Magdalena Posted December 5, 2020 Share Posted December 5, 2020 Microsoft-ი შეავსებს Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალს და აწესებს დროებით აქციას გამოწერაზე - 1 აშშ დოლარი სამი თვის განმავლობაში. კომპანია Microsoft-მა, რომელმაც ახალი კონსოლი Xbox Series X შექმნა, განაცხადა, რომ შეივსება Game Pass-ის თამაშების ჩამონათვალი და ხელმისაწვდომი გახდება დროებითი ფასდაკლება მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ გამოუყენებია სერვისი. Game Pass Ultra-ს შეძენა შესაძლებელი იქნება 3 თვის განმავლობაში მხოლოდ 1 აშშ დოლარად, ამასთან 15 დეკემბრიდან გამომწერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება Electronic Arts-ის ყველა თამაში. დეკემბრის შევსებით გამოწერის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემდეგი თამაშები: Control Slime Rancher Rage 2 Haven, Va-11 Hall-A: Cyberpunk Bartender Action DOOM Eternal კიდევ ათზე მეტი თამაში შეავსებს ბიბლიოთეკას დეკემბრის მომდევნო დღეებში, მაგალითად, 8 დეკემბრიდან ხელმისაწვდომი გახდება Starbound. სამწუხაროდ, Game Pass-ის გამომწერებისთვის ხელმისაწვდომ თამაშებში ვერ მოხვდა: MudRunner Infinifactory Pathologic 2 Ticket to Ride The Turing Test eFootball PES 2020 Untitled Goose Game Metro: Last Light Redux Age of Wonders: Planetfall შეგახსენებთ, რომ Game Pass ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კონსოლების მფლობელებისთვის, არამედ პერსონალური კომპიუტერის მქონე გეიმერებისთვის, რომელთაც ასევე შეუძლიათ სერვისის გამოწერა. https://bit.ly/3lNvsQ9 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.