიათებლებში აღმოაჩინეს ჩიპი Ryzen 9 5900HS. იგი გამოირჩევა შემცირებული ენერგომოხმარებით - მაჩვენებელი 35 ვატს შეადგენს. ნაწილობრივ ცნობილია 8-ბირთვიანი Ryzen 5800H ჩიპის ტექნიკური მახასიათებლებიც: მისი ტაქტის სიხშირე წინამორბედთან (AMD Ryzen 7 4800H) შედარებით მაღალი იქნება და შეადგენს 3.2 გიგაჰერცს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz 

AMD Ryzen 5 5600H-ს ექნება 6 ბირთვი და 12 ნაკადი. მისი საბაზისო სიხშირე ამჟამად გავრცელებული ცნობებით შეადგენს 3 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 4.1 გჰც-ს. Ryzen 5 4600H-ის ფონზე საბაზისო სიხშირე 100 მეგაჰერცითაა გაზრდილი. ჩიპების გრაფიკული ქვესისტემის კონფიგურაციების შესახებ მონაცემები ამჟამად მიუწვდომელია.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: videocardz 

საბითუმო მომწოდებლებისგან ცნობილი გახდა ასევე ინფორმაცია AMD-ის U პრეფიქსის მქონე ჩიპების შესახებ. ეს გახლავთ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, ენერგოეფექტური Zen2 პროცესორების სერია. ამ CPU-ების ენერგომოხმარება 25 ვატს არ აღემატება. 

რვაბირთვიანი Ryzen 7 5800U ჩიპის საბაზისო სიხშირე იქნება 2 გჰც, მაქსიმალური - 4.4 გჰც. გავრცელებული ცნობებით, მას ექნება 8 ვიდეობირთვი 2 გჰც სიხშირით. Ryzen 7 5600U მოდელის მახასიაებლებია 6 ბირთვი და 2/4.3 გჰც სიხშირე. სერიის ყველაზე უმცროს Ryzen 3 5300U ჩიპს ექნება 4 ბირთვი, თითოეული მათგანი იმუშავებს 2.6 გჰც სიხშირეზე. ტურბო-რეჟიმში მიიწევა 3.85 გჰც. 

ორივე, AMD Ryzen 5000H და Ryzen 5000U სერიის ჩიპების, აგრეთვე მათ ბაზაზე შექმნილი მოწყობილობების წარდგენა უნდა შედგეს 2021 წელს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.