Jump to content

ამსტერდამში კვანტური ინტერნეტის შექმნაზე დაიწყო მუშაობა


Recommended Posts

მიმდინარე წელს პირველად ფართოდ გავრცელდა საუბარი გლობალური კვანტური ქსელის - ფატობრივად, კვანტური ინტერნეტის შექმნის შესახებ. ამოცანა სცდება მონაცემების უკვე ნაცნობ დაშიფვრას განაწილებული კვანტური გასაღებების გამოყენებით. პერსპექტივაში კვანტურმა ინტერნეტმა უნდა უზრუნველყოს განაწილებული კვანტური გამოთვლებიც კი. ზაფხულში ამგვარი პროექტი ამოქმედდა აშშ-ში, ამჟამად კი - ნიდერლანდში. 

image.jpeg 

აგლომერაცია რანდსტადისთვის კვანტური ქსელის შექმნით ერთობლივად დაკავდებიან კავშირგაბმულობის ოპერატორი KPN, ნიდერლანდის საგანმანათლებლო და კვლევითი ასოციაცია SURF და OPNT (ოპტიკური პოზიციონირება, ნავიგაცია და სინქრონიზაცია). ისინი განახორციელებენ ინოვაციებისა და ცოდნის ალიანსის პროექტს, პროექტის საერთო მართვა კი გადაეცემა ნიდერლანდის კვლევით ჯგუფს - QuTech. ამ ჯგუფს კვანტური გამომთვლელი ელემენტებით კომპანია Intel-ი ამარაგებს. 

წარმოდგენილი პროექტის შედეგად უნდა შეიქმნას კვანტური ქსელი ამსტერდამის ნაწილისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვქვათ -  პროცესი უნდა დასრულდეს კვანტური ინტერნეტ სეგმენტის პროტოტიპის შექმნით. ქსელი ერთმანეთთან დააკავშირებს კვანტურ პროცესორებს ოპტიკური არხებით კვანტური ბიტების ან კუბიტების გაცვლის მიზნით განაწილებული დამუშავების უზრუნველსაყოფად. პირველ რიგში, უფრო მეტად პროზაული ამოცანები გადაიჭრება: კვანტური მონაცემების დაშიფვრა, პოზიციონირების დადასტურება, სინქრონიზაცია და სხვა. 

სხვა საკითხებთან ერთად, პრესრელიზის თანახმად, პროექტი მიზნად ისახავს ახალი მეთოდების, იდეებისა და სტანდარტების მიღწევას, რაც კვანტურ ქსელის განვიარებას დააჩქარებს. ბევრი რამ იქნება ახალი და საინტერესო.  

ყოველდღე ვმუშაობთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეუძლიათ ქსელის ისეთ  ოპერატორებს, როგორიცაა KPN ან SURF კვანტური ქსელის განთავსება და რა სერვისებს შეავაზებენ მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე ვართ, ჩვენ უკვე ვაშენებთ მომავლის კვანტურ ინტერნეტ-ეკოსისტემას მთავარ პარტნიორებთან თანამშრომლობით. ეს ეკოსისტემა გადამწყვეტი იქნება, რადგან ჩვენი კვანტური ქსელი სრულფასოვან კვანტურ ინტერნეტად გადაიქცევა. ” - განაცხადა Wojciech Kozlowski-მ, QuTech-ის პოსტ-დოქტორმა და TKI პროექტის ერთ-ერთ სამუშაო პაკეტზე პასუხისმგებელმა პირმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.