Jump to content

გამოჩნდა პირველი ლეპტოპები მობილური GeForce RTX 3000 ვიდეო დაფებით


Recommended Posts

ინსაიდერებმა აღმოაჩნეს ნიდერლანდებში წარმოდგენილი ახალი ლეპტოპები GeForce RTX 3000 სერიის ვიდეო დაფებით. ლეპტოპებს აქვთ ჯერ კიდევ დაუანონსებელი დაფები RTX 3080, RTX 3070 და RTX 3060. 

image.png 

ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძლავრია ვარიანტი Intel Core 10 აობის i9-10980HK პროცესორია და GeForce RTX 3080 Max-Q დაფით. ლეპტოპი Gigabyte AERO 17 HDR ამგვარი მახასიათებლებით გაიყიდება 5134 ევროდ. 

Intel Core i7-10870H წარმოდგენილი იქნება გრაფიკულ დაფებთან - RTX 3070 Max-Q-სა და RTX 3060 Max-P-სთან ერთად. ყველაზე დაბალფასიან მოდელს ექნება პროცესორი Core i7-10870H და GeForce RTX 3060 Max-P დაფა, მისი საბაზრო ფასი შეადგენს 2026 ევროს. 

მონაცემების თანახმად, კომპანია Gigabyte აპირებს განაახლოს თავისი AORUS Aero სერია როგორც 15, ისე 17-დუიმიან ფორმ-ფაქტორში. ლეპტოპებს ექნება OLED დისპლეი 240 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირით. 

image.png 

NVIDIA RTX 3000 სერიის მობილური ვიდეო დაფების ამგვარი ვრცელი სიის გამოჩენა ძალიან ადრეულ პერიოდში საინტერესოდ გამოიყურება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ NVIDIA-ს ახალი მობილური გრაფიკული დაფების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი და მათი აღწერილობი რაიმე სერიოზული გაჟონვაც კი არ მომხდარა.მოსალოდნელია, რომ ამ გრაფიკული პროცესორების დებიუტი შედგება ლეპტოპებში, რომელაც ექნება AMD Ryzen 5000H პროცესორები კოდური დასახელებით Cezanne, აგრეთვე მაღალი წარმადობის პროცესორები Intel Tiger Lake-H. ორივე მათგანის გამოსვლა მოსალოდნელია მომდევნო წლის პირველ კვარტალში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.