Magdalena Posted December 3, 2020 Share Posted December 3, 2020 პანდემიის გამო ინდუსტრიული კონფერენციების ონლაინ ფორმატში გადატანამ გარკვეულწილად გაამარტივა მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელების მონაწილეობა, რადგან მათ აღარ სჭირდებათ ფიზიკური გადაადგილება ღონისძიებაზე დასასწრებად - უბრალოდ უნდა გამონახონ თავისუფალი დრო ვიდეოს საშუალებით კომუნიკაციისთვის. AMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლიზა სუმ შეძლო კონფერენცია Credit Suisse-ზე ამ ფორმატში საუბარი. მან ისაუბრა დესკტოპ-სეგმენტში Zen 3 არქიტექტურის მქონე პროცესორების წარმატებაზე და განაცხადა, რომ მალე მათ შეუერთდება მობილური და სერვერული მოდელები. ხსენებული თანმიმდევრობით თუ ვიმსჯელებთ, პირველი კვარტალის დასაწყისში გამოვა ლეპტოპებისთვის განკუთვნილი Ryzen პროცესორები Zen 3 არქიტექტურით, სერვერული EPYC Milan თაობის პროცესორები კი წარდგენილ იქნება ოდნავ მოგვიანებით. ლიზა სუმ აღნიშნა, რომ AMD-ის მობილური პლატფორმა Zen 3 არქიტექტურაზე სწორედ 2021 წელს გადავა. ამავე დროს, AMD-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2021 წელს კომპანია წარადგენს რამდენიმე ახალ დესკტოპ-პლატფორმას. სავარუდოდ, არა მხოლოდ ახალი თაობის Ryzen Threadripper პროცესორების, არამედ AMD-ის ჰიბრიდული პროცესორების ახალი თაობის სამომავლო წარდგენა შეიძლება მოიაზრებოდეს ამ მრავალფეროვნებაში. https://bit.ly/3fRxgpT Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.