Jump to content

ლიზა სუმ განაცხადა, რომ მალე წარადგენს მობილურ პროცესორებს Zen 3 არქიტექტურით


Recommended Posts

პანდემიის გამო ინდუსტრიული კონფერენციების ონლაინ ფორმატში გადატანამ გარკვეულწილად გაამარტივა მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების მონაწილეობა, რადგან მათ აღარ სჭირდებათ ფიზიკური გადაადგილება ღონისძიებაზე დასასწრებად  უბრალოდ უნდა გამონახონ თავისუფალი დრო ვიდეოს საშუალებით კომუნიკაციისთვის. AMD-ი აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ შეძლო კონფერენცია Credit Suisse-ზე ამ ფორმატში საუბარი. 

image.jpeg 

მან ისაუბრა დესკტოპ-სეგმენტში Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორების წარმატებაზე და განაცხადა, რომ მალე მათ შეუერთდება მობილური და სერვერული მოდელები. ხსენებული თანმიმდევრობით თუ ვიმსელებთ, პირველი კვარტალის დასაწყისში გამოვა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Ryzen პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, სერვერული EPYC Milan თაობის პროცესორები კი წარდგენილ იქნება ოდნავ მოგვიანებით. ლიზა სუმ აღნიშნა, რომ AMD-ის მობილური პლატფორმა Zen 3 არქიტექტურაზე სწორედ 2021 წელს გადავა. 

მავე დროს, AMD-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2021 წელს კომპანია წარადგენს რამდენიმე ახალ დესკტოპ-პლატფორმას. სავარუდოდ, არა მხოლოდ ახალი თაობის Ryzen Threadripper პროცესორების, არამედ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ახალი თაობის სამომავლო წარდგენა შეიძლება მოიაზრებოდეს ამ მრავალფეროვნებაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.