Jump to content

Ethereum-ის ჰეშრეითი და მაინინგის სირთულე ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა


Recommended Posts

image.jpeg

კაპიტალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum-ის მოპოვების სირთულემ, ასევე მისმა ჯამურმა გამომთვლელმა სიმძლავრემ ახალ ისტორიულ მაქსიმუმებს მიაღწია. 

სირთულის წინა რეკორდული მაჩვენებელი, 3606 TH, Etherscan-ის თანახმად დაფიქსირდა 2018 წლის 9 აგვისტოს. კვირას, 29 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 3748 TH-ამდე გაიზარდა. 

image.png 

წყარო: Coinwarz. 

2018 წლის 9 აგვისტოს ასევე შეინიშნებოდა ეშრეითის წინა მაქსიმალური მაჩვენებელი - 295.91 TH/s. სტატიის წერის მომენტში ეს მაჩვენებელი გაიზარდა 312.63 TH/s-ამდე. 

image.png 

წყარო: Coinwarz. 

Ethereum-ის ქსელში ტრანზაქციის საშუალო მოცულობა მცირე ხნის წინანდელი, 7.7 აშშ დოლარამდე ზრდის შემდეგ შემცირდა 1.1 აშშ დოლარამდე. სტატიის წერის მომენტში მონეტის გასაყიდი ფასი 550 აშშ დოლარზე ოდნავ მეტი იყო. 

შეგახსენებთ, 1 დეკემბერს შედგება Ethereum 2.0 ნულოვანი სტადიის ამოქმედება. სადეპოზიტო კონტრაქტის ბალანსმა, რომელიც ETH-ის არსებული ქსელიდან ETH2-ზე გადატანის საშუალებას იძლევა, გასულ კვირაში აუცილებელ ზღვარს გადააბიჯა. 

 

Link to comment
Share on other sites

ეგ იმიტომ რომ ფასია ძალზე მაღალი, სირთულე რომ არ აეწიათ ისევ 20$ დღიური გამომუშავება დაბრუნდებოდა, იმის გათვალისწინებით რომ კონკურენტებს კიდე უფრო მცირე ვირუჩკა აქვთ მაგითაც პირველობას ინარჩუნებს ეთერეუმი და ეგ დაჟე ნვიდიას 1000-2000 სერიის კარტებზე, 3000 სერია და ამდ მითუმეტეს კიდე უფრო მაღალი ვირუჩკაა დღიური, კარტას საკმაო მნიშვნელობა აქვს მაგ ალგოზე, რახან ორმაგი სხვაობაა იგივე 2000 სერიის RTX და 3000 სერიის ნვიდიას კარტებს შორის დაგერ ჰაშიმოტოს ჰეშრეიტებში, ნუ თითქმის ეგეთი განსხვავება იქნება როცა გამოვა ალბათ 3080Ti 2080Ti შეფარდებაში, 3070 კი ლამის ორი ცალი GTX1080 ჰეშრეიტს დებს დაბალი TDP-ზეც კი, მემორიც საკმაოთ რაზგონდება 1000MHZ+ მაინც მაგ ახლებზე რაც კიდე უფრო უზრდის ჰეშრეიტს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.